ვილქო სასწაულ ფორმაშიაო

ნოემბრის პირველ შაბათს ზეპური რაგბის ჩრდილოური ტესტები მეზობლურად შეწყვილებული რკენებით იხსნება: ჩვენებურად შვიდის ნახევარზე ინგლისი ავსტრალიას ებმის, ხოლო ათის მეოთხედზე, უელსი ზელანდიას.

შარშანდელი, სტუმართა მიერ ჯარიმებით მოგებული მატჩიდან ოზებს რვა კაცი შემორჩათ, პომებს კი მხოლოდ ოთხი. ვოლაბიზმა სამშაბათს სპარინგი გამართა გლოსთერთან და 36:5 რომ მოუგო, 10 ნომერი ქეიდ კუპერი უფროსობამ პირველ გუნდში მეორე მგეზავად დააყენა, გარემარბი დიგბი აიონი კი შუამარბად გადაიყვანა.

ოზთაგან 107-ე კეპს მოიხჭევს მღლეტელად აღდგენილი ჯორჯ სმითი, ინგლისს კი დაუბრუნდნენ 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონები: კისერ-მორჩენილი კვაჭი სთივ თომფსონი და თვით ჯონი ვილქინსონი, ვინც ფრანგულ "ტულონში" სასწაულ ფორმაშია და შიშის ზარსა სცემს რაგბის სამშობლოს მეტოქეებს.

უელსს 1953 წლის აქეთ ვერაფრით უძლევია ზელანდია, მაგრამ ნავსი იმადაა, რომ ოდესმე გატყდეს. ტაფიები 15 ნომრად აწყებინებენ მგეზავ სთივენ ჯოუნზზე უფრო ტანადსა და ნიჭიერ ჯეიმზ ჰუქს, ზელანდიას კი, ტოკიოში ავსტრალიის ჯობნის (32:19) შემდეგ, ექვსი კაცი შეუცვლია. ამ სიახლეთაგან მთავარია გარემარბად 20 წლის ზეკ გილფორდის ხმობა და ჰავბეკად ბრენდან ლეონარდის დაწინაურებაც.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები

პირველი ვიქენდი (შაბ 7/11)

<<    ინგლისი - ავსტრალია

ინგ: 15 უგო მონიე, 14 მარკ კვეიტო, 13 დენ ჰიპქისი, 12 შეინ გერათი, 11 მეტ ბანაჰანი; 10 ჯონი ვილქინსონი, 9 დანი ქეა / 1 თიმ პეინი, 2 სთივ თომფსონი, 3 დევიდ ვილსონი; 4 ლუი დიქონი, 5 სთივ ბორსვიქი კაპ; 6 თომ კროფთი, 7 ლუის მუდი, 8 ჯორდან ქრეინი * მრქ) 22 აიოლა ერინლე, 21 ენდი გუდი, 20 პოლ ჰოჯსონი / 16 დაილან ჰართლი, 17 დანკან ბელი; 18 ქორთნი ლოზი, 19 ჯეიმზ ჰესქელი ^ მწ) მარტინ ჯონსონი

ავს: 15 ადამ ეშლი-კუპერი, 14 პიტერ ჰაინსი, 13 დიგბი აიონი, 12 ქეიდ კუპერი, 11 დრუ მიჩელი; 10 მეტ გიტო, 9 ვილ გენია / 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ბენ ელიგზანდერი; 4 ჯეიმზ ჰორვილი, 5 მარკ ჩიზომი; 6 როქი ელსომი კაპ, 7 ჯორჯ სმითი, 8 ვაიკლიფ პალუ * მრქ) 22 ჯეიმზ ოქონორი, 21 რაიან ქროსი, 20 ლუკ ბერჯესი / 16 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17 მეტ დანინგი; 18 დინ მამი, 19 დევიდ ფოქოქი ^ მწ) რობი დინსი

ლონდონი, თვიქნემი * 18.30 საქ

იქვე ამ საუკუნეში 4-2 * 22:19(2000, 21:15(2001, 32:31(2002, 19:21(2004, 26:16(2005, 14:28(2008)

სულ (1909) 36: 14-21*1

<<    უელსი - ზელანდია

უელ: 15 ჯეიმზ ჰუქი, 14 ლი ჰაფ-პენი, 13 თომ შენკლინი, 12 ჯემი რობერთსი, 11 შეინ ვილიამსი; 10 სთივენ ჯოუნზი, 9 გარეს კუპერი / 1 გეთინ ჯენქინსი, 2 მეთიუ რისი, 3 პოლ ჯეიმზი; 4 ალუნ-ვინ ჯოუნზი, 5 ლუკ ჩარტერისი; 6 ენდი პაუელი, 7 მარტინ ვილიამსი, 8 რაიან ჯოუნზი კაპ * მრქ) 22 თომ ჯეიმზი, 21 ჯონ დევისი, 20 მარტინ რობერთსი / 16 ჰიუ ბენეთი, 17 დანკან ჯოუნზი; 18 ბრედლი დევისი, 19 დაფიდ ჯოუნზი ^ მწ) ვორენ გეთლენდი

ზელ: 15 მალილი მულიაინა, 14 ქორი ჯეინი, 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 ზეკ გილდფორდი; 10 დენ კარტერი, 9 ბრენდან ლეონარდი / 1 ვაიეთ ქროქეთი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა; 4 ბრედ სორნი, 5 ჯეისონ ითონი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ქიარან რიდი * მრქ) 22 ბენ სმითი, 21 სთივენ დონალდი, 20 ჯიმი ქოუანი / 16 ქორი ფლინი, 17 ოუენ ფრენქსი; 18 თომ დონელი, 19 ადამ თომსონი ^ მწ) გრემ ჰენრი

კარდიფი, მილენიუმი * 21.15 საქ

იქვე ამ საუკუნეში 0-5 * 17:43(2002, 25:26(2004, 3:41(2005, 10:45(2006, 9:29(2008)

სულ (1905) 24: 3-21

<<< >>>