ჩვეულ ყაიდაზე, კავკასიურად

    ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვან იუბილეზე "ბორჯღალოსნებმა" ერი გამარჯვებით გაახარეს: პაიჭაძეზე, ჩვეულ ყაიდაზე, კავკასიურად ძლიეს ბობოლა არგენტინის დუბლ"იაგუარებ" და დამდეგ კვირაში იტალიის მარქაფასაც ებურთავებიან, ოღონდაც სტუმრად.

უცხოეთში მოღვაწე ბიჭები სერიოზულად მოეკიდნენ შოუს და კავშირის დაძახებაზე უკლებლივ ჩამოვიდნენ, აქაურებმა კი ახლებური, უკოხტავესი, წითელი კვართები დაახვედრეს რჩეულებს. გუნდს სავარჯიშოდაც საკმაოდ ჰქონდა დრო. მრავლად გვეწვივნენ საპატიო სტუმრები - კლოდ სორელი, ალან სოლომონსი, მოძმე უკრაინელები და თვით საბჭოთა ხანის ოღრაშებიც - გრუმბინასი და პეტრენჩუკი, მაგრამ ცა რომ იქუფრებოდა ორი დღე, მაინც და მაინც მეორე ტაიმში გაგვიწვიმდა.

ციურმა მანანამ სულზე მოგვისწრო: ცხრით ჩამორჩენილი არგენტინა რისკიანად აბურთავდა და ერთი-ორჯერ შიში გვაჭამა, მაგრამ სათადარიგო კიკერმა კარს ორჯერ ააცილა სველი "გილბერტი, ბიჭებმაც იყოჩაღეს დაცვაში და როცა იმათ ფორა ორამდე შეგვიმცირეს, საომარი თითქმის აღარაფერი რჩებოდა. ჰოდა, კიკოფიდან მათსავე ნახევარზე დავამწყვდიეთ იაგუარები და ჭიდილში ბურთი აღარც დავანებეთ.

აგორებითა და გახლეჩვით

მსაჯობდა "გლობალის" მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ბური, იონკერი. პირველ მეოთხედში ზედიზედ ინიშნებოდა ჯარიმები. ეგ შუთაუთი 2-1 მოვიგეთ, მაგრამ იმათ არეკნით გაგვიფრევეს. თამაში მეორეში გაჩაღდა. ორჯერ უარი ვთქვით სამ ქულაზე და გაგვიმართლა: მოლის ოსტატურად აგორებითა და გახლეჩვით ვეწიეთ მიზანს, მეორე ლელოზე კი გემოზე წავითამაშეთ ხელდახელ - ბეკთა დაწყებული,  უსხარტესი კონტრ-შეტევა ფორვარდმა ღონივრად დააგვირგვინა.

იმათი დამრტყმელისგან განსხვავებით, ჩვენი ზუსტად გაისარჯა. ისევ მოგვეძალა უდისციპლინობა და მეორე ტაიმის ნახევარი 14 კაცის ამარა ვიომეთ, მაგრამ მეტოქემ მაგით ბევრი ვერაფერი იხეირა. ლიანგმაც გულ-მხურვალედ უქომაგა გუნდს, მაგრამ შეპირებული სასწაული ვერ იხილა, რაღაი რაგბი ირბ-ის გადამკიდე ისე დაიშტამპა, რომ მთელი მსოფლიო უნიფიცირებულად თამაშობს და დაცვა, როგორც წესი, სძალავს შეტევას.

იტალიაში მატჩი პარასკევს (20/11) ჩვენებურად ღამის ცხრაზეა. ქართული დელეგაცია მოიხილავს დაბა პალმანოვას, რაიც უდინეს მიდამოში, სლოვენიის საზღვრისკენაა. "აძურის" დუბლმა ვიქენდზე ოთხჯერ დაალელოვა და 33:6 გააგორა "ერთა თასზე" მეოთხე ადგილზე მყოფი რუმინეთი, ხოლო ჩვენს თამაშს ცოცხლად  გადმოცემს "რაი სპორტ პიუ" (ანუ პლუსი)

>>>    საქართველო  24:22  არგენტინა`ა`

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 დავით კაჭარავა, 12 თედო ზიბზიბაძე (21 რეზო გიგაური 75) 11 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ (20 ბიძინა სამხარაძე 72) /

ფორ) 1 დავით ხინჩაგიშვილი სბ 50, 2 აქვსენტ გიორგაძე (16 ირაკლი ნატრიაშვილი 76) 3 გოდერძი შველიძე (17 დავით ქუბრიაშვილი 61; 4 გიორგი ნემსაძე (18 ლევან დათუნაშვილი 58) 5 ილია ზედგინიძე; 6 გია ლაბაძე (19 რატი ურუშაძე 73) 7 გიორგი ჩხაიძე სბ 71 (ქუბრიაშვილი 54-60) 8 მამუკა გორგოძე

ტრვ) მალხაზ ურჯუკაშვილი; მრქ) 22 ირაკლი ჩხიკვაძე * მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო; მნჯ) ვასილ აბაშიძე -

2ლ: ზიბზიბაძე ხინჩაგიშვილი; გ 4ჯ: კვირიკაშვილი

<<    იაგუარები

ბეკ) 15 მარტინ ვუსტოს-მოიანო (22 ფრანსისკო-ხოსე მერეჯო 58) 14 ტომას დევედია, 13 მიგელ ავრამოვიჩი, 12 მატიას ვიასო, 11 ველისარიო აგუჯა; 10 იგნასიო მიერესი (21 სანტიაგო გონსალეს-იგლესიასი 58) 9 მარტინ ლანდახო /

ფორ) 1 პავლო ენი (18 ფრანსისკო ნაუელ ტეტას-ჩაპარო 72) 2 ალვარო ტეხედა (17 მატიას კორტესე 68) 3 ხუან გომესი; 4 ტომას როანი, 5 მარიანო გალარსა; 6 როდრიგო ვრუნო (19 აგუსტინ გუსმანი 72) 7 იგნასიო პასმანი, 8 ლეონარდო სენატორე კაპ

მრქ) 20 ფრანსისკო ალვარასინი / 16 უგო სკიერანო * მწ) ხოსე ორენგო, რაულ პერესი -

ლ: ლანდახო; გ: გონსალესი; 4ჯ: ვუსტოს-მოიანო; ა: ვიასო

>>>    მსაჯები

რეფ მორის იონკერი (აფრიკა)
კიდ: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი;
მე4 ნოდარ რობიტაშვილი; კომ ლადო კილასონია

შაბ 14/11 ეროვნული (15 ათასი)
3:0(3) 3:3(5) 6:3(7) 6:6(15ა) 13:6(23) 13:9(28) 16:9(30) 21:9(33) 21:12(36) ნახ(40+2) /
21:15(47) სბ(50) 24:15(56) სბ(71) 24:22(80+2) ბოლო(80+6)

<<    რჩეულ (ც მარცხნივ, ჯ მარჯვნივ)

პირველი ნახევარი

3. საქ * გორგოძის მიძალების შემდეგ კვირიკაშვილმა შორიდან (45ც13) შეაგდო ჯარიმა * 3:0

5. არგ * კიკოფის მიღებაზე დავჯარიმდით და მოიანომ დაკრა (27ც27) * 3:3

7. საქ * მეტოქე კიკოფის მიღებაზე დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა ახლოდან (25ც16) გაიტანა * 6:3

14. არგ * მოიანომ ააცილა ბურთის ჩაკვლისთვის დანიშნული ჯარიმა (35ჯ17)

15. არგ * ვიასომ შემზადებული არეკნი (40ჯ15) დაცხო * 6:6

20. საქ * კაჭარავასა და მაჩხანელის გარღვევების შედეგად რგებული ჯარიმა (30ც10) კიდეზე დავარტყით, მაგრამ იმათ 10-მეტრა დერეფანში აგორებული მოლი ჩაგვიქციეს

23. საქ * ნემსაძემ 5-მეტრა დერეფანშიც მოიგო ბურთი, მოლი დავანაწევრეთ, ზიბზიბაძემ მოკლე ფრთაზე შეიტანა, კვირიკაშვილმა კი კიდიდან (3ც) გარდასახა * 13:6

28. არგ * იმათ ფაზური შეტევებით მოპოვებული ჯარიმა (27ც10) კიდეზე დაარტყეს, ძალური სოლოებით გვიტიეს და ბურთის ჩაკვლის შემდეგ რგებული (13^) შეაგდეს * 13:9

30. საქ * კვირიკაშვილმა შორიდან (45ც25) აღადგინა სტატუს-ქვო * 16:9

33. საქ * მაჩხანელმა მეორედაც გამოაქცუნა გადაკიდებული და ჯვარზე შეუშვა კაჭარავა, ამან შიგნით დაუბუნა ზიბზიბაეს, რაქიდან კი აბუსერიძემ დაგეზა ხინჩაგიშვილი, ვინც განდაგან სვლით მოერია მბოჭავებს; კვირიკაშვილმა გარდასახვა (23ჯ16) ააცილა * 21:9

36. არგ * კიკოფის მიღებაზე ბლოკი შეგვემთხვა და მოიანომ ახლოდან (24ც18) გაიტანა * 21:12

40. საქ * ჩხაიძემ მეტოქის დერეფანში იხელთა ბურთი, მაგრამ მალაღურაძეს არეკნი (28ც16) გაუცუდდა

40+1. საქ * კვირიკაშვილმა მარცხენა ალამთან გაარტყა მიწას, რეფმა კი ტაიმი დაასრულა

მეორე ნახევარი

41. აინთო შუქი და გაწვიმდა

47. საქ * რეფმა პროფ-ფოლების გამო მეორედ გაგვაფრთხილა და მოიანომ ჯარიმა (26ც5) შეაგდო * 21:15

50. არგ * გაგვისინბინეს ხინჩაგიშვილი

52. არგ * ვიასომ ხაზი გაგვიჭრა და გომესმა კარს უწია, მაგრამ ზედახორაში ვიმარჯვეთ

56. საქ * გორგოძისა და მაჩხანელის მიძალებით გამომუშავებული ჯარიმა (27ც13) კვირიკაშვილმა შეაგდო * 24:15

64. წვიმამ მეტად დაუშვა

67. არგ * გონსალესმა გასატანი ჯარიმა (28ჯ9) დაახაია, ვიასომ კი ხაზის გაჭრის შემდეგ ჩვენ გვიპასა

71. არგ * რაქში ამტყდარი ჩხუბის შემდეგ ჩხაიძე გაგვისინბინეს, გონსალესმა კი მეორედაც ააცილა

77. არგ * ჩვენი შერკინებიდან უხეიროდ გამოტანილი ბურთი ლელოდან ძლივს მოვიგერიეთ

79. არგ * იმათ არეულ თამაშში წითელ ზოლს უწიეს, მაგრამ მეტობა გაფლანგეს

80. არგ * იმათ თერნოვერიდან მარცხნივ ჩაათამაშეს ბურთი, მაგრამ თოდუამ დაიჭირა ვიზავი

80+2. არგ * ლანდახო ახლოდან შეიჭრა ლელოში, გონსალესმა კი არეკნით გარდასახა * 24:22

80+4. საქ * კიკოფიდან მეტოქე ალყაში მოვაქციეთ და შერკინებიდან ვეძალეთ

80+6. საქ * მორიგი შერკინების შემდეგ კიდევ ვიჭიდავეთ და კიდეზე დავარტყით, რითაც მატჩი დასრულდა

<<    ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
115 თამაში (41 შინ, 52 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
68 მოგება - 42 წაგება * 5 ფრე
ქულა 2629:2248 (+381) ლელო 323-246 (+77)

სულ 197 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 111 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 153, ხოლო ფორვარდებმა 170 ლელო

<<< >>>