ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

"გაერთიანებული ტელეკომის" მიერ 23^სადგურის გაციფრულების გამო
ზემო ვერაზე ერთი კვირა რომ დაწყდა "კავკაზუს ონლაინის" ი^ნეთი,
საითი დღე-გამოშვებითღა ახლდებოდა ოფშორული ზონებიდან

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
30-
03
[20:45]

ძალისმიერ ყაიდაზე

   სამხრეთული ზე 14-ის მეშვიდე რაუნდში პირველი მარცხი რომ იგემა ლიდერმა ბულზმა, აფრიკისვე შარქსი გადავიდა პირველ ადგილზე; ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა გემოზე მობურთავე ჩიფსმა, ვორათაზმა კი ოკლენდში, მეშვიდე სტუმრობაზეღა ძლია ბლუზი  >>>

შემდეგი
 

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
29-
03
[22:0
0]

აფრიკა დაწინაურდა

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეხუთე, გამორჩეული, სერიაში ერთადერთი 24-გუნდა, ჰონკონგის ეტაპი მოიგეს ფიჯელმა ჯადოქრებმა, რომლებსაც სახალისო რაგბის მექაში 2005 წელს კი აეღოთ მსოფლიო თასი, მაგრამ მსოფლიო სერიის ფარგალში ჩინეთში აქამდე ვერაფრით ეპირველათ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
27-
03
18:0
5

მანსთერულად გარდაისახნენ

   ელიტარულმა "ექვსმა ერმა" პირველი ათწლეული ოთხი ჩემპიონით გაასრულა: თასი ოთხჯერ შემართა საფრანგეთმა, სამჯერ ინგლისმა, ორჯერ უელსმა და ერთხელაც ირლანდიამ, ვინც წლეულს 1985 წლის აქეთ პირველად იფალავნა და ოდენ მეორედ შეასრულა სლემი, ანუ 100-პროცენტიანი შედეგი გაახერხა  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

ოთხ
25-
03
21:15
[ოლი]

ასე დაგვიფრთიანდნენ

   თქმულა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. იმ ბორჯღალოსანთა უმეტესობა, ვინც ამ გაზაფხულზე აგრე გაგვახარა, ათი წლის წინ სწორედ რომ მოზარდი იყო. მათგან ბევრი უკვე თამაშობდა რაგბს. ჰოდა, წლევანდელ შედეგთა დაჯამების კვალად, ახლო წარსულსაც ჩავუღრმავდით და კვლევის შედეგი განიერ, მრავლის მთქმელ ცხრილად ჩამოვქენით  >>>

შემდეგი
 

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

სამ
24-
03
[20:30]

ამათ თეფი, იმათ ჯარიმა!

   სამხრეთული ზე 14-ის მეექვსე რაუნდში ზელანდია- ავსტრალიაში მოიგეს აფრიკელმა ლიდერებმა, ბულზმა და შარქსმა; შარშანდელი ფინალის რე-მატჩში წლეულს წარუმატებლად მოასპარეზე კრუსეიდერზმა მაინც აჯობა ამბიციურ ვორათაზს; ფორმაში შესულმა ჩიფსმა კი გააბურთავა დაბნეული ბლუზი  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
23-
03
20:
55
[ოლი]

არეკნით გასრულებული სლემი

   ელიტარული "ექვსი ერი" 1985 წლის აქეთ პირველად მოიგო ირლანდიამ და თან სლემი მიითვალა, ანუ ყველა მეტოქე ძლია. ბოლო, მეხუთე რაუნდში "სამყურებმა" სტუმრად თრილერი მოუგეს შარშანდელ ჩემპიონ უელსს, ვინც მეოთხე საფეხურამდე დაეშვა, მეორე ადგილზე კი, შოტლანდიისთვის "კალკუტის თასის" წართმევით, ინგლისმა დააფინიშა  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
22-
03
24:55

ქართული ნიჭის გაელვება

   გამარჯვება მით უფრო ტკბილია, რაც ძნელად მოიპოვება. არა, ოთხი ლელოთი დაწინაურებულ ბორჯღალოსნებს განგებ სულაც არ გაუმწვავებიათ მარიუპოლის ბრძოლის ქარგა, მაგრამ ოზ სარდალთა უმოქმედობის გადამკიდე, მოგება ერთი ხანობა სათუოც გაგვიხდა. ბედად, სწორედ აქ გამოჩნდა ქართული ნიჭი. ჰოდა, რუსეთის მეთერთმეტე ძლევით 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური გამოჩნდა  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

პარ
20-
03
22:
30

ბურთაობა აზოვის პირად

   დრო იყო, ოვალური ბურთით ეროვნულზე, ვაკეში, კრასნო-დარში ან იარსკში შევიბმებოდით ქართველები და რუსები და ჩვენ ვიმარჯვებდით, ამჯერად კი, კვირას, ევროპელ მახვშთა სიფრთხილის გადამკიდე, რაგბის ტრადიციის არ-მქონე მარიუპოლში უნდა შევიყაროთ. დათვებს წლეულს ჯერ ქულა არ დაუკარგავთ და ამიტომ იმედიანად არიან, ჩვენ კი გვჯერა უღალატო ბორჯღალოსნებისა, რომლებიც უკვე შეთამაშდნენ და მეტოქის გაბურთავებას მეთერთმეტედაც აპირებენ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
19-03
23:45

პირველობაცა და სლემიც?

   ელიტარული "ექვსი ერის" ბოლო, მეხუთე რაუნდში საწყისი ორი მატჩი ოდენ ზრდილობისთვისაა, რაღაი ტრადიციულ თასთა მფლობელების ვინაობასღა გამოავლენს, ზე-შაბათის ბოლო რკენაში კი პირველობის ბედი წყდება: თუ შარშანდელი ჩემპიონი, უელსში შინ 13 ან მეტი ქულით ძლევს ირლანდიას, ტიტულს შეინარჩუნებს, თუ არა და 1985 წლის აქეთ პირველად, პირველ ადგილს "სამყურები" დაიჭერენ  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

ოთხ
18-
03
[24:
55]

მარიუპოლიდან რიზემდე

   შარშანდელი ომის გადამკიდე, "ერთა თასზე" რუსეთს ვითომც-ნეიტრალურ მარიუპოლში რომ უნდა ვეწვიოთ, ეგებ ჯობდეს, რომ საგაისო საშინაო რკენა მართლა-ნეიტრალური საფრანგეთის ნაცვლად აქვე, მეზობლად, ლაზეთში, ქალაქ რიზეში გავმართოთ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
17-03
23:
05

მოუქმე ლიდერად დარჩა

   სამხრეთული ზე 14-ის მეხუთე რაუნდში პირველი მარცხები რომ იწვნიეს ავსტრალიის ვორათაზმა და აფრიკის შარქსმა, აფრიკისვე ბულზმა უთამაშებლად შეინარჩუნა ლიდერობა და დამდეგ ვიქენდზე 5-მატჩა ტურნეს შეუყვება  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
16-03
23:
30

ცოტათი წაგებაც ეყოფათ

   ელიტარული "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდის შემდეგ აშკარა ფავორიტია ირლანდია, ვინც 1985 წლის აქეთ პირველად გაჩემპიონდება, თუ ფინიშზე უელსში 12 ქულაზე მეტით არ წააგებს. ბოლოსწინა მატჩებში "სამყურებმა" ერთი, კინკილა ლელოთი სტუმრად ძლიეს შოტლანდია; უელსმა ბოლოსღა მოიგო იტალიაში და პირველობის შანსი შეინარჩუნა, აქამდე უფერულად მოთამაშე ინგლისმა კი სენსაციურად გაანადგურა საფრანგეთი  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
15-
03
24:25

"ანთიმოზი" შინ დარჩა

   ბოლო ხანს ეგრე დაგვჩემდა, რომ შინ, ეროვნულზე რაგბობისას მეტოქეს ან თავიდანვე ჩამოვრჩებით და ანაც სულ ბოლოსღა ვიზამთ საქმნელს, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენთვის სასიკეთოდ სრულდება. ასე მოხდა ამჯერადაც: რუმინეთს "ანთიმოზ ივერიელის თასზე" ცალი ხელი შევავლებინეთ, მერე კი დინჯად გამოვუყვანეთ წირვა და კარპატეთში კუდ-ამოძუებული მივაბრუნეთ  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

პარ
13-
03
24:05

როგორც იციან და ეხერხებათ

   მეტოქე გააფრთებით გვეკვეთება და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაფერსაც იკადრებს. ამიტომ ჩვენს უღალატო ბიჭებს ისე რაგბობა მართებთ, როგორც რომ იციან და ეხერხებათ. მიმდინარე "ერთა თასი" ექსპერიმენტების დრო არაა, რადგან იმის გარდა, რომ წყდება, თუ ვის დარჩება სამეზობლო "ანთიმოზ ივერიელის თასი", საქართველო - რუმინეთის რკენის გამარჯვებული 2011 წელს, ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასსაც დაუახლოვდება ერთი ნაბიჯით  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
12-
03
[24:55]

სამი სვლაგეზი 2011 წლისთვის

   ისევ გაგვაოცეს მსოფლიო რაგბის მამებმა: ხუთშაბათს, გრინვიჩულად ნაშუაღამევს რომ გამოაქვეყნეს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი VII მსოფლიო თასის განრიგი, ცაიტნოტში ჩააგდეს სპორტული მედია, ვისაც ჩვენს "ერთა თასზე" რომ არაფერი ვთქვათ, ზეპურ ტურნირთა - ჩრდილოური "ექვსი ერისა" და სამხრეთული ზე 14-ის მორიგ რაუნდთა პრევიუები ჰქონდა დასაწერი  >>>

უდამსახურებულესი ჰეისი

   ბობოლა "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში მთავარი თამაში კვირასაა: პირველობის შანს-დაკარგული ინგლისი ჯერაც მოიმედე საფრანგეთს იღებს. მანამდე, შაბათს, უელსი იტალიაში ბარაქიანი სხვაობით მოგებას ეცდება, რათა ბოლო რაუნდის წინ ამ მაჩვენებლით მაინც წამოეწიოს ირლანდიას, ვინც ერთადერთია, ქულა რომ არ დაუკარგავს  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

ოთხ
1
1-03
23:15

ქველი ჟესტი

   შაბათს, ოთხ-საათიანი "მოამბის" დასრულებისთანავე, ეროვნულზე წლის მთავარი რაგბი დაიწყება: საქართველოს "ბორჯღალოსნები" "ერთა თასზე" მასპინძლობენ რუმინეთის "სტეჟარს", რათა ბოლო ორ წელს ნაქონი "ანთიმოზ ივერიელის თასი" დაიცვან და 2011 წლის მსოფლიო თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგან  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

სამ
10-03
[24:
45]

დონე დაეცა

   @   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ ოლიმპიურ 1980 წელს, რომელშიც "ლოკომოტივი" გადახალისდა, ქუთაისი თბილისში დაოსტატებულებით შეივსო და საბჭოეთის მეშვიდე გუნდად იქცა, პირველ ლიგაში შედგა "შევარდენის" დებიუტი, აღდგა კნინი შინაური პირველობა, რეგბის გაშუქების დონე და სიხშირე კი დაეცა  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
9-
03
23:
25

ტემპი ფრიადი, ბოჭვა უწყალო

   სამხრეთული ზე 14-ის მეოთხე რაუნდი კონტრასტული გამოვიდა: ერთი ბრწყინვალე და ორიც რიგიანი საერთაშორისო ჯახი გააუფერულა სამმა ბერწმა შინაომმა, რომლებშიც ხელით თამაში რომ შეუძლებელი იყო, მაყურებელს პინგ-პონგმა დაუღალა მზერა  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
8-
03
20:00

შარშან ვაკეში, წლეულს დუბაიში

   შაბათს, არაბეთში, სენსაციურად დასრულდა შვიდკაცის მსოფლიო თასი: მეოთხედფინალში პანტა-პუნტით რომ გავარდა ოთხი ფავორიტი, ჩემპიონი გახდა უელსი, ვისაც ბოლო ათ სეზონში მსოფლიო სერიის 80 ეტაპიდან ერთიც ვერ მოუგია. ფიალაზე პირველივე მატჩი წააგო საქართველომ, ასპარეზობა დილის 11 საათზე დაამთავრა და სამ გუნდთან (იაპონია არაბეთი იტალია) 21-ე ადგილი გაიყო, ანუ ოთხი წლის წინდელთან შედარებით, ათით დაქვეითდა  >>>

შაბ
7-
03
08:
40

უცუდესი შედეგით, ფიალაზეღა

   არაბეთში, შვიდკაცის მსოფლიო თასის მეორე დღეს, ვეღარაფრით გაგვახარეს ჩვენმა ბიჭებმა - ჩემპიონ ფიჯთან ბრძოლით დაღლილებმა პულის ბოლო ორი მატჩი უშანსოდ წააგეს უშუალო კონკურენტებთან, საფრანგეთთან და შტატებთან, 24 გუნდში უცუდესი "შედეგი აჩვენეს" და შაბათ დილიდან ფიალის ასაღებადთა იჩაუქებენ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
5-
03
24:10

მწყობრადა და მწვავედ

   არაბეთში, შვიდკაცის მსოფლიო თასის პირველ დღეს უკლებლივ ყველა მატჩი ფავორიტმა მოიგო, ძლეულთაგან კი გული სხვებზე მეტად დაწყდებოდა "ქართულ შვიდკაცას", ვინც ჩემპიონ ფიჯს შავი დღე აყარა, მაგრამ "სახალისო რაგბის" ულოგიკო ბუნების გამო მაინც წააგო  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
4-
03
22:50

სადა და სადამდეც

   "გლობალის" მაყურებლებს ხუთშაბათიდან კვირამდე ტელე-მარათონი ელით: "ექვსი ერის" გამეორებას მოყვება შვიდკაცის სამ-დღიანი მსოფლიო თასის უწყვეტი ლაივი, სამხრეთული ზე 14-ის ექვსი ცოცხალი, 13-კაცა სუპერ ლიგის, კელტეთის "მაგნერზის" ლიგისა და ინგლისის "გინესის" პირველობის ორ-ორი მატჩის პირდაპირი, ხოლო პაუზებს ირბ-ის კვირეული მიმოხილვა, "ტოტალ რაგბი" შეავსებს  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
3-
03
21:30

ჩემპიონს მისდგნენ

   სამხრეთული ზე 14-ის მესამე რაუნდში შვიდიდან ხუთი თამაში სტუმარმა მოიგო; კივურ დარბში ჰარიკენზმა 6-წაგებიანი ნავსი გატეხა 7-გზის ჩემპიონ კრუსეიდერზთან; ოზურში ფორსელმა კამერონ შეპარდმა სამჯერ დაალელოვა ბრამბიზი; იაპურში ხელი მოიტეხა ბულზელმა ბრაიან ჰაბანამ; თვისტომმა ტელი-რეფმა ჩიფსს ორი ლელო არ ჩაუთვალა; ავსტრალია კი პარტნიორებს 2011 წლიდან წრე-ნახევრიან ზე 15-სა და 6-გუნდა პლეი-ოფს სთავაზობს  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
2-
03
24:
00

საცდელ წესებს ბრალდება

   ელიტარული "ექვსი ერის" მესამე რაუნდის შემდეგ სლემით პირველობის შანსი შერჩა მხოლოდ ირლანდიას, ვინც უღიმღამო თამაშში წკიპზე ძლია უდისციპლინო ინგლისი; საფრანგეთმა მახეში გააბა შარშანდელი ჩემპიონი უელსი და შეჯიბრის საუკუნოვან ისტორიაში პირველი "პარასკევი ღამის მატჩი" მოუგო, მაჩანჩალა იტალიამ კი შოტლანდიასთანაც უსიტყვოდ წააგო  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
1-
03
[
24:55]

რვა ლელო ესპანეთს!

   ქომაგთაგან შეხურებულმა ბორჯღალოსნებმა მადრიდში ისე ირაგბეს, როგორც რომ ეკადრებათ, რვაჯერ დაალელოვეს ესპანეთი და აინაცვლეს ერთა თასიდან 2011 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ გამყვან მეორე ადგილზე. იმედია, ჩვენი უღალატო ბიჭები ამას არ დასჯერდებიან და მარტში რუმინეთთან და რუსეთთან რკენებშიც გვასახელებენ  >>>