2009 წლის მონაგარი

მატება საიუბილეოდ

ქართული რაგბი (გია ნიჟარაძე) ერთობ იზარდა სახელმწიფო დაფინანსებისა და ირბ-ული შეწევნის წყალობით.

ბორჯღალოსნებმა (თიმ ლეინი) კვლავ დაუმარცხებლად გალიეს ერთა თასი, მესამედ იჩემპიონეს და მსოფლიო თასზე მესამედვე გასასვლელად ძალუმი ნაბიჯი გადადგეს.

კაცთა ეროვნული პირველობა (ნიაზ მამრიკიშვილი) ორ ლიგად, გამართულად ჩატარდა. პირველად მოეწყო დუბლების შეჯიბრი. ჭაბუკთა ლიგებშიც (მალხაზ კოროშინაძე) ისე იმატა მონაწილეთა რიცხვმა, რომ რაგინდარა ასაკის 56 გუნდი სისტემატურად რაგბობდა.

ოვალური ბურთი დაინერგა ჯარში. შედგა ბავშვთა წურთნის პროგრამა (რიჩი დიქსონი; ბლომად მოეწყო ფესტივალი (ილია მაისურაძე; გაჩაღდა საითის გადასხვაფერება, სინათლისა და შევარდენის სტადიონთა განახლება, და 50-წლიანი მატიანეც წიგნად გამოიცა.

ქართული რაგბის იუბილე არგენტინელთა ძლევით აღინიშნა. სამი ასაკობრივი ნაკრები თითოჯერ გავიდა საზღვარგარეთ. ექვს ტურნირში იჩაუქა შვიდკაცამ და ორში შვიდქალამ; შინაურ ასპარეზზე კი ტრიპლი (ჩემპიონობა თასი სინი) ლელომ (ლევან მაისაშვილი) შეასრულა.

შვიდკაცა და რეტრო

მსოფლიო რაგბში (ბერნარ ლაპასე) კარგი მოხდა ის, რომ ოვალურ-ბურთა თამაში, შვიდკაცის სახით, ოლიმპიადის პროგრამას 92-წლიანი არ-ყოფნის შემდეგ ჩაემატება, ხოლო ცუდი ისაა, რომ ბეცი ირბ ნაწილობრივ მიუბრუნდა ძველ წესებს, რითაც ზეპური ბურთაობა სანახაობრივად და შინაარსითაც წახდა - ფეხოსნობისა და მიწაზე ჭიდილის გულის-გამაწვრილებელ ნაზავად იქცა.

ჩრდილოეთში ირლანდიამ იძალა, სამხრეთში კი აფრიკამ. "სამყურებმა" მოიგეს "ექვსი ერი, "ლენსთენმა" საკლუბო "ჰაინეკენი, "ბოკემ" "სამი ერი" და "ბულზმა" რეგიონული ზე 14. გადაწყდა ამ ტურნირის ზე 15-ად განვრცობა მელბურნის ამატებით; სიტყვით არგენტინაც მიიწვიეს "ოთხი ერის" შესაქმნელად, ირბ-ის რეიტინგს კი საახალწლოდ კვლავაც ზელანდია მოწინავეობს.

2009 წლის დღიური

>>     თებერვალი

7. "ერთა თასზე" საქართველომ გერმანია ჰაიდელბერგში 38:5 მოსრა

14. ეროვნულზე, ერთა თასზე, წამატებულ დროშიღა გავუფრევეთ თამაში პორტუგალიას 20:20

28. მადრიდში, ერთა თასზე, ესპანეთი 8-ჯერ დავალელოვეთ 55:11

>>     მარტი

7. დუბაიში, შვიდკაცის V მსოფლიო თასზე, საქართველომ 21-ე ადგილი გაიყო, უელსმა კი სენსაცია მოახდინა და თასი შემართა

12. გამოქვეყნდა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი, VII მსოფლიო თასის განრიგი

14. რუმინეთი ეროვნულზე, ერთა თასზე 28:23 ვძლიეთ და ზედიზედ მესამედ შევმართეთ "ანთიმოზ ივერიელის თასი"

21. "ექვს ერზე" ირლანდიამ უელსი სტუმრად 17:15 ძლია და 61 წლის შემდეგ კვლავ სლემით იჩემპიონა

22. მარიუპოლში, ერთა თასზე, მეთეთრმეტედაც, 29:21 ვძლიეთ რუსეთი და პირველი წრე ლიდერებად დავასრულეთ

>>     აპრილი

1. ფირა აერ-მა ერთა თასი პოსტ-ფაქტუმ მოგვანიჭა

11. 18 წლამდელთა ნაკრებმა ტულონში 18:3 ძლია იტალია და ევროპის პირველობის ელიტაში დარჩა

15. შინაური პირველობის სტარტზე ელიტაში ამოსულმა რუსთავმა 18:13 დაამარცხა ჩემპიონი ლოკომოტივი

>>     მაისი

9. 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის უბობოლებო პირველობის ფინალი მადრიდში 20:27 წააგო რუმინეთთან

13. ირბ-ის აღმასკომმა 23 მაისიდან მთელ რაგბეთში შემოიღო ერთიანი, რეტრო წესები

23. ევროპული "ჰაინეკენის თასის" ფინალში ირლანდიის ლენსთერმა ედინბურგში 19:16 ძლია ინგლისის ლესთერი

30. სამხრეთული ზე 14-ის ფინალში აფრიკის ბულზმა შინ 61:17 დაანგრია ზელანდიის ჩიფსი

31. ირბ-ის შვიდკაცის მეათე სეზონის ჩემპიონი აფრიკა გახდა

>>     ივნისი

6. "ჩერჩილის თასის" სტარტზე საქართველომ დენვერში კანადასთან 10:42 წააგო

14. ჩერჩილის თასზე ირლანდიის დუბლმა 40:5 მოგვიგო

21. ჩერჩილის თასის ფინიშზე შტატებთან 13:31 წავაგეთ და ბოლო ადგილზე გავედით

27. აფრიკის ბოკემ პრეტორიაში შორი ჯარიმით 28:25 ძლია ბრიტანეთის ლომები და სერიაში გამარჯვება დაიბევა

>>     ივლისი

12. საქართველომ ჰანოვერში, "ევრო შვიდკაცაზე" მეხუთე ადგილი დაიჭირა და სინი აიღო

28. ირბ-მა მსოფლიო თასის მასპინძლობა 2015 წელს ინგლისს, ხოლო 2019 წელს იაპონიას დააკისრა

>>     აგვისტო

13. ბერლინში შეკრებილმა სოკ-ის აღმასკომმა შვიდკაცა რაგბი 2016 წლის ოლიმპიადაში ჩართვის კანდიდატად დაამტკიცა

22. "სამ ერზე" ზელანდიამ სიდნეიში 19:18 ძლია ავსტრალია და "ბლედისლოუს თასი" ზედიზედ მეშვიდე წლით დაიბევა

>>     სექტემბერი

12. აფრიკამ ზელანდია სტუმრად, ჰემილთონში 32:29 ძლია და სამ ერზე ვადამდე იჩემპიონა

19. ლელომ შევარდენზე 27:20 ძლია ლოკომოტივი და პირველივე ცდით მოიგო სინი

>>     ოქტომბერი

9. კოპენჰაგენში, სოკ-ის 121-ე სესიაზე, შვიდკაცა 2016 წლის, რიოს ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს

10. ვაკეში, შინაური პირველობის დიდ ფინალში, ლელომ 15:6 ძლია ბათუმი და "ბზის თასი" შემართა

31. 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ალაფის ფინალი კუიმბრაში 3:16 წააგო იტალიასთან და მსოფლიო ალაფაზე ვერ გავიდა

>>     ნოემბერი

14. ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვან იუბილეზე ბორჯღალოსნებმა ეროვნულზე 24:22 ძლიეს არგენტინის იაგუარები

14. 13-კაცა ლიგის "ოთხი ერის" ფინალში ავსტრალიამ ლიდსში 46:16 გააბურთავა ინგლისი

20. ბორჯღალოსნებმა წლის ბოლო ტესტი უდინეში 7:8 წააგეს იტალიის დუბლთან

28. ზელანდიამ მარსელში 39:12 დალახვრა საფრანგეთი და წელი ირბ-ის რეიტინგის კენწეროში დაასრულა

29. ვაკეში ლელომ ლოკომოტივს 23:22 მოუგო თასის ფინალი და დუბლი შეასრულა

<<< >>>