საბურთაო სეირები

   რაც პატივცემულმა ირბ-მა წესებზე ქველი ექსპერიმენტები ატარა და ზეპური რაგბი ფეხით ფრენბურთისა და მიწაზე ჭიდაობის ნაზავად აქცია, ხელდახელ ბურთაობისა და ლელოთა ხილვის მსურველს სხვა რა დარჩენია და რაგბი-ლიგას უნდა უცქიროს, ხოლო ვისაც საჰაერო პინგ-პონგი მაინც იზიდავს, იგი ამგვარ ჩიბლუხს უფრო დახვეწილი ფორმით და თანაც ჯახიანად, ოზი-რულზში ნახავს.

"გლობალის" ოვალურ-ბურთა რეპერტუარი მრავალ-ფეროვანია და კაცს თუ ირბ-ზე ჯვარი არ დაგიწერია, რაგბზე უკეთეს სეირებს რად არ უნდა უცქირო, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ნოემბრის ტესტებამდე რაგბულ მენიუში უმაყურებლო ზელანდიის პირველობა, ულელოო "გინესის" პრემიერშიფი და უფანტაზიო "ქარრის თასიღა" გვრჩება, მაშინ როცა "სამი ერის" აქეთ ზედიზედ შევირგეთ ორი ავსტრალიური "დიდი ფინალი" - 18-კაცა რულზის და 13-კაცა ლიგის, ხოლო ამ შაბათს ევროპის "სუპერ ლიგის" (სლ) საჩემპიონო მატჩიც გველის.

სლ-ს ევროპული კი ჰქვია, მაგრამ მისი 14 გუნდიდან 11 ჩრდილო ინგლისისაა და მხოლოდ თითო ლონდონის, საფრანგეთისა და უელსის. შეჯიბრი ჯერ კიდევ თებერვალში გაჩაღდა და ვინც პარასკევ ღამით უდარაჯებდა, ძაანაც ისიამოვნებდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს "შოუთაიმმა" ფრთები მეტად რომ გაშალა და ცოცხლად გვიჩვენა ზღვისრეთის ნრლ-ის "ტელსტრა პრემიერშიფის" ბოლო სამი მატჩი, ცხადი შეიქნა, რომ სამხრეთი ჩრდილოეთზე ლიგაშიც მთელი თავით მაღლა დგას.

ათლეტური ჭადრაკი

ნრლ-ური სეირის ინტენსიობა ისეთია, რომ ნეიტრალურ მაყურებელს პაუზებიანი რაგბისკენ თვალი აღარ გაექცევა. სამხრეთში ტემპი, ჯანი, აგრესია და ტექნიკა სასწაულ დონეზე ასულა და ღია, ალალი ბურთაობა ნაღდ "ათლეტურ ჭადრაკად" ქცეულა. თვალის უბრალო შევლებითაც ცხადია, რომ სამხრეთელი ლიგელები თვით "ოლ ბლექსს" გააპამპულავებენ ხელდახელ თამაშში, სიხისტით კი "ბოკესაც" შავ დღეს დააყრიან, მაგრამ ლიგისა და რაგბის გამიჯნულობის გამო, ვაგლახ, რომ გაჯიბრება ვერ მოხერხდება.

ავსტრალიის ლიგამ 102-ე სეზონი ჩაამთავრა. ორი კონკურენტი ამქრის დაზავებით, 1998 წელს შექმნილი ნრლ მთელ რაგბეთში ყველაზე უხვ-მაყურებლიანი შეჯიბრია: 201 მატჩზე (13/03-4/10) წლეულს 3 412 872 ბილეთი გაიყიდა. თამაშში საშუალოდ 41.4 ქულა გროვდება, სანიშანსვეტო კი წლეულს ის მოხდა, რომ ბულდოგზის ძირით ლიბანელმა ბეკმა, ჰიზემ ელმასრმა პირველსავე რაუნდში გადაუსწრო ლეგენდარულ ენდრიუ ჯონსს და კარიერა 2 418 ქულით დაასრულა.

თანაბარი დასი

საგულისხმო იყო ისიც, რომ დაინერგა წყვილი რეფით მსაჯობა: ერთი დაცვას ოფსაიდის ხაზზე მწყემსავს, ხოლო მეორე ბოჭვას მიჩერებია. ამით თემიდას ვეღარაფერს გამოაპარებ და აღარც ბურთის უეცარი დაკარგვის შემდეგ უწევს მსაჯს მოთამაშეებზე სწრაფად გაქცევა, რათა ერთი გუნდის ზურგიდან მეორეში გადაინაცვლოს.

ნრლ-ის ამჟამინდელი, 16-გუნდა დასი ისე თანაბარია, რომ დიდ ფინალს მეოთხე და მერვე (!) გუნდებმა უწიეს. სამი სენსაცია გამოაცხო დასავლეთ სიდნეის "პარამატამ, ვინც ზედიზედ შეიწირა პირველი, მესამე და მეორე ნომრები. პლეი-ოფის უდაოდ საუკეთესო მატჩი იყო პარამატა - ბულდოგზის წინასწარი ფინალი, რომელშიც გამარჯვებულებმა ოფლოუდების კორიანტელი დააყენეს, მაგრამ დიდ ფინალში ვეღარაფერი გააწყვეს გაწონასწორებულ მელბურნთან.

"ჟილეტზე" ვიხილავთ

"მელბურნ სტორმი" ფენომენია: შექმნიდან მეორე წელსვე იჩემპიონა, ბოლო ოთხ სეზონში კი ოთხჯერ გავიდა დიდ ფინალში და ორჯერ გაიმარჯვა. კლუბი რუპერტ მერდოქის "ნიუზ კორპის" ერთპიროვნული საკუთრებაა და ლიგას (ფართე გაგებით, რაგბს) ოზი-რულზის გარემოში ავრცელებს.

"სტორმმა" შარშან ფინალი 0:40 წააგო "მენლი სი იგლზთან. არადა, გუნდის ლიდერები მსოფლიო დონის ვარსკვლავები - ბილი სლეითერი, გრეგ ინგლისი, ქამერონ სმითი და კუპერ ქრონქი არიან. ამათ "გლობალით" მალე კიდევ ვიხილავთ "ჟილეტის ოთხ ერზე, რომელიც ევროპაში 23 ოქტომბერს იწყება და 14 ნოემბერს, ლიდსში ბოლოვდება დიდი ფინალით.

>>>     ავსტრალიის ეროვნული რაგბი-ლიგა (ნრლ)

24 რაუნდი + 2 უქმე

მ-წ*ფ$დ

გატ:გაშ

სთ.ჯორჯ ილავარა 38 17-7 548:329
ქენთებრი ბულდოგზი 38 18-6$2 575:428
გოულდ ქოუსთი 36 16-8 514:467

მელბურნ სტორმი

33

14-9*1

505:348

მენლი სი იგლზი 32 14-10 549:459
ბრისბენ ბრონკოუზი 32 14-10 511:566
ნიუკასლ ნაითსი 30 13-11 508:491

პარამატა ილზი

29

12-11*1

476:473

ვესთს თაიგერზი 28 12-12 558:483
საუს სიდნეი რებით 27 11-12*1 566:549
პენრით პანთერსი 27 11-12*1 515:589
ნორს ქვინზლენდი 26 11-13 558:474
კანბერა რეიდერზი 22   9-15 489:520
ვორიორზი (ზელ) 20   7-15*2 377:565
ქრონალა შარქსი 14   5-19 359:568
სიდნეი რუსთერზი 14   5-19 382:681

! უქმეზე გუნდს ორი მუქთი ქულა ეძლევა

<<    პლეი-ოფი

შესარჩევი და გასავარდნი ფინალები ხალხი

11/09

მელბურნი#4 40:12 მენლი#5 21,155

12/09

გდ ქოუსთ#3 32:40 ბრისბენი#6 27,227

 

ბულდოგზი#2 26:12 ნიუკასლი#7 21,369

13/09

სთ.ჯორ.ილავ#1 12:25 პარამატა#8 18,174

ნახევარ-ფინალები

18/09

პარამატა#8 27:2 გდ ქოუსთ#3 28,524

19/09

ბრისბენი#6 24:10 სთ.ჯორ.ილავ#1 50,255

წინასწარი ფინალები

25/09

ბულდოგზი#2 12:22 პარამატა#8 74,549

26/09

მელბურნი#4 40:10 ბრისბენი#6 27,687

დიდი ფინალი

  4/10

მელბურნი#4 23:16 პარამატა#8 82,538

4ლ: ჰოფმანი ბლერი ინგლისი სლეითერი; 3გ: სმითი; ა: ინგლისი - 3ლ: გროუსი რედი მოიმოი; 2გ: ბერთი

რეფ: არჩერი ჰეინი * სიდნეი, ოლიმპიური

6:0(5) 10:0(24) /
10:6(45) 16:6(49) 22:6(55) 22:12(70) 22:16(72) 23:16(77)

გამეორებით გლობალზე: ოთხ 11.00, ხუთ 15.30

<<    "პრემიერები" (ჩემპიონები)

ბრისბენი 1998 2000 2006
მელბურნი 1999 2007 2009

ნიუკასლი 2001, სიდნეი რსთ 2002, პენრითი 2003, ბულდოგზი 2004, ვესთსი 2005, მენლი 2008

>>>     ევროპის სუპერ ლიგა (სლ)

27 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლიდსი 42 21-6 805:453
სენთ ჰელენსი 38 19-8 733:466
ჰადერსფილდი 36 18-9 690:416

ჰალ ქეიარი

35

17-9*1

650:516

ვეიქფილდი 32 16-11 685:609
ვიგანი 30 15-12 659:551
ქასლფორდი 28 14-13 645:702

კატალანი (სფრ)

26

13-14

613:660

ბრედფორდი 25 12-14*1 653:668
ვორინგთონი 24 12-15 649:705
ჰარლიქვინზი 22 11-16 591:691
ჰალ ეფსი 20 10-17 502:623
სოლფორდი 14   7-20 456:754
კელთიქი (უელ) 6   3-24 357:874

<<    პლეი-ოფი

შესარჩევი და გასავარდნი ფინალები

18/09

ლიდსი#1 44:8 ჰალ ქრ#4

19/09

სთ.ჰელენსი#2 15:2 ჰადერსფილდ#3

 

ვეიქფილდი#5 16:25 კატალანი#8

20/09

ვიგანი#6 18:12 ქასლფორდი#7

წინასწარი ნახევარ-ფინალები

25/09

ჰადერსფილდ#3 6:16 კატალანი#8

26/09

ჰალ ქრ#4 16:30 ვიგანი#6

შესარჩევი ნახევარ-ფინალები

  2/10

ლიდსი#1 27:20 კატალანი#8

  3/10

სთ.ჰელენსი#2 14:10 ვიგანი#6

დიდი ფინალი

10/10

ლიდსი#1 - სთ.ჰელენსი#2

მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი

გლობალზე ცოცხლად    21.00

გამეორებით: კვი 00.30 20.30, ორ 20.00, სამ 01.00, ოთხ 11.00, ხუთ 15.30

მელბურნის რუსთავი

"ოლიმპს" ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ, "ორღაშის ტრიბუნაში" დაუწერია, რომ რულზი ქართულ მენტალიტეტს რაგინდარა რაგბზე მეტად შეეფერება, რაღაი ჩვენი ბურჯები და კვაჭები ვარჯიშზე სულ ფეხს ურტყამენ ბურთს, მაგრამ იმის გამო, რომ ყაფლან ჯანდიერი ქესატადაა და ბიჭებს "პაესტკაში" წაყვანას ვერ პირდება, 18-კაცა თამაში ჩვენში აქამდე ვერაფრით დაინერგა.

რულზის უბობოლეს ლიგას აფლ ჰქვია; სექტემბრის ბოლო შაბათს მისი ჩემპიონი ბოლო სამ წელში მეორედ გახდა ჯილონგის "კატები; ეს ქალაქი მელბურნისთვის იგივეა, რაც თბილისისთვის რუსთავი; წრიული სტადიის გამარჯვებულმა, სენთ-ქილდას "წმინდანებმა" კი, სამი თვის წინ თუმც 91:85 ძლიეს შარშანწინდელი ჩემპიონი და ფინალშიც სამივე შესვენებაზე დაწინაურებულნი წავიდნენ, ბოლო მეოთხედში, ალაფებულ მოედანზე, გოლი ერთიც ვეღარ გაიტანეს.

>>>     ოზი რულზის (აფლ) პლეი-ოფი

  4/09

ადელაიდა#5 166:70 ესენდონი#8

  5/09

ჯილონგი#2 96:82 ბულდოგზი#3

 

ბრისბენი#6 111:104 კარლტონი#7

  6/09

სთ.ქილდა#1 80:52 ქოლინგვუდი#4

11/09

ბულდოგზი#3

107:56

ბრისბენი#6

12/09

ქოლინგვუდი#4 83:78 ადელაიდა#5

18/09

სთ.ქილდა#1

60:53

ბულდოგზი#3

19/09

ჯილონგი#2 120:47 ქოლინგვუდი#4

<<    დიდი ფინალი

26/09

სთ.ქილდა#1 68:80 ჯილონგი#2

20(3.2):18(3.0) * 49(7.7):43(7.1) / 65(9.11):58(9.4) * 9.14-12.8

მელბურნი, ქრიქით გრაუნდი (99 251)

<<    XXI საუკუნის პრემიერები

ესენდონ ბომერზი (მელბურნი) 2000; ბრისბენ ლაიონზი 2001 2002 2003; პორტ ადელაიდ პაუერი 2004; სიდნეი სვონზი 2005; ვესთ ქოუსთ იგლზი (პერთი) 2006; ჯილონგ ქეთსი 2007 2009; ჰოვსორნ ჰოქსი (მელბურნი) 2008

<<< >>>