ბრიუსელში ლუდი შეისვა

   ბორჯღალოსნები იტალიაში გადახალისებული რაზმითა და მწურთნელის ქართველი თანაშემწით გაფრინდნენ; აძურის დუბლმა გააბურთავა უსისხლო რუმინეთი; ზელანდიამ ირბ-ის რეიტინგში მოწინავეობა დაიბრუნა; ევროპულმა ფირა-მ დაარსებიდან 75 წელი ბელგიაში იზეიმა; მსოფლიო თასის ფინალში ფაქტობრივად გავიდნენ ნამიბია და შტატები, ხოლო შესარჩევთა შემდეგ ეტაპზე უკრაინა.

საქართველო ნოემბერში ოთხ ტესტს მართავს, მაგრამ სხვა ირბ-ული დონისა და სტატუსის გუნდებს რომ ერაგბება, არცერთი თამაშია სარეიტინგო. ასეთი მატჩი გასულ ვიქენდზე ცხრა მაინც მოეწყო და თუმც ზელანდიის მაჩვენებელი არ შეცვლილა, აფრიკამ იმდენით იზარალა საფრანგეთში, რომ პირველობა კივებს გადაულოცა.

ჩვენი რაგბის 50 წლის თავზე არგენტინის დუბლი, იაგუარები ეროვნულზე 24:22 ვძლიეთ, შემდეგი რკენა კი ჩრდილო იტალიაში გვიწევს აძურის მარქაფასთან, ვინც შარშანა და შარშანწინ ბუქარესტში, არკულზე დაგვიმარცხებია.

აპენინელმა ლათინებმა უქმეებზე ოთხჯერ დაალელოვეს კარპატელები, რომელთაც იმის არაფერი ეტყობათ, რომ "ერთა თასზე" მეოთხე ადგილს თავს დააღწევენ და მსოფლიო თასის რეპეშაჟში გავლენ, ჩვენ კი ნაიუბილევს გამოგვაკლდა "გორგოძე, ზიბზიბაძე და კომპანია" - სულ რვა კაცი, ხოლო თიმ ლეინს კავშირმა თანაშემწედ მიუჩინა სამხრეთ აფრიკაში სტაჟირება-გავლილი ილია მაისურაძე.

>>>    ბორჯღალოსნები იტალიაში

<<    საქართველო

დაგვემატნენ * ა ნაკრებიდან, ^ ლეგიონიდან

ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი; 14-11 სანდრო თოდუა, დავით კაჭარავა, ლაშა ხმალაძე* ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა მალაღურაძე; 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ, ბიძინა სამხარაძე /

ფორ) 1-3 დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, ვასილ კაკოვინი* დავით დადუნაშვილი^ ჯაბა ბრეგვაძე* 4-5 ილია ზედგინიძე, რატი ურუშაძე, გიორგი ნემსაძე; 6-8 გიორგი ჩხაიძე, დიმიტრი ბასილაია^ სიმონ მაისურაძე^ ლაშა თავართქილაძე* ვიქტორ კოლელიშვილი*

ნაიუბილევს გამოგვაკლდნენ: მალხაზ ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, რეზო გიგაური / აქვსენტ გიორგაძე, გოდერძი შველიძე, ლევან დათუნაშვილი, გია ლაბაძე, მამუკა გორგოძე

მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, ილია მაისურაძე; მნჯ) ვასილ აბაშიძე

პარ 20/11    პალმანოვა (უდინე)   
21.50 საქ    "რაი სპორტ პიუს" სთრიმი

<<    იტალია `` 33:6 რუმინეთი

იტა: ბუზო ბენვენუტი პრატიკეტი (პატრიციო 41) კარტაროლი ზეპე <10-9> ბოკინო ზემენძატო სბ 25 (გორი 72) / რიცო (შამანა 67) ჯიაცონი (დაპიჩე 75) ჩიტადინი (რავალე 41-72) პავანელო ბერნაბო; მინტო (რეატო 70) დარბიშირი (ტვერაგა 73) ვოსავაი - 4ლ: ბუზო დარბიშირი ზეპე კარტაროლი; 2გ 3ჯ: ბოკინო

რუმ: ვლაიკუ კატუნა სბ 47 (გალი 59) დესკალუ დუმიტრუ ბოტეზატუ <10-9> დუმიტრაში სირბუ (კალაფეტეანუ 41) / ტოდერასკი (რადოი 59) ტინკუ (დიმა 65 * სბ 80) იონი; ვ.ურსაკე (პეტრიკეი 41) პეტრე; ბურჩა (ს.ურსაკე 70) მაკოვეი ტონიცა - 2ჯ: ვლაიკუ

რეფ პუატე (სფრ)    13/11 პიაჩენცა

0:3(3) 5:3(6) 8:3(15) 11:3(19) 11:6(25სბ) /
14:6(47სბ) 19:6(49) 26:6(67) სბ(80რ) 33:6(80+)

თუ არ ჩავლენ

ფირა 1934 წელს დააარსეს ბრიტთაგან მოძულებულმა ფრანგებმა და მსოფლიო ორგანიზაციად ჩაიფიქრეს, მაგრამ საუკუნეთა შესაყარზე ირბ-მა "დე იურედაც" რომ ხელთ იგდო მონოპოლია, კონკურენტი ევროპულ გაერთიანებად, "ერთა თასის" ორგანიზატორ აერ-ად აქცია.

საძმომ საიუბილეოდ "ევროპის ნაკრები" შეადგინა და ბრიუსელში აბურთავა "ფრანგ ბარბაროსებთან (ბრიუნო ტიონი იაშვილი პიერელონგი პორიკალი ტოლე. აერ-ის პირვანდელ სიაში ჩვენი მამუკა მაგრაქველიძეც ეწერა, მაგრამ მერე აღარ უმონაწილევია შოუში, რომელიც ფრანგებმა 39:26 მოიგეს და პრეზიდენტ ბაკეს ამალის გრანდიოზული ლუდის სმით დასრულდა.

აფრიკული შესარჩევის ფინალში ნამიბიამ სტუმრად ხუთი ქულით მოუგო ტუნისს, მანამდე კი, ულელოო მატჩში, გასვლაზევე 12:9 ძლია პორტუგალია. შტატებმა ურუგვაი მონტევიდეოში ოთხჯერ დაალელოვა, მაგრამ შინ ხუთ-ქულიანივე ფორით მიბრუნდა, უკრაინას კი თანდათან შემოეცალნენ მდევრები:

ხახოლებმა ჯერ თავად ძლიეს პოლონეთი, მერე კი ბელგია დაითხოვეს; მერე კიდევ, მათ პოლონეთი ჩამოაცილა ჩეხეთმა, ხოლო ეს მოლდოვამ გააგდო. ჰოდა, უკრაინა შესარჩევში წინსვლის გარდა, 2011 წლიდან "ერთა თასზეც" ამოვიდა, რაღაი პირველ ადგილს მაშინღა დაკარგავს, თუ გაზაფხულზე ჩეხეთში ანდა მოლდოვაში არ ჩავა.

>>>     2011 წლის მსოფლიო თასი

9/09-23/10    ახალი ზელანდია

<<    პულები

    ზელანდია საფრანგეთი ტონგა კანადა აზია$1
    არგენტინა ინგლისი შოტლანდია ევროპა$1 რეპეშაჟი$1
    ავსტრალია ირლანდია იტალია ევროპა$2 ამერიკა$2^შტატები
   სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი სამოა აფრიკა$1^ნამიბია

<<    ევროპა

თასზე $1 $2, რეპეშაჟში $3

ერთა თასი 2009/10

I ჯგუფი

საქართველო 4-0*1 170:80
რუსეთი 4-1 162:77

პორტუგალია

3-1*1

124:84

რუმინეთი 2-3 104:88
ესპანეთი 1-4 77:151
გერმანია 0-5 22:179

საქართველო - 6/02 გერმანია (შ, 13/02 პორტუგალია (გ, 27/02 ესპანეთი (შ, 13/03 რუმინეთი (გ, 20/03 რუსეთი (ნ თრაბზონი)

II ჯგუფი

12/09 უკრაინა 19:12 პოლონეთი
10/10 უკრაინა 13:11 ბელგია
25/10 პოლონეთი 5:19 ჩეხეთი
31/10 ბელგია 14:3 მოლდოვა
14/11 მოლდოვა 45:30 ჩეხეთი

უკრაინა

5-1

105:54

პოლონეთი 3-3 86:89
ბელგია 2-3*1 60:73
ჩეხეთი 2-3*1 92:107
მოლდოვა 2-4 105:125

უკრაინა - 10/04 ჩეხეთი (გ, 24/04 მოლდოვა (გ)

პლეი-ოფი (ევროპა$3)

ლიტვა   8/05 უკრაინა

8/05`მოგ

22/05

Iჯგ$3

Iჯგ$3   5/06 8/05`მოგ

<<    აფრიკა

თასზე $1, რეპეშაჟში $2

თასის ფინალი

14/11 ტუნისი 13:18 ნამიბია
28/11 ნამიბია : ტუნისი

<<    ამერიკა

თასზე $2, რეპეშაჟში $3

14/11 ურუგვაი 22:27 შტატები
21/11 შტატები : ურუგვაი

<<    ბოლო, მეოცე საგზურის რეპეშაჟი

ევროპა$3 - აფრიკა$2, ამერიკა$3 - აზია$2
(თითო მატჩი უკეთეს რეიტინგიანის მოედანზე)

ფინალი: შინ და გარეთ

>>>    ირბ-ის რეიტინგი (16/11)

1 ზელანდია 9052, 2 აფრიკა 8997, 3 ავსტრალია 8563; 4-5 საფრანგეთი ირლანდია 8320; 6 ინგლისი 8107, 7 არგენტინა 8049, 8 უელსი 8039, 9 შოტლანდია 7606, 10 ფიჯი 7569, 11 სამოა 7347, 12 იტალია 7123, 13 იაპონია 6968, 14 კანადა 6876

15 ტონგა 6753, 16 რუსეთი 6717, 17 შტატები 6687, 18 საქართველო 6685, 19 რუმინეთი 6485, 20 ურუგვაი 6107, 21 პორტუგალია 6031, 22 ნამიბია 5944, 23 ესპანეთი 5901, 24 ჩილე 5795, 25 კორეა 5790, 26 უკრაინა 5547, 27 გერმანია 5535, 28 ყაზახეთი 5512

პლუს-მინუსი: სფრ 172 აფრ (20:13 შ, იაპ 131 კან (46:8 შ, ნამ 98 ტუნ, აშშ 90 ურუ, შტლ 83 ფიჯ (23:10 შ, ინგ 80 არგ (16:9 შ, ავს 7 ირლ (20:20 გ, უელ 1 სამ (17:13 შ, ზელ 0 იტა (20:6 გ)

<<< >>>