რვაჯერ დავალელოვეთ

   ფრიად წარმატებული გამოდგა რაგბის "ა" (მეორე) ნაკრების დებიუტი. ქართველ მწურთნელთა დუეტის მიერ შერჩეულმა და სახელდახელოდ ნავარჯიშებმა ბიჭებმა ვაკეში რვაჯერ დაალელოვეს "ერთა თასის" მეორე ჯგუფში მოასპარეზე პოლონეთი და იქეთა პარასკევს მიიღებენ ამავე დონეზე გამარჯვებულ უკრაინას, ოღონდაც არა ლოკომოტივზე, არამედ ეროვნულზე.

პარასკევ საღამოს ხალხი საკმაოდ შეიკრიბა ქალაქის პრესტიჟულ ბოლოში. თავიდან ბურთაობა ვერ აგვეწყო, მერე კი უპირატესმა კლასმა იჩინა თავი. ვათამაშეთ ოქმში შეყვანილი 26-ვე კაცი. არ შეგვიცვლია მხოლოდ ჩხიკვაძე, ხმალაძე, პავლოვი და თავართქილაძე. თამაშს უცქერდა თიმ ლეინი და ეჭვი არაა, თავგამოჩენილებს პირველ გუნდში იხმობს.

პოლონელებში გამოირჩეოდა ორი ქუთაისელი. სტუმრები ტაიმის ბოლომდე გაგვიძალიანდნენ, მაგრამ მესამე ლელომ გატეხათ: შერკინებიდან კაპიტანმა მაისურაძემ და სამხარაძემ მოკლე ფრთაზე შეუტიეს და იერიშში ჩართეს ყიასაშვილი, ვინც კოლელიშვილი გააქანა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე სამხარაძის რეიდის შემდეგ ხმალაძე კარში შევიდა, წამატებულ დროში კი, თერნოვერიდან, ოთხი პასის შემდეგ გეგენავამ ფრთაზე გაქუსლა.

>>>     საქართველო``  54:5  პოლონეთი

<<     საქართველო

ბეკ) 15 ირაკლი ყიასაშვილი (21 ბექა წიკლაური 61) 11 სანდრო ნიჟარაძე (22 ირაკლი გეგენავა 48) 13 გიგა კორკელია (26 დავით ლოსაბერიძე 69) 12 მამუკა ნინიძე (25 გიორგი ჯიმშელაძე 50) 14 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა ხმალაძე, 9 ბიძინა სამხარაძე (20 გიორგი კაჭარავა 48) /

ფორ) 1 კარლენ ასიეშვილი (17 ირაკლი მირცხულავა 54) 2 ირაკლი ჭყონია (16 ჯაბა ბრეგვაძე 48) 3 ვასილ კაკოვინი (18 გიორგი ნაცარაშვილი 68; 4 დიმიტრი პავლოვი, 5 კახა უჩავა (23 ილია სურგულაძე 57-68; 6 ლაშა თავართქილაძე, 7 ვიტო კოლელიშვილი (24 შოთა საყვარელიძე 54) 8 ზვიად მაისურაძე კაპ (19 გელა სირბილაძე 54)

მწ) ნიკო ჭავჭავაძე, ლევან მაისაშვილი -

8ლ: ნინიძე უჩავა კოლელიშვილი ხმალაძე (4 7) გეგენავა (5 8) წიკლაური; 7გ: ყიასაშვილი 4, წიკლაური (6 8) გეგენავა (7)

<<    პოლონეთი

15 სერგო კვერნაძე / 8 მერაბ გაბუნია - ლ

რეფ) უჩა ნარიმანიძე; კიდ) ნოდარ რობიტაშვილი, მიხეილ ჩაჩუა; კომ) გელა მიქაბერიძე, ილია მაისურაძე

პარ 6/11    ვაკე (ორი ათასი)
5:0(22) 5:5(27) 12:5(38) 19:5(40+2) /
26:5(47) 33:5(56) 40:5(72) 47:5(80+3) 54:5(80+8)

<<< >>>