მატიანის შესაძენად

   ქართული რაგბის 50 წლის თავისადმი მიძღვნილი საშეჯიბრო პროგრამა პარასკევს ეროვნულზე ახლდება. მეორე ნაკრები "ერთა თასის" მეორე ჯგუფის ჩემპიონს, უკრაინას საღამოს ექვსზე ებურთავება, შაბათს კი იქვე, ხუთის 15 წუთზე, "ბორჯღალოსნები" არგენტინის "პუმათა" მარქაფას, "იაგუარებს" შეერკინებიან.

არგენტინა კვირის დასაწყისიდან აქაა, უკრაინა კი ხუთშაბათსღა ჩამოვიდა. ჩვენმა დუბლმა წინა პარასკევს 54:5 მოსრა პოლონეთი, ვისაც, როგორც მერე გაირკვა, 16 ახალბედა უთამაშებია. იმედია, ამ ჭკუაზე არა დგანან სამხრეთ-ამერიკელები და ხახოლები, ანუ საუკეთესო რაზმებით გვერაგბებიან.

შაბათის რკენის წარდგენა პარასკევს, დღის პირველის 15 წუთზეა ეროვნულის კლუბში. ბორჯღალოსნების უკანა სამეული (კვირიკაშვილი ურჯუკაშვილი მაჩხანელი) მთლად ჯანზე ვერაა. იაგუარებს პუმებმა უკვე წაგვარეს ცნობილი ბეკი მიგელ ავრამოვიჩი - კავკასიიდან ბრიტანეთში იხმეს, უკრაინაში კი ჩემპიონატი გასულ უქმეებზე დასრულდა.

ცამეტი ხარკოველი

ზედიზედ მესამედ იჩემპიონა ხარკოვის "ოლიმპმა, ვინც ოდესის "კრედო" შინ 20:6 ძლია, გარეთ 18:15 და ნაკრებში ერთბაშად 16 კაციც მიავლინა. მათგან 13 დამწყებ 15-ეულში დააყენა კლუბისა და ეროვნულის საზიარო მწურთნელმა კოჩანოვმა, თითო მოთამაშე კი ტირასპოლიდან და ოდესიდანაა - ეგაა ლაშა მალაღურაძის უფროსი ძმა, ყოჩებშივე გაზრდილი ჯაბა.

საიუბილეო მატჩებზე დასწრება უფასოა. ტრადიციულად მომზადდა ფერადი პოსტერი, ბანერი და პროგრამა, და რაც მთავარია, კავშირის მოწადინებით "სეზანში" დროულად დაიბეჭდა 336-გვერდა შავ-თეთრი "ქართული რაგბის მატიანე, რომლის თავებიც "ოლიმპში" 16 თვის განმავლობაში ქვეყნდებოდა. ასე რომ, ფანობას სტადიონზე მისვლა თუნდაც ამ იშვიათი წიგნის შესაძენად უნდა მიუხაროდეს.

>>>     საქართველო `` - უკრაინა

<<    საქართველო

ბეკ) 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 ირაკლი გეგენავა, 13 გიგა კორკელია, 12 გიორგი ჯიმშელაძე, 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი კაჭარავა /

ფორ) 1 კახა ასიეშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ვასილ კაკოვინი; 4 ილია სურგულაძე, 5 კახა უჩავა; 6 ლაშა თავართქილაძე, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ბესო უდესიანი კაპ^

მწ) ლევან მაისაშვილი, ნიკო ჭავჭავაძე

<<    უკრაინა

ბეკ) 15 მაკსიმ ტიურიკოვი, 14 ვადიმ მისიკი, 13 სერგი გარკავი, 12 ვადიმ კოლიშკინი, 11 ოლეგ კოსარევი; 10 სერგი ცერკოვნი, 9 მაკსიმ კრავჩენკო /

ფორ) 1 სერგი სუხიხი, 2 მიკოლა კირსანოვი კაპ^, 3 ოლეგ ლიტვინენკო; 4 ოლეკსანდრ ცაპენკო, 5 ვიაჩესლავ კრასილნიკი; 6 ჯაბა მალაღურაძე, 7 ოლეკსანდრ ლომაკინი, 8 ანდრი მელნიკოვი

მწ) ვალერი კოჩანოვი, სერგი ნედბაილო

<<    რეფ გია ამირხანაშვილი; კიდ: მიშა ჩაჩუა, გია ჯავახიშვილი

პარ 13/11    ეროვნული 18.00

<<< >>>