დუბლის გამოსაცდელად

   ქართული რაგბის 50-წლიანი იუბილის პროგრამით სამიდან პირველი ტესტი პარასკევს, საღამოს ექვსზე, პროჟექტორის შუქზე დაიწყება ვაკეში. ბორჯღალოსანთა დუბლის მეტოქეა პოლონეთი, ვინც მსოფლიო თასიდან უკვე გავარდა და "ერთა თასის" პირველ დონეზე ამოსვლის შანსიც დაკარგა, მაგრამ ორი ქუთათური კი ჩამოუყვანია.

მიზეზთა გამო, მეორე ნაკრები 1990 წლის აქეთ აღარ შეგვეკრიბა. ამ კვირამდე კავკასიაში არც პოლონელები ჩამოსულიყვნენ 1968 წლის შემდეგ. ასე რომ, ორივე ნავსი ერთბაშად ტყდება.

ჩვენს "ა" ნაკრებს ერთი კვირის თავზე, ვაკეშივე ეწვევა უკრაინა, ვინც ამ შემოდგომაზე შინ ზედიზედ რომ ძლია ეგ პოლონეთი (19:12) და ბელგია (13:11, ამოსვლა დაიბევა, იუბილის თვალი კია არგენტინის დუბლის ვიზიტი - "იაგუარები" ბორჯღალოსანთა პირველ შემადგენლობას ეროვნულზე იქეთა შაბათს, ოთხ საათზე ეტესტებიან.

თამაშები სადღესასწაულოაო და კავშირი მათზე ბილეთს არ ყიდის. სამივე მატჩს ცოცხლად გადმოცემს "პირველი არხი. დუბლებს, ავსტრალიური დუეტის (თიმ ლეინი - ჯონი ნგაუამო) რჩევათა გათვალისწინებით, ამზადებენ შინაურები, ლევან მაისაშვილი (ლელო) და ნიკო ჭავჭავაძე (ყოჩები)

რაგბის ფანობა დამწყებთაგან ყველას კარგად იცნობს. უკეპო სულ ოთხია (კორკელია ნინიძე / პავლოვი საყვარელიძე, პოლონეთს კი აუმატებია მისსავე პირველობაზე მოღვაწე რიონის პირელები, სერგო "ბაქია" კვერნაძე და მერაბ "პეტროვიჩ" გაბუნია.

>>>     საქართველო`` - პოლონეთი

ბეკ) 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 ირაკლი ჩხიკვაძე, 13 გიგა კორკელია, 12 მამუკა ნინიძე, 11 სანდრო ნიჟარაძე; 10 ლაშა ხმალაძე, 9 ბიძინა სამხარაძე /

ფორ) 1 კარლენ ასიეშვილი, 2 ირაკლი ჭყონია, 3 ვასილ კაკოვინი; 4 კახა უჩავა, 5 დიმიტრი პავლოვი; 6 შოთა საყვარელიძე, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ზვიად მაისურაძე -

მრქ) 23 გიორგი ჯიმშელაძე, 22 ირაკლი გეგენავა, 21 ბექა წიკლაური, 20 გიორგი კაჭარავა / 16 გიორგი ნაცარაშვილი, 17 ჯაბა ბრეგვაძე, 18 ირაკლი მირცხულავა; 19 ილია სურგულაძე

მწ) ნიკო ჭავჭავაძე, ლევან მაისაშვილი

რეფ უჩა ნარიმანიძე * პარ 6/11 ვაკე 18.00

<<< >>>