უდინეს შემოგარენში

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე "ექვსი ერის" ყველა მონაწილე შაბათს თამაშობს, "ერთა თასის" ჩემპიონი საქართველო კი პარასკევ ღამით უდინეს შემოგარენში ერკინება "აძურის" დუბლს, ვინც აქამდე ორივე შეყრაზე დაუმარცხებია.

იტალია ``, ქართველ მწურთნელთა ხელქვეით, 2007 წელს 22:20 ძლიეს ბორჯღალოსნებმა, 2008 წელს კი 25:3 გააბითურეს. ორივე რკენა ბუქარესტში, "ირბ ერთა თასის" პროგრამით იყო. წინა ვიქენდზე აპენინელებმა შინ 33:6 დაანგრიეს ჩვენი ძველი მეტოქე რუმინეთი, მაგრამ არა გვგონია, იმის გარდა რამით გვჯობდნენ, რომ შინ თამაშობენ და ჩვენებსაც არ სიამოვნებთ ლაფის ზელვა.

სულ სხვა ვითარებაა ორ, "გლობალის" ტელე-მენიუში საუკეთესო ზეპურ ტესტში: ინგლისს ზელანდიასთან ბოლოს-წინა მსოფლიო თასის აქეთ წაუგია შვიდივე თამაში - თვიქნემში 19:23 (2005, 20:41 (2006, 6:32 (2008, შოტლანდია კი ავსტრალიასთან 1984 წლიდან 15-ჯერვე დამარცხებულა - მარიფილდში 12:37 (1984, 19:29 (1996, 8:37 (1997, 9:30 (2000, 14:31 (2004, 15:44 (2006)

ზელანდიამ წინა შაბათს, იტალიაში 12 დამწყები დაასვენა, ინგლისთან კი საუკეთესო გუნდი გაყავს. დენ კარტერს გაუვიდა ერთ-კვირიანი დისკვალიფიკაცია და ირბ-ის მსაჯთა შეფმაც, კივმავე პედი ობრაიენმა გაჯორა ავსტრალიელი სთუართ დიქინსონი, "სან სიროზე" იტალია უსწოროდ აწვებოდა "ოლ ბლექსს, თქვენ კი ჩემს თანამემამულეებს ამტყუნებდით და კინაღამ საჯარიმო ლელოთიც დასაჯეთო.

ჰაბანას ვერ დაუმტკიცეს

ინგლისი ზელანდიის გამკლავებას ჯანით რომ აპირებს, მეორე ხაზში იხმო 36 წლის საიმონ შოუ, ხოლო 12 ნომრად ნიგერიელი აიულა ერინლე, ვინც 110 კილოს იწონის. 15 ნომრად პომებმა მარკ კვეიტო დახიეს, "ოლ ბლექსი" კი მარჯვენა ფრთაზე კვლავ მიენდო 20 წლის ზეკ გილდფორდს, ვინც უელსთან ლელო შეამზადა და კრიტიკულ მომენტშიც ალუნ-ვინ ჯოუნზს პასი დაუბლოკა.

ჩვენები ლათინებს უდინესთან, დაბა პალმანოვაში ერაგბებიან, ქალაქში კი თვით მსოფლიოს ჩემპიონი, "ბოკე" ჩაბრძანებულა და "ჰაერის მეუფე" ვიკტორ მეტფილდი მარქაფაში უზის. იაპებს დაშავებიათ ბისმარკ დიუპლესი და სხალკ ბერგერი, მაგრამ ეყოლებათ ბრაიან ჰაბანა, ვინც ტრიბუნალზე კი დაიბარეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს, რომ ფრანგ ვენსან კლერკს განგებ მიარტყა ფეხი.

აფრიკას ტურნეზე ჯერ ვერ მოუგია მატჩი. აი, სამშაბათსაც, სანახევროდ სავსე უემბლიზე, 18:3 ფორა გაფლანგა და დამარცხდა "გინესის" პრემიერშიფის ლიდერთან, ლონდონის "სარასენსთან, ვისაც ბური პატრონები რომ ჰყავს, ბრენდან ფენტერი წურთნის, 15-ეულში კი ერთბაშად რვა (!) იაპი (ბარითი ჰუხარდი დეკოკი / რეინეკე ბოთა ფანჰირდენი მელკი იუბერი) უყენია.

სხვა ჯონათან დევისი

"ბოკეს" გადამწყვეტი არეკნი "ბულზიდან" გადახვეწილმა დერიკ ჰუხარდმა გაუტანა, შესვენებაზე კი სპონსორმა მაყურებლებისთვის კონკურსი ჩაატარა და ამ, გლობალური გაჭირვების ჟამს, მწარედაც ინანა: მავანმა სთუართ თინერმა, წინდების ამარამ და ქურთუკის გაუხდელად, 40 მეტრიდან, პირველივე ცდით, არეკნით გაარტყა ბურთი კარის ხარიხას და 250 ათასი გირვანქა მოიგო.

იტალიამ ხაზში სამი კაცი გადაიადგილა; უელსი სამოასთან ცხვირ-გატეხილი თომ შენკლინის ნაცვლად ათამაშებს გამოჩენილი ჯონათან დევისის სეხნიასა და მოგვარეს; არგენტინა 9 ნომრად აწყებინებს "ახალ აგუსტინ პიჩოტს, ოღონდაც გვარად ფიგეროლას; აფრიკის მომრევი საფრანგეთი სამოასთან 12 დამწყებს ზოგავს; ავსტრალიას მღლეტელად აღუდგენია ბებერი ჯორჯ სმითი, რაღაი დევიდ ფოქოქი უქმობს; შოტლანდიას კი გამოუთვლია, რომ თუ 15 პროცენტით (!) უკეთ ირაგბებს, "ვოლაბიზს" დაამარცხებს.

>>>     ბორჯღალოსნები იტალიაში

<<    საქართველო

ბეკ) 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 დავით კაჭარავა, 12 რეზო გიგაური, 11 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ბიძინა სამხარაძე /

ფორ) 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 დავით ქუბრიაშვილი; 4 ილია ზედგინიძე, 5 გიორგი ნემსაძე; 6 რატი ურუშაძე, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 დიმიტრი ბასილაია

მრქ) 22 ლაშა ხმალაძე, 21 ირაკლი ჩხიკვაძე, 20 ირაკლი აბუსერიძე / 16 დავით დადუნაშვილი, = ჯაბა ბრეგვაძე, 17 ვასილ კაკოვინი; 18 ლაშა თავართქილაძე, 19 სიმონ მაისურაძე, = ვიქტორ კოლელიშვილი

მწ) თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, ილია მაისურაძე; მნჯ) ვასილ აბაშიძე

პარ 20/11    პალმანოვა (უდინე)
21.50 "რაი სპორტ პიუს" სთრიმი

>>>     ბოკეს სპარინგი

<<    სარასენსი 24:23 აფრიკა

2ლ: ე.იუბერი ბარითი; გ 3ჯ ა: დ.ჰუხარდი - 3ლ: დეიონხი ნოკვე 2; გ 2ჯ: პინარი

რეფ ჯოუნზი (უელ) 17/11 ლონდონი, უემბლი (46 281)

3:0(2) 3:3(3) 3:6(17) 3:11(29) 3:18(39) 6:18(40+) /
11:18(46) 18:18(55) 18:23(63) 21:23(69) 24:23(75ა)

>>>     ჩრდილოეთის ტესტები

<<     მესამე ვიქენდი (საქ დროით)

21/11   იტალია - აფრიკა   18.00
   ინგლისი - ზელანდია   18.30
   უელსი - არგენტინა   18.30
   საფრანგეთი - სამოა   21.10
   შოტლანდია - ავსტრალია   21.15
   ირლანდია - ფიჯი   21.15

<<    პირველ-დონელთა რაზმები

ავს: ეშლი-კუპერი ჰაინსი აიონი ქ.კუპერი მიჩელი <10-9> გიტო გენია / რობინსონი მური ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი; ელსომი კაპ, ჯ.სმითი პალუ * მრქ) ოქონორი ქროსი ბერჯესი / პოლოტა-ნაუ კეპუ; მამი ბრაუნი

არგ: აგუჯა ვორხესი ტიესი როდრიგესი კომუსი <10-9> ს.ფერნანდესი ფიგეროლა / რონსერო მ.ლედესმა შელსო; სამბუსეტი ალვასეტე; ლეონარდი ავადი ხ.ფერნანდესი კაპ * მრქ) სან-მარტინი ურდაპიჯეტა იალანი / ვასუალდო აიერსა; კარისა კამპოსი

აფრ: კერშნერი პიტერსენი ფური იაკობსი ჰაბანა <10-9> მ.სტეინი ფ.დიუპრე / ვ.დიუპრე ა.სტრაუსი ჯ.სმიტი კაპ; ბოთა ბეკერი; ბრიუსო როსუ კანკოვსკი * მრქ) ულიფიე პინარი ფ.ჰუხარდი / მთავარირა ბჯ.ბოთა; მეტფილდი დეიზელი

ზელ: მულიაინა გილდფორდი კ.სმითი ნონუ სივივატუ <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი ჰორი ფრენქსი; სორნი დონელი; თომსონი მაკქოუ კაპ, რიდი * მრქ) ელისონი დონალდი ელისი / ფლინი (დემელმანჩი) აფოა; ბორიჩი კაინო

ინგ: კვეიტო ბანაჰანი ჰიპქისი ერინლე მონიე <10-9> ვილქინსონი პ.ჰოჯსონი / პეინი ჰართლი ბელი; შოუ ბორსვიქი კაპ; ვორსლი მუდი ჰესქელი * მრქ) თეითი გერათი ქეა / თომფსონი ვილსონი; დიქონი კროფთი

ირლ: ქარნი შ.ჰორგანი ოდრისქოლი კაპ, დარსი ერლსი <10-9> სექსთონი რედენი / ქორთი ფლენერი ჰეისი; ქალენი ოქონელი; ფერისი ლიმი ჰიზლიფი * მრქ) თრიმბლი პ.ვოლესი ოლირი / ქრონინი ბაქლი; ოკალაჰენი ობრაიენი

იტა: მაკლეინი პრატიკეტი სკარბი გარსია მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი პიკონე / პერუჯინი ონგარო კასტროჯოვანი; დელფავა ხელდენჰეისი; ფავარო ძანი პარისე კაპ * მრქ) კანალე ტებალდი / გირალდინი რუაიე; პავანელო სოული მა.ბერგამასკო

სფრ: მედარი ფოლი მარტი ჟოზიონი კლერკი <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო შარჟევსკი მარკონე კაპ; შაბალი პაპე; ლაპონდრი ბონერი პიკამოლი * მრქ) დავიდი ტრაი დიუპიუი / გირადო მა ბარსელია; მიო-შლუსკი დიუზოტუარი

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი ჯ.რობერთსი ჯ.დევისი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი / ჯენქინსი რისი პ.ჯეიმზი; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი; პაუელი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ * მრქ) თ.ჯეიმზი ბიშოფი პილი / ბენეთი დკ.ჯოუნზი; ბ.დევისი ლიდიეთი

შტლ: რ.ლამონთი შ.ლამონთი გრუვი მორისონი დენიელი <10-9> გოდმენი კაზიტერი კაპ / ჯექობსენი ფორდი ლოუ; ჰაინსი ქელოქი; სთროქოში ბარქლეი ბითი * მრქ) დელუკა პატერსონი მ.ბლერი / ჰოლი თრეინორი; ვაითი ვერნონი

<<<  11/04/2010 >>>