23-კაცა რაზმებით

   ევროპული საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" სტარტზე მფლობელი, ირლანდიის "ლენსთერი" ულელოო ჩიბლუხში შინ დამარცხდა "ლონდონ აირიშთან; ირლანდიისვე "მანსთერს" ინგლისისვე "ნორსჰემპთონმა" მოუგო; იტალიის "ტრევიზომ" საფრანგეთის ჩემპიონი "პერპინიანი" გააგორა; ტრავმებით გაცხრილული ინგლისის "ლესთერი" შინ ფრეს მაინც გამორჩა უელსის "ოსფრიზთან"; საფრანგეთის "ტულუზმა" კი ინგლისის "სეილის" დუბლი გააბურთავა.

"ჰაინეკენზე" შემოვიდა ახალი ირბ-ული წესი: სამატჩო რაზმს 23-ე კაცი, მეორე სათადარიგო ბურჯიც დაემატა. ახალი თვლით მარქაფაში 16-18 ნომრები პირველ-ხაზელები არიან და ჰავბეკს ზურგზე ოცის ნაცვლად 21 აწერია, გუნდს კი თუ მეორე ბურჯიც დაუშავდა, შერკინებაში მიწოლა აღარ აიკრძალება, რაღაი ბრძოლაში "მერვე რეზერვი" ჩაებმება!

ირბ-ის ბრიყვულმა ცდებმა რაგბი მთელ მსოფლიოში გააბერწა. ევროპული სტილი აქამდეც ჭიდილსა და ფეხოსნობას ეფუძნებოდა და ამიერიდან უფრო წახდება. 24 გუნდიდან მეოთხე ლელო ოდენ ოთხმა გაიტანა. ამათგან "კლერმონმა" იტალიის "ვიადანა" მოსრა; პარიზის "სტადმა" შესვენებამდე აიღო პრემია "ედინბურგთან"; "სეილმა" ლიდერები პრემიერშიფისთვის გადაინახა და ტულუზში მარქაფა მიავლინა, "ლესთერი" კი ორივე ფრონტზე ალალად რაგბობას აპირებს.

ჰოდა, თუმც სეზონი თვე-ნახევრის დაწყებულია, "თაიგერზმა" ტრავმათა გამო უკვე მოისაკლისა ბეკები: ჯორდან მერფი, არონ მეიჯერი, ჰარი ელისი, თობი ფლადი, სემ ვესთი, დენ ჰიპკისი და 8:26 ჩამორჩა ოსფრიზს, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა, რითაც მატჩი ერთობ იშვიათ, ასიმეტრიულ ფრედ დასრულდა: ერთმა გუნდმა მეოთხე ლელოს გატანისთვის მესამე ქულაც მიიღო, მეტოქემ კი იგივე ვერ შეძლო და ორს დაჯერდა.

>>>     XV "ჰაინეკენის თასი"

პირველი რაუნდი (^ პრემია)

<<    პირველი პული

ტრევიზო (იტა) 9:8 პერპინიანი^(სფრ)

3ჯ: ხუსენი - ლ ჯ: პორიკალი ^ რეფ სმოლი (ინგ) 3:0(24) 6:0(40) / 6:3(55) 9:3(64) 9:8(78)

ნორსჰემპთონი (ინგ) 31:27 მანსთერი^(ირლ)

3ლ: ეშთონი (1 3) გერათი; 2გ 4ჯ: გერათი - 2ლ: ვოლესი ოლირი; გ 4ჯ: ოგარა; ა: ვორიქი ^ რეფ ბერდოზი (სფრ) 3:0(10) 8:0(18) 8:3(21ა) 8:8(25) 8:11(32) 11:11(34) 11:14(36) 14:14(38) 21:14(40+) / 28:14(46) 28:17(49) 28:20(60) 28:27(69) 31:27(75)

* ქულა: ნრს ტრვ 4; მნს პრპ 1

<<    მეორე პული

გლოსთერი (ინგ) 19:17 დრეგონზი^(უელ)

ლ: ნქერა; გ 4ჯ: რობინსონი - 2ლ: არლიჯი ბირმანი; 2გ ჯ: არლიჯი ^ რეფ ფითსგიბონი (ირლ) 7:0(25) 7:7(30) 7:14(36) / 10:14(44) 13:14(51) 16:14(54) 16:17(58) 19:17(75)

გლაზგო^(შტლ) 18:22 ბიარიცი (სფრ)

5ჯ ა: პარკსი - ლ: ლუნდი; გ 3ჯ: იაშვილი; 2ა: ტრაი ბოსხი ^ რეფ ბარნსი (ინგ) 3:0(6) 6:0(8) 9:0(14) 9:3(18) 9:6(22ა) 12:6(27) 12:9(30) 12:12(40+ა) / 15:12(41) 15:19(50) 18:19(58) 18:22(65)

* ქულა: ბრც გლს 4; დრგ გლზ 1

<<    მესამე პული

კლერმონი^(სფრ) 36:18 ვიადანა (იტა)

5ლ: მბაიკენუკუ რასელი (2 5) დებატი პრივა; 4გ: პარა 3, ჯეიმზი; ჯ: პარა - 6ჯ: ჰოლა (1 5 6) ლოუ (2 3 4) სბ ჰარვი ^ რეფ ალენი (შტლ) 7:0(2) 7:3(6) 10:3(13) 17:3(18) 17:6(26) 17:9(34) / 17:12(51) 24:12(58) 29:12(59პ) 29:15(63) 29:18(67) სბ(69ვ) 36:18(74) ^ ზირაქაშვილი (კლრ) 31' შეცვალეს

ლესთერი^(ინგ) 32:32 ოსფრიზი (უელ)

4ლ: მერფი თველვთრიზი ამოროსინო სთონთონი; 3გ: თველვთრიზი; 2ჯ: სთონთონი თველვთრიზი - 2ლ: ვილიამსი ბოუ; 2გ 5ჯ ა: ბიგარი ^ რეფ როლანი (ირლ) 5:0(3) 8:0(11) 8:3(14) 8:6(22) 8:13(24) 8:16(26ა) 8:23(32) 8:26(34) 15:26(37) / 15:29(43) 22:29(48) 22:32(64) 25:32(67) 32:32(77პ)

* ქულა: კლრ 5, ლსთ 3, ოსფ 2, ვდნ 0

<<    მეოთხე პული

ალსთერი (ირლ) 26:12 ბასი (ინგ)

2ლ: ნანგუსა ფელუნი; 2გ 3ჯ ა: ჰამფრიზი - 4ჯ: დევისი წბ ბითი ^ რეფ ჯოუნზი (უელ) 0:3(9) 3:3(11) 10:3(14) 10:6(21) / 13:6(43ა) 13:9(49) 20:9(53) 20:12(55) 23:12(59) 26:12(77წბ)

სტადი^(სფრ) 31:7 ედინბურგი (შტლ)

4ლ: არიაზი პარისე პაპე ბოგზისი; 4გ: დიუპიუი; ჯ: ულსხიხი - ლ: ქერნსი; გ: გოდმენი ^ რეფ ოუენსი (უელ) 7:0(8) 14:0(11) 21:0(24) 28:0(31პ) / 31:0(59) 31:7(74)

* ქულა: სტდ 5, ალს 4; ედნ ბას 0

<<    მეხუთე პული

კარდიფი (უელ) 20:6 ჰარლიქვინზი (ინგ)

2ლ: ჯეიმზი ჰაფ-პენი; 2გ 2ჯ: ბლერი - 2ჯ: ევანსი ^ რეფ ლუისი (ირლ) 3:0(4) 3:3(6) 6:3(19) / 13:3(44) 13:6(64) 20:6(80)

ტულუზი^(სფრ) 36:17 სეილი (ინგ)

5ლ: მედარი კლერკი (2 3) დონგი (4 5) 4გ: ელისალდი 3, მიშალაკი; ჯ: ელისალდი - 2ლ: ოდონელი კოენი; 2გ ჯ: მაკლაუდი ^ რეფ ქლენზი (ირლ) 7:0(3) 7:3(4) 14:3(14) 17:3(23) 24:3(30) / 29:3(42პ) 36:3(68) 36:10(77) 36:17(80+)

* ქულა: ტლზ 5, კრფ 4; სელ ჰრლ 0

<<    მეექვსე პული

ლენსთერი^(ირლ) 9:12 აირიში (ინგ)

3ჯ: სექსთონი სბ ჰიზლიფი - 4ჯ: ჰიუეთი 2, ლემი 2 სბ პეისი ^ რეფ პუატე (სფრ) 3:0(3) 3:3(10) 6:3(12) სბ^სბ(27) 6:6(40) / 6:9(66) 9:9(75) 9:12(79)

ჰლანეჰლი (უელ) 24:12 ბრივი (სფრ)

2ლ: ვილიამსი თომასი; გ: ჯოუნზი; 4ჯ: ჯოუნზი 3, ფრისთლენდი - 4ჯ: გუდი 3, ორკერა ^ რეფ პირსონი (ინგ) 0:3(3) 3:3(5) 3:6(10) 6:6(22) 6:9(28) 11:9(40+) / 14:9(54) 14:12(56) 17:12(69) 24:12(79) ^ ხინჩაგიშვილი (ბრვ) 70' შეცვალეს

* ქულა: ჰლნ აირ 4; ლნს 1, ბრვ 0

<<    განრიგი

პულური რაუნდები: 16-18/10, 11-13^18-20/12; 2010 15-17^22-24/01

მეოთხედფინალი 9-11/04, ნახევარფინალი 1-2/05, ფინალი 22/05 (სანდენი)

<<< >>>