სქოთური სენსაცია

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე ვერ ივარგეს ზღვისრეთელმა კიკერებმა, მაგრამ ზელანდიამ თუ მაინც ძლია ინგლისი, ავსტრალია გულად შოტლანდიასთან დამარცხდა.

შაბათს "ექვს ერში" ყველგან წვიმდა. სადაც ბობოლამ დაიბრიყვა არიფი, ლელო მრავლად გავიდა, ორ მთავარ რკენაში კი რაგბის მიზანთა მიზანს თითოჯერღა ეწივნენ მოასპარეზენი. სხვაფრივ, ირბ-ის სიბეცის გადამკიდე, ფანობამ ისევ დაიგემოვნა საჰაერო პინგ-პონგი, შერკინებაში ჩაწოლა, მიწაზე ბურთისთვის ჭიდილი და დამცველზე ხშირად ბურთიანი გუნდის დაჯარიმება.

სქოთებს 27 წელი იყო, ვერ ეძლიათ ოზები, ამჯერად კი წაგებათა წყებას 16-ზე დაუსვეს წერტილი. სტუმრებს მთელი თამაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ: ბურთის გაქცუნების მეტრაჟით 519-143 აჯობეს მასპინძლებს და ამათ ორჯერ მეტი ბოჭვაც (129/64) დაჭირდათ, მაგრამ შოტლანდიამ ისე ჯიგრით ითამაშა და ავსტრალიას იმდენჯერ აქცია ზურგი ფორტუნამ, რომ სენსაცია გამოცხვა.

კელტებს ზაფხულიდან ინგლისის ყოფილი გურუ, ენდი რობინსონი წურთნით. ზეპურ რაგბეთში საუკეთესო სამუშაო პირობების ქონით განაზებულმა ოზებმა ისევ ვერ შეიტანეს ნაღდი ლელოები და ჩიკორ მეტ გიტოსაც, რაღაც ჭირად, მოეშალა სამიზნე. მისგან განსხვავებით, ფილ გოდმენმა სამიდან ორი გაიტანა და ბრძენმა კრის პატერსონმაც ბოლოსკენ დროულად დაკრა არეკნი, რათა მეტოქეს ლელოს გასატანად ემეცადინა.

მაინც გამოიქცნენ

მე-20 წუთზე (3:0) კართან იზანტა ვოლაბთა კვაჭმა სთივენ მურმა და კრის კაზიტერმა ჩაწოლისას თავი რომ გადადო, შესაცვლელი შეიქნა. ზედ შესვენების წინ, 3:3-ზე, გიტომ დაახაია ჯერ იოლი ჯარიმა და მერე არეკნიც. 46-ე წუთზე ტელი-რეფმა ავსტრალიის კაპიტან როქი ელსომს ვერ დაუმტკიცა ძალით შეტანილი ლელო, ექვს წუთში კი ნიკ დელუკას გადაკიდებიდან სქოთებმა ალყაში მოიქციეს ვილ გენია, მაგრამ კიკერს ფეხი მოეცარა.

გოდმენმა საათის თავზე, ძელზე გარტყმის მიუხედავად, მაინც დააწინაურა შოტლანდია, 66-ე წუთზე კი ქეიდ კუპერმა წაიკოხტავა, მეტობა გაფლანგა და შორს მიაწოდა დრუ მიჩელს. ამან ლელო კი გაიტანა, მაგრამ მესიე პუატემ თავი გამოიდო და აღნუსხა წინ პასი, რომლის დარიც უფალმა კაპლანმა იმავე დღეს ზელანდიას ინგლისთან აპატია და დამიწება ჩაუთვალა.

არეკნის შემდეგ ავსტრალია ექვსით ჩამორჩა და გახელდა. სლალომი მოაწყო ნორჩმა ჯეიმზ ოქონორმა. ვოლაბებმა წითელ ზოლში 18 ძალური ფაზა აკინძეს და გიტოს პასით რაიან ქროსი მიზანს ეწია. კელტებს გუნება წაუხდათ, მაგრამ გარდასახვის დასაფარებლად მაინც გამოიქცნენ. ჰოდა, გიტოს ნერვებმა უმტყუნეს და სველი ბურთი კარს აცდა!

ოთხ-სვლიანი ლელო

შოტლანდიამ პირველად მოიპოვა გარდამავალი "ჰოუპთუნის თასი, ზელანდიამ კი ზედიზედ მერვედაც ძლია ინგლისი და შარშან დაწესებული "ჰილარის სინი" შეინარჩუნა. ბრიტებმა პირველ ტაიმში ტოლი არ დაუდეს "ოლ ბლექსს" (6:6) ვისმა კიკერმა დენ კარტერმაც ორი არამი (!) ჯარიმა ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი ალმისთვის დამიზნებული უფრო შორსაც, ლელოს კიდეზე დაარტყა.

კარტერმა მაინც გაუსწრო ენდი მერთენსს და ყველაზე შედეგიანი კივი შეიქნა. მანვე მე-19 წუთზე მოაწყო გარღვევა და კონრად სმითის პასით მალილი მულიაინა კუთხეში ეწია მიზანს, მაგრამ უგო მონიემ ბოჭვისას კიდეზე დააბიჯებინა, რაც ტელე-ანალიზით დამტკიცდა.

საათის თავზე სამით დაწინაურებულმა "ოლ ბლექსმა" ლელო მაინც შეიტანა სოლოებით წინსვლისა და მოკლე ფრთაზე პასაობის შემდეგ: ოთხ-სვლიან ეპიზოდში ბურთი ორჯერ ჰქონდა რიჩი მაკქოუს, თითოჯერ კი ალღოიან სიტივენი სივავატუსა და კადნიერ ჯიმი ქოუანს. ამის საპასუხოდ საათის თავზე ინგლისმაც დაიწყო შტურმი, მაგრამ ვილქინსონმა ახლოდან უდროოდ სცადა არეკნი, ააცილა და გუნდელებს ამოტოლა გარჯა წყალში გადაუყარა.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები

მესამე ვიქენდი (21/11)

<<    იტალია 10:32 აფრიკა

იტა: მაკლეინი პრატიკეტი სკარბი გარსია მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი პიკონე (ტებალდი 57) / პერუჯინი ონგარო (გირალდინი 50) კასტროჯოვანი (რუაიე 41-63; დელფავა (პავანელო 75) ხელდენჰეისი; ფავარო სბ 9 (სოული 75) ძანი (მა.ბერგამასკო 61) პარისე კაპ - ლ: გარსია; გ ჯ: გაუერი

აფრ: კერშნერი პიტერსენი ფური იაკობსი ჰაბანა (ულიფიე 66) <10-9> მ.სტეინი (პინარი 69) ფ.დიუპრე (ფ.ჰუხარდი 78) / ვ.დიუპრე (ბჯ.ბოთა 71) ა.სტრაუსი (მთავარირა 61) ჯ.სმიტი კაპ; ბოთა (მეტფილდი 48) ბეკერი; ბრიუსო როსუ კანკოვსკი (დეიზელი 49) - 4ლ: ჰაბანა ფური ფ.დიუპრე ულიფიე; 3გ: სტეინი 2, პინარი; 2ჯ: სტეინი

რეფ როლანი (ირლ) უდინე, ფრიული (31 482)

0:5(6) სბ(9ი) 0:12(15) 7:12(34) /
7:15(47) 7:22(53) 10:22(60) 10:25(65) 10:32(74)

<<    ინგლისი 6:19 ზელანდია

ინგ: კვეიტო ბანაჰანი (თეითი 72) ჰიპქისი ერინლე (გერათი 63) მონიე <10-9> ვილქინსონი პ.ჰოჯსონი (ქეა 70) / პეინი (ბელი 65) ჰართლი (თომფსონი 49) ბელი (ვილსონი 51; შოუ (დიქონი 65) ბორსვიქი კაპ; ვორსლი (კროფთი 3) მუდი ჰესქელი - 2ჯ: ვილქინსონი

ზელ: მულიაინა გილდფორდი კ.სმითი ნონუ სივივატუ <10-9> კარტერი ქოუანი (ელისი 74) / ვუდქოქი ჰორი ფრენქსი (აფოა 60; სორნი დონელი (ბორიჩი 60; თომსონი (კაინო 60) მაკქოუ კაპ, რიდი - ლ: ქოუანი; გ 4ჯ: კარტერი

რეფ კაპლანი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი (80 676)

3:0(17) 3:3(24) 6:3(26) 6:6(30) /
6:9(47) 6:16(59) 6:19(68)

<<    უელსი 33:16 არგენტინა

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი ჯ.რობერთსი ჯ.დევისი (ბიშოფი 73) შ.ვილიამსი (თ.ჯეიმზი 73) <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი (პილი 67) / ჯენქინსი რისი (ბენეთი 69) პ.ჯეიმზი (დკ.ჯოუნზი 58; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი (ბ.დევისი 69; პაუელი (ლიდიეთი 73) მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 3ლ: სთ.ჯოუნზი, შ.ვილიამსი (2 3) 3გ: სთ.ჯოუნზი; 4ჯ: სთ.ჯოუნზი (1 2) ჰაფ-პენი (3 4)

არგ: აგუჯა ვორხესი ტიესი (სან-მარტინი 77) როდრიგესი კომუსი (ურდაპიჯეტა 73) <10-9> ს.ფერნანდესი ფიგეროლა (იალანი 80) / რონსერო მ.ლედესმა შელსო (აიერსა 67; სამბუსეტი (კარისა 63) ალვასეტე; ლეონარდი ავადი (კამპოსი 73) ხ.ფერნანდესი კაპ - ლ გ 3ჯ: როდრიგესი

რეფ ქლენზი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (60 974 ? 53 082)

3:0(9) 10:0(19) 10:3(38) 13:3(40+) /
20:3(42) 20:6(44) 20:9(50) 23:9(55) 23:16(61) 30:16(66) 33:16(72)

<<    საფრანგეთი 43:5 სამოა

სფრ: მედარი ფოლი მარტი (დავიდი 67) ჟოზიონი (ტრაი 74) კლერკი <10-9> ტრენ-დიუკი პარა (დიუპიუი 64) / დომინგო შარჟევსკი (გირადო 48) მარკონე კაპ (მა 52; შაბალი (მიო-შლუსკი 60) პაპე; ლაპონდრი დიუზოტუარი (პურისელი 48) ბონერი - 7ლ: შარჟევსკი კლერკი ჟოზიონი დიუზოტუარი ფოლი ტრენ-დიუკი (6 7) 4გ: პარა

სამ: ლუი მულიპოლა ფაფილი (ფუიმაონო-საპოლუ 53) მაპუსუა ლემი <10-9> ფილი (ესაუ 68) პოლუ-ლეულინგანგა (მაი 52) / ტაულაფო მ.შვოლგერი კაპ (ე.ვილიამსი 63) ჯონსთონი (ჯ.ფატიალოფა 57; ლევი (ტეკორი 49) თომფსონი; ფამატუაინუ (ტიმოტეო 49) ტრევირანუსი ჰ.ტუილანგი - ლ: ტეკორი

რეფ პირსონი (ინგ) სან დენი, სტად დე ფრანსი (67 834)

7:0(4) 14:0(8) 21:0(14) 28:0(31) 33:0(37) /
38:0(61) 43:0(66) 43:5(73)

<<    შოტლანდია 9:8 ავსტრალია

შტლ: რ.ლამონთი შ.ლამონთი გროუვი მორისონი (დელუკა 41) დენიელი (პატერსონი 64) <10-9> გოდმენი კაზიტერი კაპ (ლოუსონი 21) / ჯექობსენი ფორდი (ჰოლი 76) ლოუ (თრეინორი 58; ჰაინსი ქელოქი კაპ$2; სთროქოში (ვაითი 48) ბარქლეი ბითი (ვერნონი 64) - 2ჯ: გოდმენი; ა: პატერსონი

ავს: ეშლი-კუპერი ჰაინსი ქროსი ქ.კუპერი (ოქონორი 74) მიჩელი <10-9> გიტო გენია (ბერჯესი 64) / რობინსონი (კეპუ 17) მური (პოლოტა-ნაუ 46) ელიგზანდერი; ჰორვილი ჩიზომი (მამი 50; ელსომი კაპ, ჯ.სმითი პალუ (ბრაუნი 67) - ლ: ქროსი; ჯ: გიტო

რეფ პუატე (სფრ) ედინბურგი, მარიფილდი (44 762)

0:3(5) 3:3(28) /
6:3(57) 9:3(75ა) 9:8(80+)

<<    ირლანდია 41:6 ფიჯი

ირლ: ქარნი (პ.ვოლესი 75) შ.ჰორგანი ოდრისქოლი კაპ (თრიმბლი 68) დარსი ერლსი <10-9> სექსთონი რედენი (ოლირი 60) / ქორთი ფლენერი (ქრონინი 73) ჰეისი (ბაქლი 61; ქალენი ოქონელი (ოკალაჰენი 73; ფერისი ლიმი (ობრაიენი 45) ჰიზლიფი - 5ლ: ერლსი (1 3) ოდრისქოლი ქარნი ჰორგანი; 5გ 2ჯ: სექსთონი

ფიჯ: ლინგაირი (ნანგუსა 53) ნგონევა ლოვომბალავუ მბაი-კეინუკუ კაპ (მატავესი 80, როკომბიაუ <10-9> ლითლი მ.რაულუნი / ტარონგი (ლენდუა 66) ვეიკოსო (დიუსი 66) სეუსეუ; ლევარავუ რავანქა (ნაკარავა 41; სატალა ნქერა (მბოლა-ტანგანე 70) მბოკო - 2ჯ: ლითლი

რეფ იონკერი (აფრ) დუბლინი, როიალ სოსაიეთი (17 427)

3:0(10) 10:0(19) 10:3(28) 13:3(40+) /
13:6(44) 20:6(46) 27:6(64) 34:6(69) 41:6(78)

<<    ბოლო, მეოთხე ვიქენდი

შაბ 28/11    [გლობალზე ცოცხლად]

ირლანდია - აფრიკა
18.30
უელსი - ავსტრალია
21.15
საფრანგეთი - ზელანდია
23.45

* იტალია - სამოა 18.00
შოტლანდია - არგენტინა 18.30

<<< >>>