რეტროული ჰიბრიდი

   რაგბეთი სეზონს აჯამებს და ერთხმად აღიარებს, რომ ზეპური თამაში სანახაობრივად წახდა და ეს ირბ-ის მიერ უხეიროდ შედგენილ წესთა ბრალია. მაყურებლისა და სპონსორთა დაკარგვის კარს-მომდგარ საფრთხეს მახვშებიც ხედავენ, მაგრამ თავიანთ მიერვე დასახული გრაფიკის შეცვლა რომ ვერ ძალუძთ, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგღა თუ უწამლებენ სათაყვანო ბურთაობას.

წლის მთავარი მოვლენა სრულიად ბრიტანეთის "ლომების" აფრიკული ტურნე იყო. "ბოკემ" სერია 2-1 მოიგო და სამხრეთის "სამ ერზეც" უსიტყვოდ იჩემპიონა, მაგრამ ზამთრის პირზე დაღლა შეეტყო. ჩრდილოეთში წმიდათაწმიდა "ექვს ერზე" სლემით გაიმარჯვა ირლანდიამ, ირბ-ის რეიტინგში კი ზელანდია დაწინაურდა. ჰოდა, სამი "ოსკარი" - საუკეთესო მორაგბის, მწურთნელისა და გუნდისა სამ ქვეყანას თითოდ ერგო.

ირბ ჩრდილო-სამხრეთულ ხვანჯებში გაეხვია და მოჭიდავე ევროპელთა მოთხოვნით, მობურთალ "სამ ერელთა" ჯინაზე, მაისის ბოლოს ნაწილობრივ აღადგინა ძველი წესები. როგორც მერე გაირკვა, რეტროულ ჰიბრიდს ყველაზე უკეთ აფრიკა მოერგო. მავანმა კრიტიკოსმა შენიშნა, ცალ-განზომილებიანმა ბოკემ "დაარტყი და მიყევი" ისეც დაამუღამა, რომ თითქმის უბურთოდა და უპასოდ დააშამათა ზელანდია, ვინც რისკიან, ხელდახელ რაგბობაზე შეიშალაო.

აქეთ დაჯარიმდები

თუ თამაშის გაბერწების გამო თავიდან მხოლოდ სამხრეთელები არისხებდნენ საგანგაშო ზარებს, ნოემბერში ხმა აღიმაღლეს კონსერვატორმა ბრიტებმაც, რომელთაც "ოდითგან მიაჩნიათ, რომ გუნდის მონაგარი სამის ჯერადი უნდა იყოს, ანუ მარტო გოლებისგან შედგებოდეს. მათმა მესაყვირემ, მიკ ქლირმა "ტელეგრაფით" მოუწოდა ირბ-ს, რამე იღონეთ, თორემ თამაში კვდება, როგორც სანახაობა, და ეჭვადაცა მაქვს, რომ დამფრთხალ მონაწილეებსაც არა სიამოვნებთ ბურთისთვის უაზროდ ფეხის რტყმევაო.

ჟურნალისტის ჭკუაზე დადგნენ ინგლისელი დიადები, რობ ენდრიუ და ლოურენს დალალიო. მათი შეფასებით, რაგბმა განვითარების იმ სტადიას მიაღწია, რომ ბურთის ქონა წამგებიანია, რაღაი შეტევისას, ბოჭვაზე, მეტი ალბათობით აქეთ დაჯარიმდები და მეტოქე სამ ქულას შეირგებს, ყველაფრის თავი და თავი კი თურმე ისაა, რომ წესი მბოჭავს ნებასა რთავს, წამოდგომის თანავე ითამაშოს ბურთით, მაშინ როცა ზედახორაში ჩამარხული შებოჭილი ოვალის მცირე შეყოვნებისთვისაც კი ისჯება.

ბობოლებს ჰკითხავენ

ირბ-მა სამხრეთს თავის მიერვე შეთავაზებული და მისგან უკვე შეთვისებული საცდელი წესები რომ დაუყადაღა, ამის პასუხად კივები და ოზები ენა-მწარეობენ, ესაო და ჩხირ-კედელა მახვშები წესებს იმას დამართებენ ხოლმე, რასაც შიმპანზე "როლექსის" საათსო.

"ნიუ ზილენდ ჰეროლდის" აზრით, რაგბს გლობალური რევოლუცია თუ უშველის, "სქრამ კომი" კი ღადაობს, რაგბისა და ჩოგბურთის შერწყმით ახალი, ზე-სპორტი უნდა შეიქმნას და მასში თუ ფეხით დარტყმული ვერ დაგიბრუნა მეტოქემ, ერთბაშად 15 ქულა მოგემატებაო.

ხუმრობა იქეთ იყოს და ნოემბრის ტესტებში საშუალო ლელოიანობა 2,2-მდე დაეცა. ირბ გაისად, ექვსი წლის წინდელის დარად, ხელახლა დაიწყებს წესებზე ფიქრს და ფრანგი თავ-კაცის, ბერნარ ლაპასეს თანახმად, აზრს ისევ მხოლოდ ათ ბობოლა ქვეყანას დაეკითხება, ავტორიტეტები კი მახვშებს რამდენიმე გამოსავალს უკვე სთავაზობენ:

ჭიშკარი, ალალი, ჩარაქვა

ზელანდიელი ჯასთინ მარშალის აზრით, მბოჭავს ბურთზე თამაშის უფლება მას შემდეგღა უნდა მიეცეს, რაც წამოდგება, უკან გავა და ბრძოლაში ჭიშკრიდან ჩაებმება;

კივთა მწურთნელი სთივ ჰანსენი ბრძანებს, გადაკიდებულის "ალალზე" დაჭერა ძველებურად მთელ მოედანზე უნდა დავუშვათო;

დალალიოს კი ბოჭვის არეში ბურთის შენელების უებარ წამლად XX საუკუნისეული ჩარაქვის აღდგენა მიაჩნია. აკი ამბობს ლარი, მეტოქის ბუცების კვალი აქამდე მამჩნევია ზურგზეო!

>>>    ირბ პირველი დონე 2009

<<    ჩრდილოეთის "ექვსი ერი" (15)

  7/02 ინგლისი 36:11 იტალია
  ირლანდია 30:21 საფრანგეთი
  8/02 შოტლანდია 13:26 უელსი

14/02

საფრანგეთი

22:13

შოტლანდია

  უელსი 23:15 ინგლისი
15/02 იტალია 9:38 ირლანდია

27/02

საფრანგეთი

21:16

უელსი

28/02 შოტლანდია 26:6 იტალია
  ირლანდია 14:13 ინგლისი

14/03

იტალია

15:20

უელსი

  შოტლანდია 15:22 ირლანდია
15/03 ინგლისი 34:10 საფრანგეთი

21/03

იტალია

8:50

საფრანგეთი

  ინგლისი 26:12 შოტლანდია
  უელსი 15:17 ირლანდია

<<    ჩრდილოეთი სამხრეთში (6+3)

13/06 ზელანდია 22:27 საფრანგეთი
  ავსტრალია 31:8 იტალია

20/06

ზელანდია

14:10

საფრანგეთი

  ავსტრალია 34:12 იტალია
  აფრიკა 26:21 ბრიტანეთი

27/06

ზელანდია

27:6

იტალია

  ავსტრალია 22:6 საფრანგეთი
  აფრიკა 28:25 ბრიტანეთი

  4/07

აფრიკა

9:28

ბრიტანეთი

<<    სამხრეთის "სამი ერი" (9)

18/07 ზელანდია 22:16 ავსტრალია

25/07

აფრიკა

28:19

ზელანდია

  1/08 აფრიკა 31:19 ზელანდია
  8/08 აფრიკა 29:17 ავსტრალია

22/08

ავსტრალია

18:19

ზელანდია

29/08 ავსტრალია 25:32 აფრიკა
  5/09 ავსტრალია 21:6 აფრიკა

12/09

ზელანდია

29:32

აფრიკა

19/09 ზელანდია 33:6 ავსტრალია

<<    სამხრეთი ჩრდილოეთში (15)

31/10 ავსტრალია 19:32 ზელანდია

  7/11

ინგლისი

9:18

ავსტრალია

  უელსი 12:19 ზელანდია

13/11

საფრანგეთი

20:13

აფრიკა

14/11 იტალია 6:20 ზელანდია
  ინგლისი 16:9 არგენტინა
15/11 ირლანდია 20:20 ავსტრალია

21/11

იტალია

10:32

აფრიკა

  ინგლისი 6:19 ზელანდია
  უელსი 33:16 არგენტინა
  შოტლანდია 9:8 ავსტრალია

28/11

ირლანდია

15:10

აფრიკა

  შოტლანდია 6:9 არგენტინა
  უელსი 12:33 ავსტრალია
  საფრანგეთი 12:39 ზელანდია

<<     48 ტესტის ჯამი

გუნდი

  მ-წ*ფ

ქ%

რეიტ

ირბ#

ირლანდია

  6-0*1 93 8458 4

ზელანდია

10-4 71 9168 1

აფრიკა

  8-4 67 8859 2

საფრანგეთი

  5-5 50 8240 5

უელსი

  4-4 50 7989 8

ინგლისი

  4-4 50 8072 6

ავსტრალია

  6-7*1 46 8555 3

არგენტინა

  1-2 33 8055 7

ბრიტანეთი

  1-2 33 = =

შოტლანდია

  2-5 29 7659 9

იტალია

  0-10   0 7262 11

! ირბ: 10#ფიჯი 7591, 12#სამოა 7209

>>>    სეზონის რჩეულნი

ირბ: მოთამაშე რიჩი მაკქოუ (ზელ; მწურთნელი დეკლან ქიდნი (ირლ; გუნდი აფრიკის "ბოკე"

სქრამ.კომ: 15 ქარნი (ირლ, 14 ბოუ (ირლ, 13 ოდრისქოლი (ირლ, 12 რობერთსი (უელ, 11 ჰაბანა (აფრ; 10 კარტერი (ზელ, 9 დიუპრე (აფრ / 1 რობინსონი (ავს, 2 დიუპლესი (აფრ, 3 სმიტი (აფრ; 4 ბოთა (აფრ, 5 მეტფილდი (აფრ; 6 დიუზოტუარი (სფრ, 7 ბრიუსო (აფრ, 8 ჰიზლიფი (ირლ)

ნიუ ზილენდ ჰეროლდ: 15 ეშლი-კუპერი (ავს, 14 ჯეინი (ზელ, 13 ოდრისქოლი, 12 რობერთსი, 11 ჰაბანა; 10 კარტერი, 9 დიუპრე / 1 რობინსონი, 2 დიუპლესი, 3 კასტროჯოვანი (იტა; 4 ბოთა, 5 მეტფილდი; 6 დიუზოტუარი, 7 მაკქოუ (ზელ, 8 პარისე (იტა)

<<< >>>