"ოლ ბლექსის" გასაცილებლად

   რაგბში ტრადიცია აქამდე რომ ფასობს, ჩრდილოური ტესტები ჩაროზით ბოლოვდება: მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი "ბარბაროსები" თვიქნემიდან შინ გააცილებს სამხრეთელ სტუმარს, ზელანდიის "ოლ ბლექსს, ვინც ისე მოვლო უელსი, იტალია, ინგლისი და საფრანგეთი, რომ ლელო არ გაუშვია.

კივებმა ტურნეზე 19:12 ძლიეს "ურჩხულები, 20:6 "ცისფრები, 19:6 "ვარდები" და 39:12 "ლურჯები, მაგრამ ირბ-ულ წესთა გადამკიდე, გალებთანღა იბურთავეს ისე, ესთეტ ფანს რომ ეამებოდა. შაბათს "ოლ ბლექსს" კიდევ ეძლევა შანსი, რომ სრულიად რაგბეთს თავი მოაწონოს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ უფროსობა ბობოლებს ასვენებს და 15-ეულში ფრანგთა მჯობნთაგან მხოლოდ კაპიტანი რიჩი მაკქოუ და ქორი ჯეინი დაუტოვებია.

ზელანდიის ყოჩი პირველი მორაგბეა, ვინც ირბ-მა წლის საუკეთესოდ ორჯერ (2006 2009) შერაცხა. "ოლ ბლექსი" ლონდონში ლაღობს და პირველი ვარჯიში გამართა 1572 წელს დაარსებულ ჰაროუს სკოლაში, სადაც უსწავლია თვით ვინსთონ ჩერჩილს, წლიური პანსიონი 28 ათასი გირვანქა ღირს, რაგბის 18 მოედნიდან მთავარი კი ქვეყნის საუკეთესო გაზონის გამოსავლენ კონკურსზეა წარდგენილი.

"ბარბაროსები" კვირას შეიკრიბნენ და იქადნებიან, "ოლ ბლექსს" (სინამდვილეში დუბლს) ჩვენებურ ყაიდაზე გავაბურთავებთო. კივთა პლუსი ისაა, რომ შეთამაშებულნი არიან და ზელანდიურადაც ირაგბებენ, ხოლო ბარბაროსებს მთლად ვარსკვლავები მოუგროვებიათ. 15-ეულში შვიდი აფრიკელია, ოთხი ავსტრალიელი, სამი ევროპელი და ერთიც ზელანდიელი - ნაკრების მიღმა დარჩენილი ჯო როკოთოკო, ხოლო მწურთნელია აფრიკელი ნიკ მალითი, ვინც იტალიას მოძღვრავს.

>>>     ბარბაროსები - ზელანდია

<<    ბარბაროსები

ბეკ) 15 დრუ მიჩელი (ავს, 14 ჯო როკოთოკო (ზელ, 13 ჟაკ ფური (აფრ, 12 ჯემი რობერთსი (უელ, 11 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 10 მეტ გიტო (ავს, 9 ფური დიუპრე (აფრ /

ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი (იტა, 2 ბისმარკ დიუპლესი (აფრ, 3 ვ-პ ნელი (აფრ"უკეპო; 4 კარლო დელფავა (იტა, 5 ვიკტორ მეტფილდი კაპ (აფრ; 6 როქი ელსომი (ავს, 7 სხალკ ბერგერი (აფრ, 8 ჯორჯ სმითი (ავს)

მრქ) 22 ლი ჰაფ-პენი (უელ, 21 მორნე სტეინი (აფრ, 20 ვილ გენია (ავს / 16 სთივენ მური (ავს, 17 ტენდაი მთავარირა (აფრ; 18 კვენტინ ხელდენჰეისი (იტა, 19 ენდი პაუელი (უელ)

<<    ოლ ბლექსი

ბეკ) 15 ქორი ჯეინი, 14 ბენ სმითი, 13 ტამატი ელისონი, 12 ლუკ მაკალისთერი, 11 ზეკ გილდფორდი; 10 სთივენ დონალდი, 9 ბრენდონ ლეონარდი /

ფორ) 1 ვაიეთ ქროქეთი, 2 ქორი ფლინი, 3 ჯონ აფოა; 4 ჯეისონ ითონი, 5 ენთონი ბორიჩი; 6 ლაიემ მესამი, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 როდნი სოიალო

მრქ) 22 სიტივენი სივივატუ, 21 მაიკ დელენი, 20 ჯიმი ქოუანი / 16 ენდრიუ ჰორი, 17 ნემია ტიალატა; 18 ადამ თომსონი, 19 ტანერაუ ლატიმერი

<<    რეფ კრისტოფ ბერდოზი (სფრ)

შაბ 5/12 ლონდონი, თვიქნემი 18.15 საქ
გლობალზე 24.00, კვი 14.00

>>>     სამხრეთელთა გაცილება

ბარბაროსები -

ავსტრალია 9:6(1948) 11:6(1958) 11:17(1967) 19:7(1976) 30:37(1984) 22:40(1988) 20:30(1992) 12:39(1996) 35:49(2001) 11:18(2008) ^ სულ 10: 3-7

აფრიკა 3:17(1952) 6:0(1961) 12:21(1970) 23:15(1994) 31:41(2000) 22:5(2007) ^ სულ 6: 3-3

ზელანდია 5:19(1954) 3:36(1964) 6:11(1969) 23:11(1973) 13:13(1974) 16:18(1978) 10:21(1989) 12:25(1993) 19:47(2004) ^ სულ 9: 1-7*1

სულ 25: 7-17*1

<<< >>>