აბორიგენი ინგლისი უბადლოა

   მართალია, მესამე წელია ლიგა აღარ გვითამაშია რაგბის აქაურ თემს, მაგრამ ინტერნეთისა და მეტადრე "გლობალის" წყალობით 13-კაცა თამაშის პულსზე გვიდევს ხელი და ირბ-ული პროდუქტის გაბერწების გამო "მარტო-კაცთა ომი" ლამისაა ოვალური ბურთაობის ერთადერთ შინაარსიან და საამოდ საცქერ სახეობად შევრაცხოთ.

ლიგაში დონეებს შორის მეტი სხვაობაა, ვიდრე რაგბში, იქაური მსოფლიო რლიფ და ევროპული რლეფ კი ირბ-სა და ფირა აერ-ზე უფრო წყალ-წაღებულებიც არიან. 13-კაცა "უძღები შვილი" გავრცელების არეალითაც ჩამორჩება მშობელ ბურთაობას, მაგრამ არათუ სულდგმულობს, კიდეც ვითარდება და მუშტარიც საკმაოდ ჰყავს.

ორი კვირა არაა, რაც ინგლის-საფრანგეთში პირველი "ოთხი ერი" დასრულდა. ლიგა აქამდე "სამი ერს" მართავდა, წლეულს კი ბობოლა სამეულმა (ავსტრალია ზელანდია ინგლისი) მარაქაში გაირია საფრანგეთი, ვისაც უწინდელი დიდების დაბრუნება დაუსახავს მიზნად. ტურნირს კვლავაც "ჟილეტმა" უსპონსორა და ფავორიტთა ოთხივე ჯახმაც გაამართლა, საუკეთესო თამაში კი სამხრეთელთა ფრედ-დასრულებული შინა-ომი იყო.

ხოლო რუსეთში ქაოსია

ზელანდიამ შარშან სენსაცია გამოაცხო და მსოფლიო თასის ფინალი ავსტრალიას სტუმრად მოუგო. ჩემპიონები მიზანთან "მომცრო თვიქნემზეც" ახლოს იყვნენ, მაგრამ ოზებმა ბოლო შეტევით შეიტანეს ლელო. მერე მათ გააბურთავეს ინგლისი, მასპინძლებმა კი კივები რომ გაასაღეს, ესენი ტურნირიდან დაითხოვეს და ფინალში ბარემ 50 წუთს დაუდგნენ კენგურუებს, მაგრამ ბოლოს სიქა გაძვრათ.

"ოთხი ერის" დროს პაპუასეთმა უმასპინძლა რეგიონის თასს და რომ იპირველა, გაისად ელიტაში საფრანგეთს შეცვლის. ჟურნალმა "რაგბი ლიგ ველდმა" "ოქროს წაღი" (ბუცი) მიანიჭა კენგურუთა შუამარბს, აბორიგენ გრეგ ინგლისს, ვინც მელბურნის "სტორმის" მესამე წევრია, წლის საუკეთესო ლიგელი რომ ხდება.

ევროპაში რლეფ-მა (ჩვენი ძველი დოსტი კევინ რადი) ფრთები გაშალა და თასის გარდა, ფარი და ფიალაც გაათამაშა. პირველი მოიგო უელსმა, რუსეთში კი ისეთი შინა-აშლილობაა, რომ ლოკომოტიველი ჟენია კლებანოვის საძმომ ფული ვეღარ მოაგროვა, რათა ნაკრები საერთაშორისო არენაზე გაეყვანა და ქვეყნის პირველობაც ერთობ მოკვეცილი სისტემით მოაწყო.

ლიგის გუნდი დაეშალა ჰოლანდიასაც, სხვაგან კი, ფირა-ს არიფ ქვეყნებში, თითო რომ მაინც არსებობს, იმავდროულად ნაკრებიცაა.

>>>    რაგბი ლიგა 2009

ქულა: 4 ლელო; 2 გოლი (გარდასახვა ჯარიმა; 1 არეკნი

<<    "ჟილეტის" ოთხი ერი

წრიული

დონქასთერი ლონდონი ^ ვიგანი ტულუზი ^ პარიზი ჰადერსფილდი

23/10 ინგლისი 34:12 საფრანგეთი 11,529

24/10

ავსტრალია

20:20

ზელანდია

12,360

3ლ: მორისი სერსთონი სმითი; 4გ: სერსთონი -
4ლ: ნუაუსალა საუ ჰოჰაია პრიჩარდი; 2გ: გუდვინი

რეფ გენსონი (ინგ)
0:6(5) 6:6(29) /
12:6(44) 14:6(51ჯ) 14:10(54) 14:16(70) 14:20(75) 20:20(79)

31/10 ინგლისი 16:26 ავსტრალია 23,122
  საფრანგეთი 12:62 ზელანდია 12,412

  7/11

საფრანგეთი

4:42

ავსტრალია

  6,234

  ინგლისი 20:12 ზელანდია 19,390

ავს 5 (88:40, ინგ 4 (70:50) / ზელ 3 (94:52, სფრ 0 (28:138)

ფინალი ^ ლიდსი, ელანდ როუდი

14/11 ინგლისი

16:46

ავსტრალია 31,042

ინგ: ბრისქოუ ფოქსი ბრიჯი შენთონი ჰოლი <6-7> თომქინსი ისთმონდი / მორლი სინფილდი გრემი; ფიქოქი კაპ, ელისი ბერჯესი * ქრებთრი ვილქინი ვესთვუდი რობი -

3ლ: ბერჯესი (1 3) ფოქსი; 2გ: სინფილდი

ავს: სლეითერი მორისი ინგლისი ჰოჯისი ჰეინი <6-7> ლოქიარი კაპ, სერსთონი / ჰენანთი სმითი სევენოსივა; ლუისი გალენი ჰაინდმარში * გიდლი ვაითი ვოთმოფი თეიდეი -

8ლ: მორისი (1 4) ინგლისი სლეითერი (3 6 8) სმითი ჰეინი; 7გ: სერსთონი

რეფ ვილიამსონი (ზელ)

6:0(10) 6:6(13) 10:6(19) 10:12(25) 10:14(30ჯ) /
16:14(49) 16:18(54) 16:22(58) 16:28(67) 16:34(69) 16:40(73) 16:46(77)

<<    ოქროს წაღი

(სადაურობის მიუთითებლად: ავს)

2009 გრეგ ინგლისი, 2008 ბილი სლეითერი, 2007 ქამერონ სმითი, 2006 დარენ ლოქიარი, 2005 ენთონი მინიჩელო, 2004 ენდი ფარელი (ინგ, 2003 ლოქიარი, 2002 სთეისი ჯოუნზი (ზელ, 2001 ენდრიუ ჯონსი, 2000 ბრედ ფითლერი, 1999 ჯონსი

<<    ამხანაგურები

  8/05 ავსტრალია 38:10 ზელანდია
13/06 საფრანგეთი 12:66 ინგლისი

14/10

ზელანდია

40:24

ტონგა

17/10 უელსი 12:48 ინგლისი

<<    ევროპის "სუპერ ლიგა"

დიდი ფინალი (ოლდ ტრაფორდი)

10/10 ლიდსი

18:10

სენთ`ჰელენსი

<<    ზღვისრეთის თასი

17/10 სამოა 20:22 ქუქეთი

24/10

ფიჯი

22:24

ქუქეთი

25/10 პაპუასეთი 44:14 ტონგა

  1/11

პაპუასეთი

42:14

ქუქეთი

<<    ევროპის თასი

პულები (მიმოსვლით)

17/10 იტალია 0:104 შოტლანდია
18/10 ირლანდია 82:0 სერბეთი

24/10

ლიბანი

86:0

იტალია

25/10 სერბეთი 8:88 უელსი

  1/11

შოტლანდია

22:10

ლიბანი

  უელსი 42:12 ირლანდია

პლეი-ოფი (უელსში)

  8/11 უელსი 28:16 შოტლანდია
  ლიბანი 40:16 ირლანდია
  იტალია 42:14 სერბეთი

1 უელ, 2 შტლ, 3 ლიბ, 4 ირლ, 5 იტა, 6 სრბ

<<    ევროპის ფარი

  4/07 ჩეხეთი 30:4 გერმანია
11/07 იტალია 38:8 ჩეხეთი
18/07 გერმანია 30:42 იტალია

1 იტა, 2 ჩეხ, 3 გერ

<<    ევროპის ფიალა

24/07 ლატვია 6:40 უკრაინა
25/07 უკრაინა 86:0 ესტონეთი
  8/08 ესტონეთი 4:74 ლატვია

1 უკრ, 2 ლატ, 3 ესტ

<<< >>>