ბულზი შინაც პირველია

   შინაურ რაგბს სხვადასხვა გვარად ეკიდებიან სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში: თუ "ბოკეებმა" ჯერ "ქარრის თასის" პლეი-ოფი ითამაშეს და მერეღა წაბრძანდნენ ევროპულ ტურნეზე, "ოლ ბლექები" ავსტრალიას "აზიურ ბლედისლოუზე" ტოკიოში რომ ებურთავებოდნენ, იმავე ვიქენდზე "ეარ ნიუ ზილენდის" თასის ნახევარფინალები იყო.

აფრიკაში ორივე ნახევარფინალი სტუმარმა რომ მოიგო, ფინალის მასპინძლობა ერგო მესამე ადგილოსან "ბლუ ბულზს, ვინც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ჯილდო 23-ედ შემართა, რითაც ჩამორჩება მხოლოდ კონცხს (ზე 14 სტორმერზი, ვინც 32-გზის ჩემპიონია.

ფინალში ზე 14-ის ჩემპიონ ბულზს მაგრად დაუდგა ჩიტაზი. მასპინძლები თავიდან 24 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მათ მეორე ტაიმში გაჭირვებითღა მიიყვანეს ბრძოლა გამარჯვებამდე. ბულზის სამივე ლელო ფური დიუპრემ შეამზადა, შეტევა კი ორჯერ დააბოლოვა ბრაიან ჰაბანამ, ვინც გაისად კონცხში ითამაშებს. მორნე სტეინმა რვა ცდით შვიდი გოლი შეაგდო, თვალ-სასეირო რაგბი კი ვერ დაამშენა სირენის შემდეგ ამტყდარმა მეგობრულმა მუშტი-კრივმა.

"ბოკეს" 37-კაცა სატურნეო რაზმში ცხრა უკეპო მოხვდა. გუნდს ტრავმათა გადამკიდე გამოაკლდნენ მარბიელები, ჟოან სმითი და პიერ სპისი, ხოლო ბეკებს, ჟან დეფილიერსსა და ფრანს სტეინს, ევროპის კლუბებში გადასვლის გამო აღარ უხმეს. იაპთა მარქაფას ინგლისში მულატი გურუს, პიტერ დეფილიერსის თანაშემწე, დიკ მიუირი ჩაუძღვა და თუმც "გინესის" ჩემპიონ "ლესთერს" ნაკრების ექვსი წევრი აკლდა, სტუმრები მაინც დამარცხდნენ.

მეოთხედაც წააგეს

ბოკემ ათამაშა რუან პინარი და მღლეტელი ჰაინრიხ ბრიუსო, კაპიტანი კი ზანგი კვაჭი ჩილიბოი რალეპელე იყო და შუა პირველ ტაიმში ისე დაშავდა, რომ შინ გასაგზავნი შეიქნა. ლესთერმა 14 მილიონად აგებული 10-ათასა ტრიბუნა აკურთხა და თავიდან რვით ჩამორჩა, მაგრამ მერე არგენტინელმა ლუკას ამოროსინომ კონტრ-შეტევა დააგვირგვინა, ბოლო 25 წუთში კი პომებმა ბრძოლაში ჩააბეს თვით 30 წლის ლოტე ტუნქირი (67 კეპი, 31 ლელო, ვისაც ავსტრალიამ კონტრაქტი უდისციპლინობის გამო გაუწყვიტა.

ზელანდიაში ჩემპიონ ქენთებრს 1902 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი" წრიული სტადიის ბოლო რაუნდში ჩამოართვა (9:3) მეზობელმა საუსლენდმა, ვისაც სანუკვარი ჯილდო ერთადერთხელ, 50 წლის წინ მოეგო და პირველივე დაცვისას დაეკარგა, ფინალი კი მაინც შარშანდლის რე-მატჩი გამოვიდა:

2000 წლის გამარჯვებული ველინგთონი ბოლო 11 წელში მერვედ და ზედიზედ მეოთხედაც გავიდა გადამწყვეტ ბრძოლაზე და კვლავ ბოლომდე იომა, მაგრამ მეოთხედვე წააგო. ამით ქენთებრმა შეინარჩუნა ტიტული, მოთამაშეთა გამოკითხვით კი გაირკვა, რომ ამქარი მხარს უჭერს ელიტაში 14 გუნდის დატოვებას, მაშინ როცა გაჭირვებული კავშირი შეკვეცაზე ყოველ წელს თავიდან იწყებს მსჯელობას.

>>>    აფრიკის "ქარრის თასი"

<<    ფინალი

ბლუ ბულზი 36:24 ჩიტაზი

3ლ: ფ.ჰუხარდი ჰაბანა (2 3) 3გ 4ჯ ა: მ.სტეინი - 3ლ: ფ.ფილიუნი ეისი ბრედტი; 3გ ა: ჟლ.პოტხიტერი სბ რ.სტრაუსი ^ რეფ კაპლანი * 31/10 პრეტორია, ლოფტუსი (55 ათასი * 7:0(5) 14:0(15) 21:0(19) 24:0(26) 24:7(33) 24:14(37) 27:14(40+ა) / 30:14(45) 30:21(47) 30:24(50ა) 33:24(56) 36:24(69) სბ(75ჩ)

>>>    "ბოკეს" მოთელვა

ლესთერი 22:17 აფრიკა

ლ: ამოროსინო; გ 5ჯ: იანგზი - ლ: ნოკვე; 4ჯ: პინარი ^ რეფ დიქინსონი (ავს) 6/11 ველფორდ როუდი * 0:3(6) 0:8(8) 3:8(10) 10:8(28) 13:8(33) 16:8(40) 16:11(40+) / 19:11(46) 22:11(59) 22:14(66) 22:17(77)

>>>    "ეარ ნიუ ზილენდის" თასი

13 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ქენთებრი 47 10-3 369:231 7
ველინგთონი 43   9-4 362:237 7
საუსლენდი 41   9-3*1 259:203 3
ჰოქს ბეი 41   8-4*1 372:256 7

ოქლენდი

39

  8-5

272:223

7

ვაიქათო 36   8-5 285:297 4
ბეი ოვ ფლენთი 32   7-6 268:267 4
თარანაქი 28   6-6*1 252:251 2
ტასმანი 28   6-7 244:250 4
ოთაგო 27   5-8 260:283 7
მანავატუ 24   4-9 305:362 8
ნორს ჰარბორი 20   4-9 244:320 4
ნორსლენდი 16   3-9*1 226:341 2
ქაუნთიზ მანუკაუ 12   2-11 235:436 4

<<    ნახევარფინალები

ქენთებრი 20:3 ჰოქს ბეი

3ლ: ს.ვაითლოქი როსი ბრეთი; გ ჯ: ბრეთი - ჯ: ბერქვისთი * 30/10

ველინგთონი 34:21 საუსლენდი

3ლ: ქოულზი 2, დ.სმითი; 2გ 5ჯ: ვიპუ - 3ლ: რათლიჯი ს.ქოუანი ლინი; 3გ: რ.რობინსონი * 31/10

<<    ფინალი

ქენთებრი 28:20 ველინგთონი

3ლ: სლეიდი 2, მეითლენდი; 2გ 3ჯ: ბრეთი სბ სლეიდი - 2ლ: ლეუია ფულისთოლერი; 2გ 2ჯ: ვიპუ ^ რეფ მანრო * 7/11 ქრაისთჩერჩი, ეი-ემ-აი * 7:0(4) 10:0(18) 13:0(30) 13:3(32) 18:3(35) / 18:10(53) 25:10(63) 25:13(66სბ) 25:20(76) 28:20(79)

<<< >>>