ორი მალღობი რას ეყოფოდა?

   ევროპული საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეოთხე, შექცეული რაუნდის თორმეტიდან შვიდ წყვილში იმავე გუნდმა იმარჯვა, ვინც ერთი კვირის წინ, ალაგ-ალაგ კი მობურთალნი და მოსეირენიც ძაან შეაწუხა ზამთრის ავდარმა.

მაჩანჩალა იტალიელთა ორგზის ძლევა რომ კარგა ხნის ნორმაა, ნაღდი დუბლები გაახერხეს ირლანდიელებმა - "პერპინიანის" მჯობნმა "მანსთერმა" და თასის მფლობელმა "ლენსთერმა, "გინესის" პირველობაზე მოასპარეზე "ლანდონ აირიშმა" და "სეილ შარქსმა" და ბასკეთის "ბიარიცმაც, ვისაც პარასკევის ნაცვლად შაბათს მოუხდა რაგბობა და თანაც უელსის სხვა ქალაქში.

ბარდნიდა ედინბურგში, ყინავდა ტულუზში, სეილის ასპარეზზე კი ხილვადობა ისე გაუარესდა, რომ ერთი პირობა ბურთაობაც შეწყდა. "გლოსთერმა" მეორე ტაიმში შემოუბრუნა თამაში "გლაზგოს; აირიშმა და მანსთერმა წამატებულ დროშიღა დადეს პრემიის მომტანი მეოთხე ლელოები; ლენსთერმა შვიდჯერ გადაკვეთა კარის ხაზი, "ბრივს" კი რეფმა ოთხი კაცი გაუსინბინა.

ბელგიაში, ბრიუსელის "მეფე ბოდუენზე" (ყოფილი ეიზელი) ჩაიშალა პარიზის "სტადის" შეფის, მაგზ გაზინის მიერ ჩაფიქრებული კანკანიანი შოუ, რაღაი სტადიონის პერსონალმა სულ ორი მალღობი ჩართო და მინუს 11 გრადუსში წამხდარ მოედანს ვეღარ უშველა. გაზინმა დიდძალი ზარალი ნახა და ქალაქის ხელისუფლებს შემოწყრა, თამაში კი შემდეგ დღესღა შედგა პარიზის "ჟან ბუენზე" და ლიონელ ბოგზისმა შვიდი ცდით შვიდი გოლი შეუგდო "ალსთერს"

>>>     XV "ჰაინეკენის თასი"

მეოთხე რაუნდი (^ პრემია)

<<    პირველი პული

ტრევიზო^(იტა) 18:21 ნორსჰემპთონი (ინგ)

2ლ: მულიერი საჯ; გ: ბოტესი; 2ჯ: ხუსენი ბოტესი -
3ლ: დოუსონი კლარკი ლოზი; 3გ: მაილერი 2, გერათი სბ ნ.ბესთი

რეფ ფითსგიბონი (ირლ)
3:0(26) 3:7(39) /
3:14(46) 8:14(52) 11:14(56) 11:21(70) სბ(73ნ) 18:21(74)

პერპინიანი (სფრ) 14:37 მანსთერი^(ირლ)

ლ: გირადო; 3ჯ: იუმი, მელე 2 სბ შუსტერი -
4ლ: ფოგართი ჰერლი დეფილიერსი ჰაულითი; 4გ: ოგარა (1 3 4) ვორიქი; 3ჯ: ოგარა სბ ოგარა

რეფ პირსონი (ინგ)
3:0(5) 3:3(14) 3:10(24) 6:10(30) 9:10(35) /
9:13(44) 9:16(48სბ) სბ(54მ) 9:23(60) 14:23(68) 14:30(74) 14:37(80+პ)

ქულა: მნს 15, ნრს 13, პრპ 6, ტრვ 5

<<    მეორე პული

დრეგონზი (უელ) 8:26 ბიარიცი (სფრ)

ლ: ფასელი; ჯ: არლიჯი სბ ბრუ -
2ლ 2გ 3ჯ: იაშვილი; ა: ტრაი

რეფ როლანი (ირლ)
0:3(5) 5:3(7) 5:6(17) 8:6(40) 8:9(40+) /
სბ(50დ) 8:12(52ა) 8:19(59) 8:26(79)

გლოსთერი (ინგ) 19:6 გლაზგო (შტლ)

2ლ: შარფლზი ბრაუნი; 3ჯ: ნ.რობინსონი სბ ჰეიზელი -
ჯ ა: პარკსი

რეფ გარსეზი (სფრ)
0:3(13სბ) 0:6(27ა) /
3:6(44) 6:6(51) 11:6(59) 14:6(66) 19:6(71)

ქულა: ბრც 18, გლს 8; დრგ გლზ 5

<<    მესამე პული

ოსფრიზი^(უელ) 45:19 ვიადანა (იტა)

6ლ: ბოუ (1 5) ტიატია პარკერი ოუენი ვოქერი; 6გ ჯ: ბიგარი სბ ჰიბარდი -
ლ: ქვინელი; გ 4ჯ: ლოუ სბ ხელდენჰეისი

რეფ ბერდოზი (სფრ)
3:0(8) 3:3(10) 10:3(25) სბ(31ვ) 17:3(33) 24:3(38) 24:6(40+) /
31:6(43პ) 31:9(49სბ) 31:12(59) 38:12(71) 38:19(73) 45:19(75)

ლესთერი (ინგ) 20:15 კლერმონი^(სფრ)

2ლ: ალენი ჰემილთონი; 2გ 2ჯ: ფლადი -
2ჯ 3ა: ბრ.ჯეიმზი

რეფ ოუენსი (უელ)
3:0(14) 3:3(20ა) 6:3(22) 6:6(26ა) 13:6(30) 13:9(40+) /
13:12(66ა) 20:12(76) 20:15(78)
^ ზირაქაშვილი (კლრ) 71. წუთზე შეცვალეს

ქულა: ოსფ 16; ლსთ კლრ 12; ვდნ 0

<<    მეოთხე პული

ედინბურგი (შტლ) 9:6 ბასი^(ინგ)

3ჯ: პატერსონი - 2ჯ: ნ.ლითლი

რეფ პუატე (სფრ)
3:0(3) 3:3(22) 3:6(31) 6:6(33) / 9:6(63)

სტადი (სფრ) 29:16 ალსთერი (ირლ)

2ლ: შარჟევსკი კეიზერი; 2გ 5ჯ: ბოგზისი -
ლ: თრიმბლი; გ 3ჯ: ი.ჰამფრიზი

რეფ სმოლი (ინგ)
0:3(3) 3:3(5) 10:3(10) 10:6(15) 13:6(17) 16:6(23) 19:6(33) 19:9(38) /
22:9(61) 29:9(67) 29:16(70)

ქულა: სტდ 13; ედნ ალს 9; ბას 6

<<    მეხუთე პული

ტულუზი (სფრ) 23:7 კარდიფი (უელ)

ლ: დიუზოტუარი; 5ჯ ა: მიშალაკი სბ ალვასეტე -
ლ: ფილისე; გ: ბლერი სბ ტიტო პაუელი

რეფ ლუისი (ირლ)
3:0(13სბ) 8:0(26) 8:7(31) სბ(37ტ) /
11:7(45სბ) 14:7(55ა) 17:7(61) 20:7(70) 23:7(77)

სეილი (ინგ) 21:17 ჰარლიქვინზი^(ინგ)

2ლ: კოიამაიმბოლე რობერთსი; გ 3ჯ: ჰოჯსონი -
2ლ: ევანსი ქროული; 2გ ჯ: ევანსი

რეფ ქლენზი (ირლ)
5:0(4) 5:7(9) 5:14(29) 8:14(40+) /
11:14(44) 18:14(56) 18:17(62) 21:17(67)

ქულა: ტლზ 14, სელ 13, კრფ 9, ჰრლ 2

<<    მეექვსე პული

ლენსთერი^(ირლ) 39:7 ჰლანეჰლი (უელ)

7ლ: ქარნი (1 2) ჰორგანი დარსი (4 6) ოდრისქოლი (5 7) 2გ: ბერნი -
ლ: ფრისთლენდი; გ: სთ.ჯოუნზი

რეფ ბარნსი (ინგ)
5:0(8) 10:0(23) 15:0(38) /
22:0(47პ) 27:0(57) 34:0(60) 34:7(67) 39:7(73)

აირიში^(ინგ) 34:13 ბრივი (სფრ)

4ლ: ჰოუმერი მაპუსუა სევეალიკი დ.არმითიჯი; 4გ: მელოუნი 3, ლემი; 2ჯ: მელოუნი -
ლ: ნამი; გ 2ჯ: ორკერა სბ ეისი ბარნარდი ნუნი სპედინგი

რეფ ჯოუნზი (უელ)
7:0(11) 7:3(14) 7:6(16) 10:6(19) 13:6(31) სბ(34ბ) 20:6(35) /
სბ(52ბ) სბ(54ბ) 27:6(61) სბ(74ბ) 27:13(79) 34:13(80+პ)
^ დავით ხინჩაგიშვილი (ბრვ) შესვენებაზე შეცვალეს

ქულა: ლნს აირ 15; ჰლნ 8; ბრვ 0

<<    განრიგი

პულური რაუნდები:
2010 15-17 * 22-24/01
მეოთხედფინალი 9-11/04,
ნახევარფინალი 1-2/05,
ფინალი 22/05 (სან დენი)

<<< >>>