მზარდ, აზიურ ბაზარზე

   "სამი ერელი" მეზობლები, ზელანდია და ავსტრალია ტრადიციულ, ჩრდილოურ ტურნეებს ტოკიოში, "აზიური ბლედისლოუთი" ხსნიან; ამქრის ჩემპიონ აფრიკაში შინაური, "ქარრის თასის" ფინალი მესამე ადგილოსანი გუნდის მოედანზეა, 2011 წლიდან კი, თუ სადაური იქნება ზე-რაგბის მე-15 გუნდი, მაგას ორ კვირაში არბიტრაჟი გადაწყვეტს.

ნოემბერში კივებსა და ოზებს ევროპაში ოთხ-ოთხი ტესტი ელით. ბობოლებს მზარდ, აზიურ ბაზარზე რომ სურთ ფეხის მოკიდება, შარშან სამეზობლო "ბლედისლოუს თასის" დამატებითი, მეოთხე რკენა ჰონკონგში გამართეს, ამჯერად კი რიგმა უწია იაპონიას, სადაც აქედან ათი წლის თავზე (2019) მსოფლიო თასიც ჩატარდება.

ზელანდიამ ბლედისლოუ ზედიზედ მეშვიდე წლით აგვისტოში, სიდნეიში მოგებით შეინარჩუნა. სულ "ოლ ბლექსმა" "ვოლაბიზი" ბოლო ორ სეზონში ექვსჯერ ძლია მიყოლებით, რამაც მოთმინების ფიალა აუვსო ოზთა კივ გურუს, რობი დინსს. ჰოდა, კაპიტნობიდან მოხსნა ბებერი ბეკი სთერლინგ მორთლოქი, მისი შემცვლელი, 105 კეპის პატრონი ჯორჯ სმითი მარქაფაში დაამცრო, ნაკრების 76-ე ყოჩად კი ზორბა მარბიელი, როქი ელსომი დანიშნა.

დინსი 12 ნომრად უპირებდა დაბრუნებას მგეზავ მეტ გიტოს, ვინც ნაკრების წევრებმა წლის საუკეთესო ვოლაბად ცნეს, მაგრამ რომ გამოცხადდა გუნდი, შუამარბად მაინც ბერიქ ბარნსი ეწერა. მერე ამას ვარჯიშზე კოჭი ეღრძო, რის გამოც უფროსობამ უნივერსალი ადამ ეშლი-კუპერი დაუახლოვა ფორვარდებს, ფულბეკად კი ნორჩი ჯეიმზ ოქონორი აღადგინა.

კრილოვის არაკის უმეცრები

სიახლეებია "ოლ ბლექსშიც: მოკეთდნენ ბეკები, კონრად სმითი და სიტივენი სივივატუ; შერკინების შემკვრელად აღადგინეს ბებერი როდნი სოიალო; მთავარი გადანაცვლება კი კრილოვის არაკის უმეცარმა კივებმა სამწურთნელო შტაბში მოახდინეს - დაცვის აქამდელი გურუ გრემ ჰენრი ამიერიდან სტატიკას მიხედავს, ფორვარდთა ყოფილი გადია სთივ ჰანსენი შეტევას, ხოლო ხაზის მოძღვარი ვეინ სმითი, დაცვას!

იაპონიაში ტატუს ქონა მაფიოზობის ნიშანი რომაა, კიდურებ-მოხატული კივები აუზშიც კი სპარსელი ქალებივით ჩაცმულები ჩავიდნენ. მატჩის წინა პრეს-კონფერენცია საათ-ნახევარს გაგრძელდა, რაღაი მასპინძლები თარგმნისას აშკარად თავისას უმატებდნენ ნათქვამს; კივებმა მედიას უარი უთხრეს ჰაკას სახელდახელოდ შესრულებაზე, ტონუსის მოსამატებლად კი ტექსასიდან ტოკიოში ჩაყავთ ლეგენდარული პიტერ სნელი, ვინც იქ, 1964 წლის ოლიმპიადაზე, 800 და 1500 მეტრზე სირბილში აიღო ოქრო.

სირელი კისერში წაეტანა

აფრიკა ევროპაში სულ სამი თამაშს გამართავს, რისი წყალობითაც ბოკეები "ქარრის" პლეი-ოფში მონაწილეობენ. ორივე ნახევარფინალი სტუმარმა მოიგო: ჩიტაზს შარქსთან გაამარჯვებინა ჟაკ-ლუი პოტხიტერმა, ვინც მეთოდურად შემზადებული არეკნი დაკრა, ბულზს კი თუმც ულამაზესი ლელო დაუდო მოშვიდკაცე ხიო აპლონმა, ბოლოს კონცხის ფიჯელი მარქაფა, სირელი ნანქელევუკი კისერში წაეტანა მეტოქეს და მორნე სტეინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ფინალს მეხუთედ გაუძღვება ჯონათან კაპლანი. თამაში ბულზის მოედანზეა. სამი წლის წინ, როცა მასპინძელი ჩიტაზი იყო, 100-წუთა რკენა ფრედ დასრულდა და გუნდები თანა-ჩემპიონებად გამოცხადდნენ, მაგრამ მას აქეთ დებულება შეიცვალა. რაც შეეხება ზე 15-ს, აფრიკამ მარაქაში პორტ-ელიზაბეთის გარევა დაიჟინა, ხოლო ავსტრალიამ მელბურნისა, რის გამოც საქმე ზელანდიელებმა, "ოლ ბლექსის" ძველმა კაპიტანმა დევიდ ქერქმა და პენსიონერმა ვექილმა, ბარი პატერსონმა უნდა გაარჩიონ.

>>>     აზიური ბლედისლოუ

ბოლო ტესტის აქეთ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს

ზელანდია - ავსტრალია

<<    ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ქორი ჯეინი, 13 კონრად სმითი* 12 მა ნონუ, 11 სიტივენი სივივატუ* 10 დენ კარტერი, 9 ჯიმი ქოუანი /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა; 4 ბრედ სორნი, 5 თომ დონელი; 6 ადამ თომსონი, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 როდნი სოიალო^

მრქ) 22 ტამატი ელისონი* 21 სთივენ დონალდი, 20 ბრენდონ ლეონარდი / 16 ქორი ფლინი* 17 ჯონ აფოა; 18 ჯეისონ ითონი, 19 ქიარან რიდი#

<<    ვოლაბიზი

ბეკ) 15 ჯეიმზ ოქონორი, 14 პიტერ ჰაინსი^ 13 რაიან ქროსი* 12 ადამ ეშლი-კუპერი$ 11 დიგბი აიონი* 10 მეტ გიტო, 9 ვილ გენია /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 ბენ ელიგზანდერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 მარკ ჩიზომი; 6 როქი ელსომი კაპ, 7 დევიდ ფოქოქი, 8 ვაიკლიფ პალუ^

მრქ) 22 დრუ მიჩელი# 21 ქეიდ კუპერი? 20 ლუკ ბერჯესი / 16 სთივენ მური, 17 მეტ დანინგი* 18 დინ მამი, 19 ჯორჯ სმითი#

<<    მსაჯები

რეფ) მარკ ლორენსი; კიდ) კრეგ იუბერი (აფრ / ტაიზო ჰირაბაიაში; ვიდ) აკიჰისა ასო (იაპ)

შაბ 31/10    ტოკიო, ოლიმპიური

<<    გლობალ ტვ

ცოცხლად: 12.30 საქ * გამეორებით: შაბ 16.30, კვი 14.00

<<    ბალანსი

სულ (1903-2009) 135: 91-39*5, ბლედისლოუზე (1931-2009) 116: 80-32*4, თასი (წლევანდლიანად) 38-12

შარშან 3-1 (26/07 სიდნეი 19:34, 2/08 ოქლენდი 39:10, 13/09 ბრისბენი 28:24, 1/11 ჰონკონგი 19:14)

წლეულს 3-0 (18/07 ოქლენდი 22:16, 22/08 სიდნეი 19:18, 19/09 ველინგთონი 33:6)

>>>     აფრიკის "ქარრის თასი"

14 რაუნდი

  მ-წ

გატ:გაშ

პრ

შარქსი 54 12-2 424:231 6
დას.კონცხი 50 10-4 445:226 10
ბლუ ბულზი 46   9-5 475:299 10
ჩიტაზი 40   8-6 485:280 8

ხრიკვაზი

40

  8-6

404:447

8

ლაიონზი 37   7-7 481:292 9
ლეოპარდსი 6   1-13 258:582 2
კავალიერზი 5   1-13 179:704 1

<<    ნახევარფინალები

შარქსი 21:23 ჩიტაზი

2ლ: ტერბლანშე პინარი; გ 2ჯ: პინარი; ა: ერნანდესი - 2ლ: ვ.ნელი პოტხიტერი; 2გ 2ჯ ა: პოტხიტერი ^ რეფ იონკერი * დურბანი, აბსა * 0:3(7) 5:3(11) 8:3(37) 15:3(40+) / 18:3(44ა) 18:6(46) 18:13(53) 18:20(60) 21:20(64) 21:23(80ა)

კონცხი 19:21 ბლუ ბულზი

ლ: აპლონი; გ 4ჯ: პიტერსენი - 7ჯ: მ.სტეინი სბ ბოთა ^ რეფ ლორენსი * კეიპტაუნი, ნუველანდსი * სბ(2ბ) 0:3(7) 0:6(10) 0:9(16) 0:12(20) 3:12(31) 6:12(40+) / 9:12(51) 9:15(57) 16:15(61) 16:18(65) 19:18(70) 19:21(79)

<<    ფინალი

ბლუ ბულზი - ჩიტაზი

შაბ 31/10    პრეტორია, ლოფტუსი ^ რეფ კაპლანი

გლობალზე ცოცხლად: 19.30 საქ * გამეორებით: კვი 05.15 12.00, ორ 06.00 20.00, სამ 09.00 22.00 12.30

<<< >>>