ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

ერთა თასი
წინა

პარ
27-02
23:05

დავჯაბნოთ, დავარტყათ, დავალელოვოთ

   უკეთესობის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა და მეტად ნუღარც 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე დაგვცდენოდეს ფეხი. ფორვარდებით დაგვეჯაბნოს ესპანეთი და ბეკებით დაგველელოვებინოს. მეტიც, დასარტყამი ჯარიმები კარში დაგვერტყას, გაგვეტანოს და მარაგი შეგვექმნას! აი ყველაფერი, რასაც ვნატრულობთ ბორჯღალოსანთა და დასავლეთ იბერიელი ლომების საშაბათო, მადრიდული შებმის წინ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
26-02
23:
30

გენიოსები თუ იდიოტები?

   ბობოლა "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ორი მაგარი თამაშია და ერთიც ისე რა. შეჯიბრის საუკუნოვან ისტორიაში პირველად, რკენა პარასკევ ღამით ტარდება და თუ საფრანგეთი უელსთან წააგებს, პირველობის შანსს დაკარგავს. ლიდერი ირლანდია გრანდიოზულ "ქროქერზე" იღებს ინგლისს, იტალიის აფრიკელ გურუს, ნიკ მალითს კი მიაჩნია, რომ მოლის წაქცევის დაშვებამ რაგბს ავნო  >>>

პარასკევიდან კვირამდე

   ამ კვირაში ჭრელზე ჭრელია "გლობალის" ოვალურ ბურთა რეპერტუარი  >>>

ოთხ
25-
02
22:
45

ოთხი კლუბი და ლეგიონი

   დუბაიში, მსოფლიო თასზე მიმავალი "ქართული შვიდკაცის" შემადგენლობა თითქმის დადგინდა. კახა ალანიამ და გიორგი ასათიანმა კავშირს ირბ-ში უკვე გააგზავნინეს 13-კაცა სია, რომლიდანაც ტურნირის წინ ერთ კაცს ამოშლიან, და ყოველი შემთხვევისთვის, სამი მოთამაშეც მარქაფად დაიბევეს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

სამ
24-
02
2
3:20

უპატრონოდ, უწესოდ, უმედლოდ

   @   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით თარს 1979 წელს, რომელშიც სრული განუკითხაობა სუფევდა: საკავშირო სტრუქტურამ ლოკომოტივი არ აჩემპიონა; ელვა უსახელოდ დაიშალა; რესპუბლიკური პირველობა არ გამართულა; ახალგაზრდული კი ორმა გუნდმა მიატოვა  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
23-
02
24:10

ბულზმა ბლუზი გათელა

   სამხრეთული ზე 14-ის მეორე რაუნდის ექვს მატჩში წაგებულმა გუნდმა გარჯისთვის კომპენსაცია მიიღო, მოგებულთაგან კი მეოთხე ლელოს გატანა შეძლო მხოლოდ შარშანწინდელმა ჩემპიონმა, აფრიკის ბულზმა და კიბესაც კენწეროში მოექცა  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
22-
02
24:55

ბენდიაშვილი თან ახლავთ

   "ერთა თასზე" ზედიზედ მესამე შაბათს მობურთალმა პორტუგალიამ თავისსავით გათანგული გერმანია ბოლო მეოთხედში სამჯერაც დაალელოვა და 2011 წლის მსოფლიო თასზე რეპეშაჟის გავლით გამსვლელ მესამე ადგილში შეეზიარა საქართველოს, ვისაც ესპანეთში თვით თემურ ბენდიაშვილი გაყვა  >>>

საითი განახლდება კვი 22-02 საღამოს

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
18-
02
24:
20

მეორედაც კალიფორნიაში

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეოთხე ეტაპი შტატებში მოიგო არგენტინამ, სერიის კიბეზე კი წინა, ზელანდიის ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი ლიდერ სამხრეთ აფრიკას დაეწია. 8-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ ჯერჯერობით ვერსად იპირველა, მომდევნო, ჰონკონგის ეტაპამდე კი 5-7 მარტს, დუბაიში, მსოფლიოს თასია გასათამაშებელი  >>>

მაინც მსუყე მენიუ

   დამდეგ უქმეებზე ელიტარულ ექვს ერსა და ჩვენს ერთა თასზე ტურები არაა, მაგრამ "გლობალის" კვირეული ოვალურ-ბურთა მენიუ მაინც მსუყეა  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
17-
02
24:55

სადაურიც მსაჯია!

   სამხრეთული ზე 14-ის პირველ რაუნდში სამის გარდა ყველა გუნდმა აიღო პრემია; შვიდიდან ოთხ მატჩში სტუმარმა იმარჯვა, ოთხივე არა-დარბი კი იმ ქვეყნის კლუბმა მოიგო, საიდანაც მსაჯი იყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
16-
02
24:
25

ოდენ გაუძალიანდნენ

   ბობოლა "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ჩემპიონ უელსს გაუძალიანდა ინგლისი, ირლანდიას იტალია, საფრანგეთს შოტლანდია, მაგრამ ბოლოს მაინც ახდა ყველა პროგნოზი. ჰოდა, შეჯიბრს ორ-ორი მოგებით ლიდერობენ უელსი და ირლანდია, რომელნიც ტურნირის ბოლო მატჩში, კარდიფში დაბარებულებივით შეიბმებიან  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
1
5-02
20:55

სავალალოდ არა-ეფექტურად

   სანახევროდღა აგვიხდა წინასწარ-მეტყველება: პორტუგალიას თამაშით ხომ ვერ ვაჯობეთ და თუ კრივის ცნებებს მოვიშველიებთ, ვეღარც მძიმე წონოსნებმა დავიბრიყვეთ საშუალონი. ამეების გამო რაგბი დასრულდა ფრედ, "ერთა თასზე" ლიდერები ვერ გავხდით და "ნახევარი მოგებაც" მოვისაკლისეთ, რაც ორ-ორი წლისა და წრის ჯამში, მსოფლიო თასზე გასვლის ჭრილში, შეიძლება მწარედ ვინანოთ  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

პარ
13-
02
24:55
[09:50]

სიახლეთა შემჩნევის იმედად

   ჩრდილოელ მეზობელთან უბრად ყოფნის გამო, ჩვენს ფანობას "ერთა თასის" დოზა შეუმცირდა. ორ წელში ხუთი საშინაო თამაში გვერგებოდა, ახალ ვითარებაში კი, წლეულსა და გაისად, თებერვალსა და მარტში, თითო უნდა ვიკმაროთ. ამ ოთხიდან პირველი შაბათს, დღის ოთხზეა ეროვნულზე - პორტუგალიას ვერაგბებით  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
12-
02
23:1
0

პარასკევს გადაწყდება

   ბობოლა "ექვსი ერის" მეორე რაუნდისთვის სტარტზე წაგებულებმა ერთი მესამედით შეცვალეს დამწყებნი, მოგებულებმა კი თითქმის იგივე 15-ეულები დაასახელეს  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
11-
02
22:
20

მეექვსედ გაატანეს

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მესამე ეტაპის პულებში სენსაცია მრავლად მოხდა და ფინალშიც ინგლისმა სირენის შემდეგ დაალელოვა მასპინძელი ზელანდია, მარტის დამდეგს, დუბაიში დანიშნული მსოფლიო თასისთვის კი წუთობრივი განრიგი გამოქვეყნდა  >>>

რაგბი ამოსარჩევად

   პარასკევ საღამოდან მოყოლებული "გლობალზე" იმდენი და იმდენ-გვარი რაგბია, რომ სათანადო დაკვალიანების გარეშე, ფანობას არჩევანის სწორად გაკეთება გაუჭირდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წარდგენა
განრიგი 2009
წინა

სამ
10-
02
23:5
5

ცოტათი სხვა-ნაირი

   ზეპური რაგბის აქაურ ტელე-ქომაგებს მოახლოებული ზეიმი ახარებთ: პარასკევს მეთოთხმეტედ იწყება სამხრეთული ზე XX, რომელშიც მეოთხე წელია, სამი ბობოლა ქვეყნის 14 გუნდი მონაწილეობს და იმის მიუხედავად, რომ ვარსკვლავთა გვარიანი წილი საშოვარზე ევროპასაა წასული, ტურნირი კვლავაც საამოდ საცქერია  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
9-
02
[24:5
5]

ჯეელობა გაიხსენა

   ბობოლა "ექვსი ერის" სტარტზე ჩემპიონმა უელსმა სტუმრად კლასიანად გააბურთავა შოტლანდია და ირბ-ის რეიტინგში პირველად ავიდა მეოთხე ადგილზე; ირლანდია ლაღ თამაშში აყვა საფრანგეთს და შანსები მეტოქეზე უკეთ გამოიყენა; ინგლისმა კი იოლად, მაგრამ უღიმღამოდ დაამარცხა იტალია, ვინც მწურთნელის ძნელად ასახსნელმა ავანტიურამაც დაღუპა  >>>

შემდეგი

ერთა თასი

წინა

კვი
8-
02
19:10

დაქანცეს და დაალელოვეს

   რაგბს თავისი წეს-კანონი აქვს. სტუმრად და თანაც ავდარში, იოლად ვერ მოუგებ მეტოქეს, ვინც ელიტაში ამოსულა და იმის დამტკიცება სურს, რომ თამაში თავადაც იცის. ეს ყველაფერი ჩინებულად მოეხსენებოდათ ჩვენს ბორჯღალოსნებს. ჰოდა, რომ მოატანა ბოლო მეოთხედმა და გერმანია დაიქანცა, საქართველომ მანამდე შეტანილ სამ ლელოს სამიც მოაყოლა და უსიტყვოდ მოიგო   >>>

შემდეგი

ერთა თასი

წინა

პარ
6-
02
22:
50

ინტერნეთითა და მობილურით

   გერმანია "ერთა თასის" ზედა დონეზე რომ ამოვიდა, რაგბეთმა იფიქრა, ახლა კი ფასი დაედება ამ შეჯიბრსო, მაგრამ ვარაუდში მოტყუვდა: გრძნობენ რა, რომ მსოფლიო თასზე ორგზის ნაბურთალ "ბორჯღალოსნებთან" ვერაფერს გახდებიან, განათლებული ევროპელები ტელე-რეპორტაჟს ხომ არ აწყობენ და ურცხვი ტყუილებითაც ათირებენ საზოგადოებას. ასე რომ, ამ უქმეებზე, მედიაცა და ფანობაც, კვლავ ინტერნეთისა და მობილურის იმედად ვიქნებით  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
5-
02
23:3
5

მარბიელი ჰავბეკად!

   ბობოლა "ექვსი ერის" სტარტზე იტალია 9 ნომრად ათამაშებს მარბიელ მაურო ბერგამასკოს; ინგლისმა ათზე ენდი გუდი იხმო; საფრანგეთმა ფულბეკად კლემონ პუატრანო დაიბრუნა; ირლანდიამ თორმეტად მგეზავი პედი ვოლესი დაიყენა; უელსმა ამავე პოზიციაზე გევინ ჰენსონი კი ჩაწერა, მაგრამ ვარსკვლავმა კანჭი იტკინა; ხოლო შოტლანდიამ ფილ გოდმენი ამჯობინა კიკერად  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
6 ერი 2009
წინა

სამ
3-
02
22:
40

სლემოსანი უელსი ფავორიტია

   მოგვიახლოვდა ზეპური რაგბის დღესასწაული - უძველესი, მაგრამ მარად ახალგაზრდა, ევროპული "ექვსი ერი", რომელსაც დასი ყველა მსგავს, მოზღუდულ შეჯიბრზე მრავალ-რიცხოვანი და ჭრელი ჰყავს; რომლის განრიგიც შვიდ კვირაში ეტევა და რომლის თავიდან ბოლომდე ხილვაც შინ, მოხერხებულ დროს, ცოცხლად შეგვიძლია ციფრულ "გლობალზე"  >>>

შემდეგი

ერთა თასი

წინა

ორ
2-
02
2
3:15

თიმმა ბიჭები შეკრიბა

   "ერთა თასზე" გერმანიასთან შესაბმელად ბორჯღალოსნებმა ბანაკი დასცეს საფრანგეთში, რაღაი მათი უმეტესობა იქვე რაგბობს. ჩვენი ავსტრალიელი გურუ, თიმ ლეინი ძლივს ეღირსა საუკეთესო რაზმის შეკრებას. რაც შეეხება მეტოქეს, იგი ელიტაში ბოლოჯერ 16 წლის წინ ასპარეზობდა და აქამდე ერთადერთხელ, 14 წლის წინ შეგვყრია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
1-02
24:3
5

ჩრდილოეთ ამერიკაშიც!

   ბორჯღალოსნებმა ოც სეზონში 106 ტესტი გამართეს, მაგრამ არასოდეს უთამაშიათ ჩრდილო ამერიკაში. ეს ნაკლი გამოსწორდება ივნისში, როცა ჩვენი ბიჭები კანადასა და შტატებში იბურთავებენ "ჩერჩილის თასზე", რომელიც მეშვიდედ იმართება  >>>