თითო ბროლი სამ ქვეყანას

   ჩრდილოური ტესტების ბოლო, მეოთხე ვიქენდზე, ირლანდიამ ნისლში ჯიგრით აჯობა აფრიკას; ავსტრალიამ თავიდანვე გააბურთავა ტრავმებ-მომრავლებული უელსი; ზელანდიამ საფრანგეთს ეშხიანად გამოუყვანა წირვა; არგენტინამ შოტლანდია ბოლოსღა, არეკნით დააშამათა, ირბ-ის სამი უმთავრესი "ოსკარი" (მოთამაშე მწურთნელი გუნდი) კი პირველად გაინაწილა სამმა ქვეყანამ.

ირბ საყოველთაო მომჭირნეობის ჟამს ზედმეტ ხარჯს მოერიდა და წლის დამაგვირგინებელი წვეულება აღარ გაუმართავს. ბროლის ჯილდოები მთელი წელი რიგდებოდა და ტესტ-პროგრამის ფინიშზეც იგივე გაკეთდა. წლის საუკეთესო გუნდს, აფრიკის "ბოკესა" და "ექვსი ერის" სლემით მომგები ირლანდიის მწურთნელ დეკლან ქიდნს პრიზები დუბლინში გადაეცათ, ხოლო "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ვინც მეორედ ცნეს რაგბეთის ჯილად, მარსელში დასაჩუქრდა.

მაკქოუმ ჯილდოს მისაღებად შავი კვართი ციმციმ გადაიცვა, თამაშზე კი "ოლ ბლექსს" თეთრი მაისურები ემოსა. ფრანგებმა პირველივე შერკინებაში წამოშალეს კივები და ჟიულიან დიუპიუმ ჯარიმა შეაგდო, მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ ზელანდიელები ბურთაობის უნარით სხვა დონეზე დგანან. ჰოდა, ჯიმი ქოუანმა და მა ნონუმ რომ შეუტიეს, საოცარი პლასტიკის მქონე სიტივენი სივავატუმ ვენსან კლერკსა და დამიან ტრაის შუა გაიარა.

ფრანგები მორიგი ორი ჯარიმით კიდევ დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ქოუანმა ლელოში დაუფარა ფრანსუა ტრენ-დიუკს, კონრად სმითმა და სივავატუმ კი ოვალი გამოაქცუნეს და მალილი მულიაინა გაათარხნეს. მესამე ლელოზე ნონუმ აიღო დენ კარტერის გადაკიდებული და თუმც ქიარან რიდი და თომ დონელი ზედ მიზანთან შეაჩერეს გალებმა, თავიანთ შერკინებაში იდედლეს და ჯერომ კაინომ დაუმიწათ ბურთი.

ლელო არ გაუშვიათ

მესამე მეოთხედში დიუპიუიმ ორი იოლი ჯარიმა რომ ააცილა, ცხადი შეიქნა, რომ "ლე ბლე" კივთა დამწევი ვეღარ იყო, სტუმრები კი მეტად გალაღდნენ. მეოთხე ლელოზე ქორი ჯეინმა თავისივე გადაკიდებული აიღო, მეხუთეზე კი სმითმა დაუცველ მოკლე ფრთაზე გაუტია. ფრანგებმა გაბითურება იწყინეს და ბოლო ათ წუთში ორჯერ ატეხეს ჩხუბი, ზელანდიას კი, ვისაც "ბარბაროსებთან" ღლაბუციღა რჩება, ევროპაში ლელო ჯერ არ გაუშვია.

უელსს მატჩის წინა დღით გამოაკლდა კაპიტანი რაიან ჯოუნზი, საწყის ნახევარ საათში კი შესაცვლელი გაუხდა კვაჭი და ორივე გარემარბი, მათ შორის, შეინ ვილიამსიც. ავსტრალია, ვინც წინა ტესტი შოტლანდიაში ყოვლად უკუღმართად წააგო, კრიტიკით ისე გამწარებული ჩანდა, რომ მეტოქე რაგბის ყველა ასპექტში დაჯაბნა და ოთხი ლელო გაუტანა. ამათგან ორი მეტ გიტომ შეამზადა: პირველზე დიგბი აიონს ფეხით დაუგორა, მეოთხეზე კი ტატაფუ პოლოტა-ნაუს შექცეული პასი მიართვა.

ოზთა მეორე ლელოზე ბურჯებმა ბეკებივით წაიბურთავეს, მესამეზე კი მღლეტელ დევიდ ფოქოქს კვაჭი სთივენ მური ჰავბეკივით მოემსახურა. უელსმა შესვენებამდე ოთხი ჯარიმა გაიტანა, 12:23-ზე კი სთივენ ჯოუნზმა 25 მეტრიდან დაახაია. იქვე ტაფიებმა ხაზი გაჭრეს და ჯამში 18 ფაზაც უტიეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. ლელო ეგრეც არ დადებულა გათოშილ მარიფილდზე, სადაც სქოთები თავიდან ორი ჯარიმით იგებდნენ. მერე არგენტინამ სინბინით იხეირა და ანგარიში გაათანაბრა, დასასრულ კი არეკნი გულდაგულ მოამზადა.

თანა-მსაჯებმა ამხილეს

ირლანდიამ სეზონი წაუგებლად დაასრულა, "ბოკემ" კი ტურნეზე მეორე ტესტიც ჩააფლავა. იაპებს ვეღარ არგოთ უჩუბინესმა მორნე სტეინმა, ვინც მე-80 წამზე არეკნი ააცილა და 10:6-ზეც შორიდან სამჯერ ვერ უწია კარს. ვეღარც ვიკტორ მეტფილდმა იპარპაშა დერეფანში, მასპინძლებს კი ნდობა გაუმართლა 24 წლის ჯონათან სექსთონმა, ვინც ბებერ რონან ოგარას ნაცვლად ათამაშეს 10 ნომრად და შვიდიდან ხუთი ჯარიმა შეაგდო.

კელტთა კიკერმა ანგარიში 45 მეტრიდან გახსნა, მაგრამ სტეინმა და ჟაკ ფურმა მალევე შექმნეს მეტობა და ზორბა სხალკ ბერგერმაც გეზი მარჯვედ შეცვალა. ამას მორნემ არეკნი მოაყოლა, ირლანდია კი შუა ტაიმში ორჯერ შეიჭრა წითელ ზოლში და მიზნამდე ცოტა დააკლდა. მეორე ნახევარში "ბოკე" უწესობამ და თანა-მსაჯთა ჩაციებამ დაღუპა: ჯერ იტალიელმა კარლო დამასკომ ამხილა სტეინი ურჯუკობაში, მერე კი ინგლისელმა კრის ვაითმა გამოააშკარავა ანდრის ბეკერის წრე-გადასული ქმედებანი.

სექსთონმა ორივე ჯარიმა გაიტანა. 12:10-ზე იაპებმა ზედ ლელოსთან გადადენეს კიდეზე ქის ერლსი, სექსთონმა კი 30 მეტრიდან სასტიკად ააცილა. მალე მეტფილდი დაჯარიმდა მიწაზე თამაშისთვის და სხვაობამ ხუთ ქულას უწია, რუან პინარის დარტყმული კი ძელს მოხვდა. 75-ე წუთზე 45 მეტრიდან მოეცარა ფეხი მასპინძელთა დამრტყმელსაც, ბოლოს წინაზე კი, ბისთ მთავარირას სოლოს შემდეგ, ირლანდია ლელოს გადაურჩა. ბოკეს 10 მეტრზე შერკინება ერგო და ბეკებით შეუტია, მაგრმ ფური ოვალის შეყოვნებისთვის დაჯარიმდა.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები

მეოთხე ვიქენდი (28/11)

<<    ირლანდია 15:10 აფრიკა

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, პ.ვოლესი (დარსი 25) ერლსი <10-9> სექსთონი ოლირი / ჰილი ფლენერი ჰეისი; ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი (ობრაიენი 41) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 5ჯ: სექსთონი

აფრ: კერშნერი პიტერსენი ფური ულიფიე (ჟ.დეფილიერსი 64) ჰაბანა <10-9> მ.სტეინი (პინარი 62) ფ.დიუპრე / მთავარირა (ფანდერლინდე 42-48) ჯ.სმიტი კაპ ბჯ.ბოთა (ბ.დიუპლესი 49; ბეკერი (დ.პოტხიტერი 62-68) მეტფილდი; ბრიუსო ბერგერი როსუ - ლ: ბერგერი; გ ა: სტეინი

რეფ ოუენსი (უელ) დუბლინი, ქროუქ პარკი (74 950)

3:0(10) 3:7(17) 3:10(24ა) 6:10(30) /
9:10(48) 12:10(52) 15:10(66) ბოლო (80+1)

<<    უელსი 12:33 ავსტრალია

უელ: ჰუქი ჰაფ-პენი (ბიშოფი 29) ჯ.რობერთსი ჯ.დევისი შ.ვილიამსი (თ.ჯეიმზი 6) <10-9> სთ.ჯოუნზი პილი (მ.რობერთსი 11-15 * 73) / ჯენქინსი კაპ, რისი (ბენეთი 32) პ.ჯეიმზი (დკ.ჯოუნზი 49; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი (ჯ.თომასი 50; ლიდიეთი (ვორბერთონი 49) მ.ვილიამსი პაუელი (ლიდიეთი 60-64) - 4ჯ: ჰაფ-პენი, სთ.ჯოუნზი 3

ავს: ეშლი-კუპერი ჰაინსი (ოქონორი 61) აიონი ქ.კუპერი მიჩელი (ბილი 71) <10-9> გიტო გენია (ბერჯესი 79) / რობინსონი მური (პოლოტა-ნაუ 56) ელიგზანდერი (დანინგი 74; ჰორვილი მამი; ელსომი კაპ, ფოქოქი (ჯ.სმითი 41) პალუ (ჩიზომი 71) - 4ლ: აიონი ჰორვილი ფოქოქი პოლოტა-ნაუ; 2გ 3ჯ: გიტო

რეფ ბარნსი (ინგ) კარდიფი, მილენიუმი (74 339)

0:3(3) 0:8(8) 3:8(18) 3:13(19) 6:13(22) 6:20(25) 9:20(31) 9:23(32) 12:23(40+) /
12:26(57) 12:33(64)

<<    საფრანგეთი 12:39 ზელანდია

სფრ: ტრაი კლერკი მარტი ჟოზიონი (დავიდი 64) მედარი (ემონსი 74) <10-9> ტრენ-დიუკი დიუპიუი (პარა 60) / ბარსელია სერვა (შარჟევსკი 49) მარკონე (მა 53; შაბალი (ნალე 53) მიო-შლუსკი; დიუზოტუარი კაპ, უდრაოგო (პურისელი 64) ბონერი - 3ჯ: დიუპიუი; ა: ტრენ-დიუკი

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ (მაკალისთერი 72) სივივატუ <10-9> კარტერი (დონალდი 74) ქოუანი (ელისი 76) / ვუდქოქი ჰორი (ფლინი 74) ტიალატა (ფრენქსი 67 * სბ 77; სორნი (ბორიჩი 64) დონელი (ტიალატა 78; კაინო მაკქოუ კაპ, რიდი - 5ლ: სივივატუ მულიაინა კაინო ჯეინი კ.სმითი; 4გ 2ჯ: კარტერი

რეფ როლანი (ირლ) მარსელი, ველოდრომი (60 ათასი)

3:0(4) 3:7(9) 6:7(16) 9:7(20) 9:12(23) 9:15(30) 9:22(33) 12:22(35ა) /
12:25(52) 12:32(63) 12:39(73) სბ(77ზ)

<<    შოტლანდია 6:9 არგენტინა

შტლ: რ.ლამონთი (პატერსონი 51) შ.ლამონთი ქერნსი (დელუკა 56) გროუვი თ.ევანსი <10-9> გოდმენი კაზიტერი კაპ (ლოუსონი 74) / ჯექობსენი (თრეინორი 69) ფორდი (ჰოლი 65) ლოუ; ჰაინსი სბ 50 (ვაითი 60) ქელოქი; სთროქოში (ვერნონი 73) მაკდონალდი ბითი - 2ჯ: გოდმენი

არგ: აგუჯა ვორხესი ტიესი როდრიგესი არამვურუ (სან-მარტინი 73) <10-9> ს.ფერნანდესი იალანი (ფიგეროლა 69) / აიერსა ვასუალდო (კრივი 39) შელსო (რონსერო 55; კარისა ალვასეტე; კამპოსი ავადი (ლეონარდი 69) ხ.ფერნანდესი კაპ - 2ჯ ა: როდრიგესი

რეფ ლუისი (ირლ) ედინბურგი, მარიფილდი (30 ათასი)

3:0(14) 6:0(36) /
6:3(50სბ) 6:6(59) 6:9(78ა)

<<    ჩაროზი

შაბ 5/12    ბარბაროსები - ზელანდია    18.15 საქ (თვიქნემი)

>>>     ირბ-ის რჩეულნი

წელი  

მოთამაშე N გუნდი  

მწურთნელი  

გუნდი

2001   ქის ვუდი 2 ირლ   როდ მაკქვინი ავს   ავსტრალია
2002   ფაბიან გალტიე 9 სფრ   ბერნარ ლაპორტი სფრ   საფრანგეთი
2003   ჯონი ვილქინსონი 10 ინგ   ქლაივ ვუდვორდი ინგ   ინგლისი
2004   სხალკ ბერგერი 6 აფრ   ჯეიქ ვაითი აფრ   აფრიკა
2005   დენ კარტერი 10 ზელ   გრემ ჰენრი ზელ   ზელანდია
2006   რიჩი მაკქოუ 7 ზელ   გრემ ჰენრი ზელ   ზელანდია
2007   ბრაიან ჰაბანა 11 აფრ   ჯეიქ ვაითი აფრ   აფრიკა
2008   შეინ ვილიამსი 11 უელ   გრემ ჰენრი ზელ   ზელანდია
2009   რიჩი მაკქოუ 7 ზელ   დეკლან ქიდნი ირლ   აფრიკა

<<< >>>