დასაფინანსებელი სახეობა

   რაგბის გაოლიმპიურებიდან ორი თვის თავზე მეთერთმეტედ იწყება მისი სათამაშებო ვერსიის, შვიდკაცის მსოფლიო სერია, რომელიც ბოლო წლებში დადგენილი ფორმატით, რვა შეწყვილებული ეტაპისგან შედგება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასკომმა შვიდკაცა რაგბი 2016 წლის თამაშებში ჩართვის კანდიდატად 13 აგვისტოს, ბერლინში მოიწონა, 9 ოქტომბერს კი, კოპენჰაგენში, სოკ-ის 121-ე სესიამ ელიტის არჩევანი ხმათა 81/8 თანაფარდობით დაამტკიცა, რითაც გადაწყდა, რომ რიოში ვაჟთა და ქალთა 12-12 გუნდი ოთხ დღეს იჩაუქებს.

ირბ-ის ფრანგი თავკაცის, ბერნარ ლაპასეს თქმით, ოლიმპიადის პროგრამაში დაბრუნება რაგბს ერთობ არგებს.

სახელდობრ, იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება ოვალურ ბურთს აქამდე ამრეზით უცქერდა, ამიერიდან რაგბიც დაფინანსდება, მაგრამ ეგეც საკითხავია, ხაზინის ფული მხოლოდ სახალისო ნაირ-სახეობას რომ მოხმარდეს, მაგით რა პირდაპირ ხეირს ნახავს 15-კაცა, და იმის საშიშროებაც ხომ არ არსებობს, რომ კლასიკა სუროგატმა ჩაანაცვლოს.

ჰონკონგში ფარზეც

მსოფლიო სერია ტრადიციულად იხსნება დუბაიში, სადაც მარტში მსოფლიო თასიც გათამაშდა. მაგ შეჯიბრში 24 გუნდში XXI ადგილი რომ გავიყავით და ივლისში ევროპაშიც მეხუთემდე დავეშვით, არაბეთში აღარ დაგვპატიჟეს.

სამაგიეროდ, ქალთა ღია ტურნირში ჩაებმებიან ჩვენი გოგონები, რომელთაც საამიროებში ოთხშაბათს გაუძღვნენ ნაკრების მწურთნელი ზურაბ დუგლაძე და მენეჯერი ნატა კურტანიძე.

სხვაფრივ, სერიაში სიახლე ისაა, რომ ამერიკის ეტაპი სან დიეგოს ნაცვლად ლას ვეგასში გაიმართება; რომ ჰონკონგის 24-გუნდა ტურნირზე მესამე სანუგეშო ჯილდო, ფარიც გათამაშდება, 16-გუნდა ეტაპთა მომგები კი აქამდელი ოცის ნაცვლად 24 ქულას მიითვლის.

<<    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი (2009/10)

   4-5/12 დუბაი (არბ) 11-12/12 ჯორჯი (აფრ)
   5-6/02 ველინგთონი (ზელ) 13-14/02 ლას ვეგასი (აშშ)
19-21/03 ადელაიდა (ავს) 26-28/03 ჰონკონგი (ჩინ)
22-23/05 ლონდონი (ინგ) 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    დუბაის პულები

   აფრიკა ავსტრალია უელსი არაბეთი
   ფიჯი სამოა შოტლანდია ზიმბაბვე
   ინგლისი კენია შტატები რუსეთი
   ზელანდია არგენტინა საფრანგეთი პორტუგალია

<<    შარშან

132 აფრიკა, 102 ფიჯი, 98 ინგლისი, 88 ზელანდია, 68 არგენტინა, 64 კენია, 40 სამოა, 30 ავსტრალია; 24 შოტლანდია უელსი; 20 შტატები, 15 პორტუგალია, 8 საფრანგეთი, 4 ტონგა, 3 კანადა, 2 ქუქეთი

<<    სერიის ჩემპიონი

ზელანდია   8   1999/2000 2000/01 2001/02 2002/03
      2003/04 2004/05 2006/07 2007/08
ფიჯი   1   2005/06
აფრიკა   1   2008/09

<<    თასი (1999-2009, 84 ეტაპი)

35 ზელანდია, 15 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა, 4 ავსტრალია, 3 სამოა, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<    ქულა

2042 ბენ გოლინგსი (ინგ, 1310 ვაისალე სერევი (ფიჯ, 1153 სანტიაგო გომეს-კორა (არგ, 1124 ამასიო რაომა (ზელ, 1062 უალე მაი (სამ, 895 ფაბიან იურისი (აფრ, 821 ვილიამ რაიდერი (ფიჯ)

<<    ლელო

225 გომეს-კორა, 176 გოლინგსი, 173 იურისი, 114 ნასონი როკო (ფიჯ, 113 კარლ ტენანა (ზელ; 112 მაი, რაომა

<<< >>>