ჰაბანას ჰეთ-თრიკით

   ჩრდილოური ტესტების ჩაროზად, მსოფლიოს უპირველესმა წვეულმა კლუბმა, "ბარბაროსებმა" აფრიკელი ბრაიან ჰაბანას ჰეთ-თრიკით თვიქნემში ძლია დუბლი იმ "ოლ ბლექსისა, ბოლო ორ ევროპულ ტურნეზე ლელო რომ არ გაეშვა.

სამხრეთელი სტუმრის შოუთი გაცილება 1948 წელს საძირკველ- ჩაყრილი ბრიტანული ტრადიციაა. ბარბაროსები ზელანდიას მეათედ ებურთავნენ და ოდენ მეორედ მოუგეს, მათი პირველი, 1973 წლის, კარდიფული გამარჯვება (23:11) კი კლასიკადაა შერაცხული.

ბარბაროსთა ჯამური ნამსახურობა 925 კეპი იყო. 15-ეულში შვიდი აფრიკელი, ოთხი ავსტრალიელი, ორი აფრიკელი იტალიელი და ერთიც ფიჯელი ზელანდიელი მოხვდა, და მხოლოდ უელსელი შუამარბი ჯემი რობერთსი წარმოადგენდა ბრიტანეთს.

"ოლ ბლექსმა" ბობოლათაგან ათამაშა ოდენ კაპიტანი რიჩი მაკქოუ და ისიც შესვენებაზე შეცვალა. მაგ დროს ჰაბანას გრძელი სოლოებით უკვე ორჯერ დაელელოვებინა კივები:

პირველად მას შემდეგ, რაც ქორი ფლინის მიერ მიწაზე დადებული ბურთი ოზმა დრუ მიჩელმა აიტაცა და გაქუსლა, მეორედ კი სთივენ დონალდის პასის ჩაჭრისა და ხელებზე ათამაშებული ოვალის დამორჩილების კვალად.

ფრის შანსიღა

ბარბაროსებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ აფრიკელთაგან ფური დიუპრე მაკქოუმ შებოჭა, ხოლო ჟაკ ფური ბრენდონ ლეონარდმა. კივთა ლელოზე ხაზი ლუკ მაკალისთერმა გაჭრა და მეტობა ბენ სმითმა გამოიყენა.

ლუკმა მეორე ტაიმის დასაწყისში ოზი მეტ გიტოს გადაკიდებიდან გაქანებული ავსტრალიელივე, როქი ელსომი შებოჭა, მერე კი "ოლ ბლექსს" ზედიზედ ოთხჯერ მიეცა 5-მეტრა შერკინება, მაგრამ ლეონარდი ჰაბანამ გააჩერა.

საათის თავზე ზელანდიამ მაინც შეიტანა მეორე ლელო, მაგრამ მაიკ დელენმა გარდასახვა ააცილა (15:17. მატჩის ბედი გიტოს რეიდის შედეგად გადაწყდა: აფრიკელმა მორნე სტეინმა ფრთაზე ჰაბანა მიუშვა.

"ოლ ბლექსმა" სხვაობა გოლით ოთხამდე დაიყვანა, მერე სტეინმა შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის გატანით ფრის შანსიღა დაუტოვა კივებს, ბოლო შეტევაში კი როდნი სოიალო აფრიკელმა სხალკ ბერგერმა დასცა და ბურთის შეყოვნებისთვის დააჯარიმებინა.

>>>    ბარბაროსები 25:18 ზელანდია

ბარ: მიჩელი (მ.სტეინი 58) როკოთოკო ფური რობერთსი ჰაბანა (ჰაფ-პენი 71) <10-9> გიტო დიუპრე (გენია 64) / პერუჯინი (მთავარირა 41) ბ.დიუპლესი (მური 41) ნელი; დელფავა (ხელდენჰეისი 54) მეტფილდი კაპ; ბერგერი ჯ.სმითი (პაუელი 58) ელსომი - 3ლ: ჰაბანა; 2გ: გიტო; 2ჯ: გიტო სტეინი

ზელ: ჯეინი ბ.სმითი ელისონი (სივივატუ 41) მაკალისთერი გილდფორდი (თომსონი 65) <10-9> დონალდი (დელენი 41) ლეონარდი (ქოუანი 54-64 * 76) / ქროქეთი (ტიალატა 68) ფლინი აფოა; ითონი ბორიჩი; მესამი მაკქოუ კაპ (ლატიმერი 51) სოიალო - 2ლ: სმითი ბორიჩი; გ: დონალდი; 2ჯ: დონალდი დელენი

რეფ ბერდოზი (სფრ) ლონდონი, თვიქნემი (63 554)

0:3(5) 7:3(13) 7:10(25) 14:10(40+) /
17:10(57) 17:15(62) 22:15(69) 22:18(72) 25:18(78)

<<< >>>