15 წლის თავზეღა

   უნაღდეს ზეპურ, სამხრეთულ რაგბში ახალი ეპოქა 2011 წელს, ზე 15-ით დაიწყება, მანამდე კი, გაისად, ერთი კვირის შუალედით დავიგემოვნებთ ევროპული, სანაკრებო "ექვსი ერისა" და ბოლო ზე 14-ის საწყის რაუნდებს.

წლეულს "ექვსი ერი" მარტში, სლემით მოიგო ირლანდიამ, ზე 14 კი მაისში, პრეტორიის (აფრიკა) "ბულზმა. აფრიკისვე "ბოკემ" სექტემბერში გაიმარჯვა "სამ ერზე, ოქტომბერში კი ამ ტურნირის საგაისო კალენდარი გამოქვეყნდა. ზე 14-ის საათობრივი განრიგი სექტემბერშივე შეთანხმდა, "ექვსმა ერმა" კი საქმეს თავი ჯერ კიდევ აპრილში დაადგა, მაგრამ მედიისთვის ახლაღა, წლის ბოლოს გახდა უპრიანი საგაისო მენიუს თავ-მოყრა.

<<    16-04    ზე 15, ოღონდ როგორი?
<<    20-05    ყველაფერზე მორიგდნენ

2011 წლიდან ზე 15 რომ ჩატარდება, ეგ აპრილ-მაისში გადაწყდა და დეტალურადაც დაზუსტდა, მაგრამ ასამატებელი გუნდის შესარჩევი ტენდერი ოქტომბერში პატით დასრულდა: აფრიკა - ზელანდია - ავსტრალიის ალიანსმა (სანზარ) ვერ გადაწყვიტა, ახალი კერა ზანგურ პორტ-ელიზაბეთში (აფრ) უნდა შექმნილიყო თუ მელბურნში (ავს) რის გამოც საკითხი "დამოუკიდებელ მსაჯულებს" გადაეცათ.

ამეებად აირჩიეს ზელანდიელები, "ოლ ბლექსის" ძველი, 1987 წლისეული კაპიტანი დევიდ ქერქი და პენსიონერი ვექილი, ბარი პატერსონი. ამათ გულდასმით შეისწავლეს დოკუმენტები და შუა ნოემბერში, როცა ავსტრალია დუბლინში უნდა შებმოდა ირლანდიას, დაასკვნეს, რომ თუ ახალი გუნდი მელბურნში დაიდებს ბინას, მაგით ტელე-სარფი ხუთ წელში 15-20 მილიონით მეტი გამოვა.

შეუძლებელი არაფერია

სანზარი ცივილიზებული სამყაროს ნაწილია და ამად, მსაჯულთა განჩინება ორივე მხარემ ცნო. მელბურნის არჩევით სამართალმაც პური ჭამა: თუ აფრიკის წილი ზე 12-დან ზე 14-მდე განვრცობით, ალიანსის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ გაუტოლდა ზელანდიისას, ავსტრალია თანასწორ-უფლებიანობას პროფესიული რაგბის ჩასახვიდან 15 წლის (!) თავზეღა ეღირსება.

ოზებმა კულუარული გამარჯვებით გაიხარეს. საქმე ისაა, რომ მელბურნი ქვეყნის სპორტული დედაქალაქია - მანდ ტარდება 18-კაცა, ეროვნული ფეხბურთის (ოზი რულზი) დიდი ფინალი, კრიკეტის საშობაო ტესტი, ჩოგბურთის ღია პირველობა, ფორმულა 1-ის ეტაპი და უდიდესი დოღიც. რაგბი ქალაქში აქამდე დაჩაგრული იყო, ამიერიდან კი "რებელზი" (მეამბოხენი) ახალ, ფორმითა და სახელადაც "მართკუთხა სტადიონს" აითვისებს 13-კაცა ლიგის ჩემპიონ "სტორმთან" და 11-კაცა სოკერის (ევრო-ფეხბურთი) "ვიქტორისთან" ერთად.

ზე 15-ის დასი სამ, 5-გუნდა კონფერენციად რომ დაიყოფა, მაგით სეზონში 20 ოზური შინაომი მოგროვდება, რაც კომერციული წარმატების საწინდარია. მელბურნის გუნდი ცარიელ ადგილზე რომაა შესაქმნელი, კავშირი მისთვის გამონაკლისს უშვებს და ვიდრე ფეხზე დადგებოდეს, ორის ნაცვლად ათი (!) უცხოელის ყოლის ნებას დართავს.

"რებელზმა" თვალი უკვე დაადგა სახელიან მობურთალებს, ინგლისელ ჯონი ვილქინსონსა და ზელანდიელ ჯასთინ მარშალს, ის კი, რომ უმდიდრეს მელბურნში შეუძლებელი არაფერია, "სტორმმა" დაამტკიცა - არსებობის მეორე წელსვე პრემიერი გახდა!

>>>    ბობოლათა ტესტ-რაგბი 2010

<<    ჩრდილოეთის "ექვსი ერი" (საქ დროით)

  6/02 ირლანდია - იტალია 18.30
  ინგლისი - უელსი 21.00
  7/02 შოტლანდია - საფრანგეთი 19.00

13/02

უელსი

-

შოტლანდია

18.00

  საფრანგეთი - ირლანდია 20.30
14/02 იტალია - ინგლისი 18.30

26/02

უელსი

-

საფრანგეთი

24.00

27/02 იტალია - შოტლანდია 17.30
  ინგლისი - ირლანდია 20.00

13/03

ირლანდია

-

უელსი

18.30

  შოტლანდია - ინგლისი 21.00
14/03 საფრანგეთი - იტალია 18.30

20/03

უელსი

-

იტალია

18.30

  ირლანდია - შოტლანდია 21.00
  საფრანგეთი - ინგლისი 23.45

<<    ჩრდილოეთი სამხრეთში

12/06 ზელანდია - ირლანდია ნიუ პლიმუთი
  ავსტრალია - ინგლისი პერთი
  აფრიკა - საფრანგეთი  
  არგენტინა - შოტლანდია ტუკუმანი
19/06 ზელანდია - უელსი დანიდინი
  ავსტრალია - ინგლისი სიდნეი
  აფრიკა - იტალია ვიტბანკი
  არგენტინა - შოტლანდია მარ დელ პლატა
26/06 ზელანდია - უელსი ჰემილთონი
  ავსტრალია - ირლანდია ბრისბენი
  აფრიკა - იტალია ისთ ლანდონი
  არგენტინა - საფრანგეთი ბუენოს აირესი

<<    სამხრეთის "სამი ერი"

10/07 ზელანდია - აფრიკა ოქლენდი
17/07 ზელანდია - აფრიკა ველინგთონი
24/07 ავსტრალია - აფრიკა ბრისბენი
31/07 ავსტრალია - ზელანდია მელბურნი
  7/08 ზელანდია - ავსტრალია ქრაისთჩერჩი

21/08

აფრიკა

-

ზელანდია

იოჰანესბერგი

28/08 აფრიკა - ავსტრალია პრეტორია
  4/09 აფრიკა - ავსტრალია ბლუმფონტეინი
11/09 ავსტრალია - ზელანდია სიდნეი

>>>    ბოლო ზე 14

პირველი რაუნდი

პარ 12/02 ბლუზი (ზელ - ჰარიკენზი (ზელ, ფორსი (ავს - ბრამბიზი (ავს, ჩიტაზი (აფრ - ბულზი (აფრ)

შაბ 13/02 კრუსეიდერზი (ზელ - ჰაილენდერზი (ზელ, რედსი (ავს - ვორათაზი (ავს, ლაიონზი (აფრ - სტორმერზი (აფრ, შარქსი (აფრ - ჩიფსი (ზელ)

ფინალი: შაბ 29/05

<<< >>>