უგეზოდ და უფანტაზიოდ

   მარცხიანად დაასრულეს სეზონი აცმა ბორჯღალოსნებმა: პარასკევ ღამით ჩრდილო იტალიაში ვერ შეინარჩუნეს ფორა, ვეღარც წინ გავიდნენ მეორედ და ერთი ქულით წააგეს "აძურის" დუბლთან, ვინც ცოდვა გამხელილი ჯობს და ვერაფერი გუნდია.

იტალიამ ძაან გვაჯობა დერეფანში. შეტევაში ისევ გვაკლდა გეზი, ფანტაზია და შემოქმედება. ორთაბრძოლებში ვერ ივარგა ბევრმა ჩვენებურმა და რომ არა რატი ურუშაძისა და გიორგი ჩხაიძის თავდადება, ადრევე და ულაპარაკოდ წავაგებდით.

დავწინაურდით მალე: იმათ მოლი თუმც წითელ ზოლში ჩაგვიქციეს, ბიძინა სამხარაძე მაინც ეწია მიზანს, მერაბ კვირიკაშვილმა კი კიდიდან შეაგდო გარდასახვა. შესვენებამდე ჯერ იტალიამ და მერე ჩვენ დავახაიეთ თითო გასატანი ჯარიმა, მეორე ტაიმში კი აძური ხელდახელ თამაშზე გადავიდა და ინიციატივა ხელთ იგო.

იტალიამ სხვაობა ჯარიმით შეამცირა. მერე ურუშაძემ ლელოსგან სინბინით გვიხსნა, მაგრამ ბოკინომ ძელს მოარტყა. იქვე კვირიკაშვილმა უდროოდ შეუტია გადაკიდებულიდან და ბურთი რომ დავკარგეთ, მასპინძლებმა დაგვალელოვეს. დასკვნით 10 წუთში გავმწარდით. ბოლოს კაცი იმათაც გაუგდეს, მანამდე კი მეკომ ჯერ შორიდან (თოდუას რეიდის შემდეგ) და მერე 35 მეტრიდანაც ააცილა.

საქართველო  7:8  იტალია`ა`

: სამხარაძე; გ: კვირიკაშვილი / სბ ურუშაძე ლ: ბუზო; ჯ: ბოკინო  / სბ პატრიციო

რეფ ფითსგიბონი (ირლ) 20/11 უდინე * 7:0 / 7:3 სბ(ს) 7:8 სბ(ი)

<<<  11/04/2010 >>>