კივებმა კრიზისი დაძლიეს

   გაოლიმპიურება ერთობ მოუხდა შვიდკაცას: XI მსოფლიო სერიის სტარტზე გუნდები ლამის დაოთხილნი რომ ჩაუქობდნენ, ოთხივე მეოთხედფინალი მაგარი გამოვიდა, თასი კი შემართა ზელანდიამ, ვინც შარშანდელი, უტიტულო კრიზისი დაძლია.

შვიდკაცა შემდეგ, 2012 წლის, ლონდონის არა და 2016 წლის, რიოს ოლიმპიადაში კი შეიტანეს. ამის წყალობით თუ რარიგ მოიმატებს მთავრობათა მიერ რაგბის დაფინანსება, ალბათ გაისადვე ვნახავთ, ირბ-ის "მოხეტიალე ცირკის" პირველ, დუბაურ წარმოდგენაზე კი თვალში უკვე გეცემოდათ ტემპისა და მეტადრე აგრესიის ზრდა.

და მაინც, თუ რა დონეზე ავა რაგბის აქამდე სახალისო, აწ კი ოლიმპიური ნაირ-სახეობა შვიდ (!) წელში და მართლა თუ გამოიწვევს გლობალურ ბუმსა და სახელდობრ, დიდი ქვეყნების (ჩინეთი ინდოეთი შტატები რუსეთი) ოვალურად მოძლიერებას, მაგაზე ჯერჯერობით მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია.

რვა წამით ადრეღა

პარასკევს, პულებში, ღირს-შესანიშნავი არაფერი მომხდარა, შაბათ დილით კი ფიჯმა გააგდო სერიის ჩემპიონი აფრიკა, ზელანდიამ სირენამდე რვა წამით ადრეღა დაალელოვა კენია, ინგლისმა "ოქროს ლელოთი" ძლია არგენტინა, სამოამ კი ავსტრალიას 13-ქულიანი ფორა გაუბათილა და კიდიდან გატანილი გარდასახვით გაუსწრო.

ზელანდიამ ნახევარფინალში უსისხლოდ მოთამაშე ფიჯი ამოქოლა, ციცქნა სამოას კი ვეება ინგლისი თუმც ბოლომდე ეომა, მაინც დამარცხდა. "მანუ" ფინალში ჩამორჩა, მერე დაწინაურდა, მაგრამ "ოლ ბლექს სევენსმა" ბოლოს მაინც მოუგო (ლელოებით 4-2, აფრიკამ კი სინის ფინალში ვერაფერი მოუხერხა შვიდკაცაში მზარდ ოზებს.

ასპინძიდან მედინამდე

ირბ-ის ეტაპის გარდა, უდაბნოში გაშენებული "ზი სევენსის" მოედნებზე სამ დღეში 11 სხვა შეჯიბრიც გაიმართა. ჩვენგან იასპარეზეს მხოლოდ ქალებმა, რომელთა უმეტესობაც ოვალურ ბურთს ახლაღა ეზიარა და სხვაფრივაც, დიაცთა რაგბი საქართველოში უცხო ხილია - ამ სამი წლის წინღა დაინერგა.

ჩვენს გოგოებს აქამდე მოეხილათ ბაქო, ასპინძა და ორჯერ ბოსნია - ზენიცის "კამბერივიჩა პოლიე, ამჯერად კი შვიდ-ქალის მთლად მექაში თუ ვერა (მექა ჰონკონგია) მედინაში კი ამოყვეს თავი და თან სულ ინგლისურად მეტყველ და ამდენად, უკეთეს რაგბულ წიაღში გასწავლულებს ებურთავნენ.

ამის გამო თუ იყო, რომ გუნდმა პარასკევ დილა-საღამოს ოთხივე თამაში ბევრით წააგო, უსრული რეგლამენტის გადამკიდე კი სანუგეშო ფიალაზეც ვეღარ გაეჯიბრა იქეთა პულში ბოლო ადგილზე დარჩენილ "ბანგკოკელ ანგელოზებს (თაილანდი)

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

I ეტაპი. 4-5/12 დუბაი (არაბეთი)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ბ) ფიჯი 12:12 სამოა
(გ) ინგლისი 27:10 კენია
(დ) ზელანდია 38:10 არგენტინა
(ა) აფრიკა 29:0 ავსტრალია

<<    მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 5:17 ფიჯი (ბ2)
ზელანდია (დ1) 17:14 კენია (გ2)
ინგლისი (გ1) 17:12*დდ არგენტინა (დ2)
სამოა (ბ1) 28:27 ავსტრალია (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) აფრიკა 19:14 კენია (6)
    ავსტრალია 26:12 არგენტინა (6)

(თასი) ზელანდია 19:0 ფიჯი (16)
            სამოა 28:19 ინგლისი (16)

<<    ფინალი

ფარი (XIII) რუსეთი 17:14 პორტუგალია
ფიალა (IX) უელსი (4) 38:7 ზიმბაბვე
სინი (V) ავსტრალია (12) 7:0 აფრიკა (8)
თასი (I) ზელანდია (24) 24:12 სამოა (20)

ზელანდია: დი-ჯეი ფორბსი კაპ, ლოტე რაიკამბულა, ტომასი თამა, ბენ სუნესი, შერვინ სთაუერსი, კურტ ბეიქერი, ზარ ლორენსი * პოლ გრანტი, ონოსაი აუვაკა, თობი არნოლდი, სავე ტოკულა, ბაქსთონ პოპოალიკი ^ მწ) გორდონ ტიეჩიენსი

<<    გლობალზე

ბოლო ექვსი მატჩი (სამ საათად: სამ 12.00, ოთხ 17.00, ხუთ 01.30

<<    ქულა

24 ზელანდია (1თ: დუბაი; 20 სამოა; 16 ინგლისი ფიჯი; 12 ავსტრალია; 8 აფრიკა; 6 არგენტინა კენია; 4 უელსი

<<    გასამართია

11-12/12 ჯორჯი (აფრ * 2010: 5-6/02 ველინგთონი (ზელ) 13-14/02 ლას ვეგასი (აშშ; 19-21/03 ადელაიდა (ავს) 26-28/03 ჰონკონგი (ჩინ; 22-23/05 ლონდონი (ინგ) 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2009 (85 ეტაპი: 36 ზელანდია, 15 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა, 4 ავსტრალია, 3 სამოა, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

>>>    საერთაშორისო შვიდქალა

საქართველო - პულ) შოტლანდია 0:60, კენიის ძუ ლომები 0:41 * მაჩანჩალები 5:41, არაბეთი 0:54

მხფ) მოსკოვი 24:0 კენია, მაჩანჩალები 19:0 შტატები, თიუქსის ბანოვანები 27:19 არაბეთი, საფრანგეთი 14:0 შოტლანდია

ნხფ) მაჩანჩალები 10:7 მოსკოვი, საფრანგეთი 26:5 ბანოვანები * შტატები 26:5 კენია, შოტლანდია 19:0 არაბეთი

თასი) საფრანგეთი 19:0 მაჩანჩალები * სინი) შოტლანდია 15:5 შტატები

საქართველო: ელისო სურმანიძე, მარეხ მაისურაძე, ლია გვიანიძე, ნინო ელოშვილი, ანა პოღოსიანი, ნათია გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ეკატერინე ბალარჯიშვილი, შორენა გამსახურდია, ქეთევან ქობალია, ირინე ლეონიძე, ბელა გოგსაძე ^ ნატალია კურტანიძე (მნჯ, მარიამ ქველაძე (ექთანი, ზურაბ დუგლაძე (მწ)

<<< >>>