მატიანით შეკრული ოვალი

   50 წლის თავს კი მიეძღვნა და ძაან დროულადაც დაიბეჭდა, მაგრამ სავაჭრო ქსელში ახლაღა, დეკემბრის ავდარში გამოჩნდა ქართული რაგბის ისტორიაში უსქელესი, 336-გვერდა, მთლად შავ-თეთრი წიგნი, 4 ლარადა და 80 თეთრად ღირებული "მატიანე"

შემდგენელი წინა-თქმაში აღნიშნავს, რომ წიგნის თავები თანდათან იწერებოდა და გაზეთ "ოლიმპში" და საითზე ქვეყნდებოდა; რომ ყოველი ნაკვეთი ჩვენი რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი თავ-გადასავლის თითო წელს აღწერს და რომ მატიანის შედგენით ოვალი შეიკრა, რაღაი კოლეგებს ადრევე გამოეცათ ნარკვევთა კრებული, ფოტო ალბომი და ბიოგრაფიული ცნობარი.

წიგნის მთავარი ღირსება ისაა, რომ სხვადასხვა ეპოქები ერთ ყალიბშია მოქცეული - სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებზე თხრობას შედეგები, ცხრილები და რაზმები მოყვება. საბჭოთა ხანის ძარღვია საკავშირო პირველობა, დამოუკიდებლობის ოცი წლისა კი - "ერთა თასზე" ბორჯღალოსნების ასპარეზობა და "ეროვნული" ჩემპიონატი.

თითქმის უდაო

ავტორი მობოდიშებით შენიშნავს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაცია მაინც ნაკლულია, და ამის ერთ-ერთ მიზეზად რაგბის ოდინდელ უცნაურობას ასახელებს, მაგრამ იმითაც ტრაბახობს, რომ "სულ რამდენიმე ქვეყანასა აქვს ჩვენებრ სრულყოფილი სანაკრებო სტატისტიკა" და რომ პირთა საძიებელი რაგბის თემის ბარემ 70 პროცენტს (ეგებ მეტსაც) ფარავს.

შემდგენელი წერს, დაე, წიგნი პირველი მიახლოება იყოს, საითს კი შედეგები, ცხრილები, რაზმები და ფოტოებიც ვუმატოთო. კავშირი და გაზეთი მავანთა გაწყრომას რომ აარიდოს, ავტორი ბრძანებს, მოვლენათა შეფასება ერთიანად ჩემეულიაო. ნაშრომი უმალ სათანადოდ დააფასა საჯარო ბიბლიოთეკამ და ელექტრო-რესურსებში, ერთ, ვეება პიდიფი ფაილად ატვირთა, 20-გვერდა საძიებლის ანალიზით კი "ოლიმპმა" ღვაწლ-მოსილნი ამაგის და მიხედვით დაახარისხა.

კრიტერიუმი სადა, ცხადი და თითქმის უდაო იყო - მატიანის თავებში პირის მოხსენიების ორ-ნიშნა ინდექსთა მიერ დაკავებული სტრიქონები. ჰოდა, ერთადერთი გამონაკლისის დაშვებით (ორმაგი გვარის ამოშლით) დავასკვენით, რომ თემს ჰყავს სამი (5-ხაზა) ბუმბერაზი, 14 (4-ხაზა) დიადი და კიდევ 77 (3-ხაზა) ამაგდარი, და რომ სტატისტიკაც არასოდეს ტყუის.

>>>     ქართული რაგბის ღვაწლმოსილნი

<<    სამი ბუმბერაზი

აბაშიძე გოჩა 65-09, ბენდიაშვილი თემურ 71-09, კილასონია დავით 68-06

<<    14 დიადი

კავთელაშვილი დუგლას 72-01, კევლიშვილი ბათუ 65-08, კიზირია ირაკლი 62-08, მგელაძე თამაზ 65-04, მგელაძე ლევან 77-09, მიქაბერიძე გელა 63-08, მოდებაძე გურამ 69-01

ნარიმანაშვილი პაატა 80-09, რეხვიაშვილი ზურაბ 67-96, სანებლიძე რამაზ 70-03, ღიბრაძე ავთო 73-09, ჭეიშვილი მალხაზ 79-09, ხამაშურიძე ბათლომე 76-00, ხარშილაძე ზურაბ 66-07

<<    77 ამაგდარი

აბაშიძე ნუკრი, აბუსერიძე ირაკლი, ავლასტიმოვი გივი, ალანია კახა, ანდღულაძე თამაზ, ასათიანი გიორგი, ბარძიმიშვილი გოჩა, ბერიაშვილი გიორგი, ბუგიანიშვილი გიორგი, ბუგიანიშვილი ნუგზარ, გაბრიჩიძე კახა

გეგენავა გუგა, გეგენავა ლაშა, გეგიძე ბიძინა, გიორგაძე ავთო, გიორგაძე აქვსენტ, გიორხელიძე ირაკლი, გიუნაშვილი გია, ზიბზიბაძე ბორის, თაქთაქიშვილი დავით, კაპანაძე ვალტერ, კეშელავა სერგო

კობახიძე კახა, კოროშინაძე მალხაზ, ლაზიშვილი კოკა, ლეჟავა ზაზა, ლილუაშვილი ბესო, ლიპარტელიანი ოლეგ, ლიპარტელიანი სპირიდონ, მაგრაქველიძე მამუკა, მაისაშვილი ლევან, მამრიკიშვილი ნიაზ, მაჩიტიძე კახა

მთიულიშვილი მევლუდ, მოდებაძე შოთა, მონიავა გაიოზ, მრელაშვილი გივი, მჭედლიშვილი ზურაბ, ნიჟარაძე მერაბ, ობოლაძე დიმა, პარწიკანაშვილი იოსებ, ჟორჟოლიანი ოლეგ, ჟღენტი მერაბ, რამიშვილი სერგო

რობიტაშვილი ნოდარ, რუხაძე თემურ, რუხაძე თენგიზ, სალთხუციშვილი თამაზ, სვანიძე რამაზ, სუთიაშვილი გოგი, სურმავა გიორგი, ტყეშელაშვილი მამუკა, ურუშაძე რატი, ფეტვიაშვილი ვახო, ფულარია დიმა

ფხაკაძე თამაზ, ქავთარაშვილი არჩილ, ქურდობაძე მიტო, ყიფიანი ნოდარ, შავგულიძე ამირან, შვანგირაძე ვახტანგ, შუბითიძე დათო, ჩავლეიშვილი დავით, ჩაჩუა მიშა, ცინცაძე თემურ, ძაგნიძე ემზარ

ძაგნიძე ნუგზარ, ძნელაძე დემირ, ჭუმბურიძე გია, ხამაშურიძე ბესიკ, ხარშილაძე მიშა, ხუადე თამაზ, ჯავახიშვილი გია, ჯანელიძე შავლეგ, ჯაფარაშვილი რეზო, ჯაფარიძე გია, ჯიმშელაძე პალიკო

<<< >>>