ღონითა და აგრესიით

   ჩრდილოური ტესტების მეორე ვიქენდზე ექვს მატჩში სულ რაღაც 13 ლელო დაიდო; საფრანგეთმა მისსავე, ძალურ სტილში ძლია მსოფლიოს ჩემპიონი აფრიკა; ირლანდიამ ბოლო შეტევით გაუფრევა თამაში ავსტრალიას; უღიმღამო ინგლისმა ძლივს მოუგო გადახალისებულ არგენტინას; იტალიამ კი ზელანდიის მარქაფა შერკინებაში დაადედლა.

მარსელში აფრიკას პირველ ტაიმში ზურგ-ქარი ეხმარებოდა, მაგრამ ორ ქულაზე მეტი მარაგი ვერ შექმნა. იაპები ერთობ აწყენინა მათმავე თანამემამულემ, რეგის მომღერალმა რას დუმისანმა, ვინც ჰიმნი ისე საძაგლად შეასრულა, რომ გუნდს ხასიათი წაუხდა, ხოლო მაყურებლებმა გულიანად იცინეს.

"ლე ბლემ" ივნისში სტუმრად თვით ზელანდიას მოუგო და ახლა მძლეთა-მძლე "ბოკესაც" მეთოდურად აუგო წესი. ღამის სიცივეში ბალახზე ფეხი ცურავდა და აფრიკას შეცდომა მრავლად მოსდიოდა, მაგრამ მეტოქის ლაფსუსით კი დადო ლელო: ვილიამ სერვამ დერეფანში პირდაპირ მეტოქის კაპიტანს, ჯონ სმიტს აუგდო.

ფრანგებმა უმალ მწვავედ შეუტიეს და მაგზიმ მერმოზის პასით ალამთან მიწვდა ლელოს ვენსან კლერკი. ზედ შესვენების წინ ბოკეს გვიანი ბოჭვისთვის გაუსინბინეს მორნე სტეინი, ბოლო მეოთხედში კი, ბურთის ჩაკვლისთვის, რაიან კანკოვსკიც. "ლე ბლეს" ფორვარდებმა ღონითა და აგრესიით დაჯაბნეს მეტოქე, რასაც ჯარიმები მოყვა. მათი ნაწილი შეაგდო ჟიულიან დიუპიუიმ, მორგან პარამ კი, ბოლო გოლამდე, ზედ კარის წინიდან დაახაია.

ღმერთ-კაცის სასწაული

ირლანდია ავსტრალიას 1927 წლის აქეთ 28-ედ ეტესტა და მშვიდობით პირველად გაეყარა. ქვეყნისა და ბრიტანეთის ნაკრებებში მეასედ (!) თამაშობდა 30 წლის "ღმერთ კაცი" ბრაიან ოდრისქოლი. რონან ოგარამ მას თავიდან ისეთი უპასა, რომ დრუ მიჩელმა აართვა და გაქუსლა. ერთხელაც მეტ გიტო ზედ ლელოსთან დაიჭირეს კელტებმა. მერე მათვე ვერაფერი იხეირეს სინბინით, მაგრამ საათის თავზე კი გაათანაბრეს ანგარიში.

ავსტრალიამ უმალ უმატა, დაცვა მარჯვნივ მიიზიდა და როქი ელსომმა მარცხნივ შეიტანა ლელო. ბოლოს წინა შეტევაში თომი ბოუს ჩაუწვნენ ოზები და არ დაამიწებინეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან "სამყურებმა" მაინც გაათამაშეს დამუშავებული კომბინაცია და ბრაიანი ფრონტის შუაში გაძვრა, რაზეც ელსომმა ტელევიზიას უთხრა, ვინც იფიქრებდა, თუ საიუბილეო მატჩში ასეთ სასწაულს გაახერხებდაო.

ინგლისი მელნისფრად შეიმოსა და ისე ცუდად ითამაშა, რომ ხალხი უსტვენდა და მოედნისკენ ქაღალდის ჩიტებს აფრენდა. არგენტინამ გუნდი შინ მოღვაწე მოყვარულებითა და ახალბედებით შეივსო. ჯონი ვილქინსონმა მეორე ტაიმში სამი ჯარიმა რომ ააცილა, საქმეს ეგეთი პირი გამოუჩნდა, რომ თამაში ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ ვეტერან ლუის მუდის პასით ბოლო მეოთხედში ვირგლა მეტ ბანაჰანი გაჭენდა და "პუმებმა" ვეღარ შეაჩერეს.

გამბედაობა ვერ ეყო

იტალია ზელანდიას მილანში დაუხვდა და ლამის პირამდე შეავსო "სან სირო. "ოლ ბლექსმა" უელსთან დამწყებთაგან სამი კაციღა დაიტოვა. გავიდა ერთადერთი ლელო, ბოლო რვა წუთში კი თამაში ერთ ადგილას, კივთა წითელ ზოლში ჩაიციკლა. "აძურის" პრემიერშიპელი ბურჯი, მარტინ კასტროჯოვანი ერეოდა ვაიეთ ქროქეთს და ზელანდია ზედიზედ წვებოდა, მაგრამ ოზ რეფს გამბედაობა ვერ ეყო, ბობოლა მეზობელი საჯარიმო ლელოთი რომ დაესაჯა.

სამოას 1991 და 1999 წლების მსოფლიო თასებზე კარდიფშივე ეძლია უელსი და ამჯერედაც კინაღამ გაუღიმა ბედმა, მაგრამ სეილალა მაპუსუას დაგორებულს სხვებმა ვერ მიუსწრეს. ერთადერთი ლელო დასაწყისშივე გავიდა დენ ბიგარის გამოზომილი გადაკიდებით, "მილენიუმის" უფროსობამ კი ახლაღა დაადგინა, რომ ბალახს ძირი დასნებოვანებია. ჰოდა, შაბათამდე (!) აპირებს ახალი გაზონის დაგებას.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები

მეორე ვიქენდი (13-15/11)

<<    უელსი 17:13 სამოა

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი შენკლინი (ჯ.დევისი 50) ჯ.რობერთსი თ.ჯეიმზი <10-9> ბიგარი პილი / ჯენქინსი ბენეთი (რისი 64) პ.ჯეიმზი (მიჩელი 64; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი (ბ.დევისი 74; პაუელი ვორბერთონი (ჯ.თომასი 74) რ.ჯოუნზი კაპ - ლ: ჰაფ-პენი; 4ჯ: ბიგარი 3, ჰაფ-პენი (3)

სამ: ლუი სბ 2, ლემი გ.ვილიამსი მაპუსუა ალ.ტუილანგი (ფაფილი 57) <10-9> ფილი (მაი 69) პოლუ-ლეულინგანგა / ვა (ტაულაფო 75) მ.შვოლგერი ჯონსთონი; ლევი ტეკორი (თომფსონი 58; ჯ.სთაუერსი კაპ, ტრევირანუსი (ფამატუაინუ 65) ჰ.ტუილანგი სბ 53 - ლ: მაპუსუა; გ 2ჯ: ფილი

რეფ ფითსგიბონი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (58 ათასი)

3:0(2სბ) 3:3(3) 8:3(6) 11:3(17) 11:6(35) /
14:6(43) 17:6(53სბ) 17:13(63)

<<    საფრანგეთი 20:13 აფრიკა

სფრ: ტრაი კლერკი დავიდი (მარტი 54) მერმოზი ემონსი (მედარი 77) <10-9> ტრენ-დიუკი დიუპიუი (პარა 67) / ბარსელია სერვა (შარჟევსკი 57) მა (მარკონე 51; ნალე (შაბალი 57) მიო-შლუსკი; დიუზოტუარი კაპ, არენორდოკი (ბონერი 58) პიკამოლი - ლ: კლერკი; 5ჯ: დიუპიუი 4, პარა

აფრ: კერშნერი პიტერსენი ფური იაკობსი (ულიფიე 70) ჰაბანა <10-9> მ.სტეინი სბ 40+, ფ.დიუპრე / მთავარირა (ფანდერლინდე 55) ბ.დიუპლესი (ა.სტრაუსი 71) ჯ.სმიტი კაპ; ბოთა (ბეკერი 8-18 * 71) მეტფილდი (ბეკერი 21-30; ბრიუსო ბერგერი (როსუ 48) კანკოვსკი სბ 69 - ლ: სმიტი; გ ჯ ა: სტეინი

რეფ ბარნსი (ინგ) ტულუზი, მუნისიპალი

3:0(6) 3:3(20) 3:6(25ა) 3:13(29) 8:13(32) 11:13(40+სბ) /
14:13(50) 17:13(62) სბ(69) 20:13(79)

<<    იტალია 6:20 ზელანდია

იტა: მაკლეინი რობერთსონი კანალე გარსია სბ 44, მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი (პიკონე 64) / პერუჯინი (რუაიე 60) გირალდინი (ონგარო 73) კასტროჯოვანი (პერუჯინი 67; დელფავა (პავანელო 57) ხელდენჰეისი; ძანი (ფავარო 64) მა.ბერგამასკო პარისე კაპ - 2ჯ: გაუერი

ზელ: ჯეინი (მულიაინა) ბ.სმითი ტ.ელისონი მაკალისთერი სივივატუ <10-9> დელენი (დონალდი 64) ელისი (ქოუანი 63) / ქროქეთი (აფოა 61) ფლინი ტიალატა სბ 78; ბორიჩი დონელი; მესამი (ქროქეთი 79) ლატიმერი სოიალო კაპ - ლ: ფლინი; 5ჯ: მაკალისთერი

რეფ დიქინსონი (ავს) მილანი, სან სირო (77 ათასი)

3:0(4) 3:3(8) 3:6(14) 3:11(27) 3:14(38) /
3:17(44სბ) 6:17(59) 6:20(72) სბ(78ზ)

<<    ინგლისი 16:9 არგენტინა

ინგ: მონიე კვეიტო ჰიპქისი გერათი ბანაჰანი <10-9> ვილქინსონი (გუდი 76) პ.ჰოჯსონი (ქეა 76) / პეინი (დორან-ჯოუნზი 64) ჰართლი (თომფსონი 69) ბელი; დიქონი ბორსვიქი კაპ; კროფთი (ვორსლი 63) მუდი ჰესქელი - ლ: ბანაჰანი; გ 2ჯ ა: ვილქინსონი

არგ: აგუჯა ვორხესი ტიესი როდრიგესი კომუსი <10-9> ს.ფერნანდესი იალანი (ფიგეროლა 76) / რონსერო მ.ლედესმა შელსო (აიერსა 67; ლოსადა (კარისა 56) ალვასეტე; ლეონარდი ავადი (კამპოსი 34) ხ.ფერნანდესი კაპ - 3ჯ: როდრიგესი

რეფ ოუენსი (უელ) ლონდონი, თვიქნემი (78 743)

3:0(7ა) 3:3(14) 6:3(21) 6:6(26) 6:9(38) 9:9(40) /
16:9(72)

<<    შოტლანდია 23:10 ფიჯი

შტლ: რ.ლამონთი (პატერსონი 64) შ.ლამონთი გრუვი მორისონი დენიელი <10-9> გოდმენი კაზიტერი კაპ (მ.ბლერი 64 * დელუკა 78) / ჯექობსენი (თრეინორი 64) ფორდი (ჰოლი 71) ლოუ; ჰაინსი ქელოქი; სთროქოში (ვაითი 66) ბარქლეი ბითი (ვერნონი 80+) - 2ლ: ბითი მორისონი; 2გ 3ჯ: გოდმენი

ფიჯ: მატავესი (რატუ 75) ნგონევა ლოვომბალავუ მბაი-კეინუკუ კაპ, ნალანგა <10-9> ლითლი მ.რაულუნი (ვატუვოკა 72) / იალა-იალა-ტამბუა (დიუსი 41) ვეიკოსო (ლენდუა 71) მანუ; ლევარავუ რავანქა; ნდომო-ლაილაი (მბოლა 24) ნქერა მბოკო - ლ: ნგონევა; გ ჯ: ლითლი

რეფ ვაითი (ინგ) ედინბურგი, მარიფილდი

3:0(15) 10:0(23) 13:0(29) 16:0(35) 16:7(40) /
23:7(52) 23:10(63)

<<    ირლანდია 20:20 ავსტრალია

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, პ.ვოლესი ფითსჯერალდი (ერლსი 54) <10-9> ოგარა ოლირი / ჰილი ფლენერი ჰეისი; ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი (ლიმი 76) დ.ვოლესი (ლიმი 63-65) ჰიზლიფი - 2ლ: ბოუ ოდრისქოლი; 2გ 2ჯ: ოგარა

ავს: ეშლი-კუპერი (ოქონორი 70) ჰაინსი აიონი ქ.კუპერი მიჩელი <10-9> გიტო გენია / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 65) ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი; ელსომი კაპ, ფოქოქი (ჯ.სმითი 21-28) პალუ სბ 30 - 2ლ: მიჩელი ელსომი; 2გ 2ჯ: გიტო

რეფ კაპლანი (აფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (74 ათასი)

0:7(4) 3:7(6) 6:7(22) 6:10(25) სბ(30ა) /
6:13(55) 13:13(58) 13:20(64) 20:20(80)

<<    მესამე ვიქენდი

21/11    იტალია - აფრიკა 18.00 (უდინე, ინგლისი - ზელანდია 18.30, უელსი - არგენტინა 18.30, საფრანგეთი - სამოა 21.10, შოტლანდია - ავსტრალია 21.15, ირლანდია - ფიჯი 21.15 საქ

<<< >>>