ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ოთხ
29-
04
22:55

კვლავ
ფიქსით

მეათე ირლანდიელი

   მაისის ბოლოდან სრულიად ბრიტანეთის "ლომებს" სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე უყოჩებს "ექვსი ერის" ჩემპიონის, ირლანდიის მეორე ხაზელი პოლ ოქონელი, ვინც სქოთმა გურუმ, იენ მაკგიქანმა ბეკ ბრაიან ოდრისკოლს იმად ამჯობინა, რომ ბოკე აგრესიული გუნდია და ამდენად, ზორბა ფორვარდი უკეთ უსარდლებს ბიჭებს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
27-
04
22:
20

ყველაფერი გამოუვიდათ

   სამხრეთული ზე 14-ის მე-11, ანზაკის რაუნდში, ზელანდიის ჰარიკენზმა გააბურთავა ავსტრალიის ბრამბიზი და გალიდერდა, კივეთის სხვა ოთხმა გუნდმა კი წააგო. ოლბანში ორი პროჟექტორი ჩაქრა და თამაში 50 წუთით შეფერხდა; აფრიკის ბულზი მოერია მაქამდელ ლიდერს, ჩიფსს, მაგრამ უპრემიოდ დარჩა; 7-გზის ჩემპიონი კრუსეიდერზი კი მაჩანჩალა ჩიტაზმა დაამუხრუჭა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
23-
04
21:
30

ფიქსის
ხანა

სამის გაბითურებით

   სამხრეთული ზე 14-ის მეათე რაუნდში 7-გზის ჩემპიონმა, ზელანდიის კრუსეიდერზმა სტუმრად რომ ძლია ლიდერი, აფრიკის შარქსი, წინ კივეთისვე ჩიფსი გაიჭრა; ფორსმა ავსტრალიურ შინაომში აჯობა ვორათაზს და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, ოზეთისვე ბრამბიზმა კი თრილერი მოუგო აფრიკის ბულზს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
22-
04
20
:20

ისევ ფიქსით

ნახტომის წინ

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მვადექით 1983 წელს, რომლის ბოლოსაც ქუთაისმა ორი საკავშირო ტურნირი მოიგო და სამომავლოდ ნახტომისთვის გაემზადა, პოზიციებ-დაკარგულ თბილისში კი "ლოკომოტივი" ჩიოდა, უკეთეს მოთამაშეებს რად აღარ გვაძლევენ სხვა გუნდებიო. მაშინვე ვეტერანებმა მოიხილეს კიევი, ლიანგმა კი ტელე-ეკრანზე პირველად უცქირა ბრიტანელთა ბურთაობას  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
16-
04
[24:
55]

მარჩენალი
ფიქსით

ზე 15, ოღონდ როგორი?

   თვე-ნახევარი გავიდა შვიდკაცის მსოფლიო თასის შემდეგ. მაშინ დუბაიში შეიკრიბნენ სამხრეთელი მახვშები, ზე-რაგბის მომავალზე იბჭეს და 2011 წლიდან ზე 15-ის დაწესებაზე მორიგდნენ, მაგრამ რაც დრო გადის, სამ პარტნიორს შორის მით მეტი უთანხმოება ჩნდება. არადა, 30 ივნისს სამხრეთულმა ალიანსმა მარჩენალს, "ნიუზ კორპს" ახალი ტელე-პროდუქტის მონახაზი უნდა წარუდგინოს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
15-04
[24:5
5]

 

 

ნელია ეგ
ფიქსი

ქუთათურები დაწინაურდნენ

   @   ართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1982 წელს, რომელშიც ქუთაისმა უკან პირველად მოიტოვა თბილისი და საკავშირო თასის ნახევარფინალშიც გავიდა; "ლოკომოტივი" ყალთაბანდობის გამო ჩემპიონატის ფინალს მიღმა დარჩა; "შევარდენს" უმაღლესში დაბრუნებამდე ცოტა დააკლდა; "ტუნოს" მოზარდებმა კი მოედანზე თუმც ყველას აჯობეს, "ოქროს ოვალში" მაინც მეოთხე ადგილზე გავიდნენ  >>>

ხარებმა იმძლავრეს

   საქართველოს პირველობის სტარტზე უმაღლეს ლიგაში ამოსულმა რუსთავმა დაამარცხა ჩემპიონი ლოკომოტივი, ყოჩებმა კი დასკვნით ათ წუთშიღა ძლიეს ქუთაისი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
14-
04
21:4
5

იმავე
ფიქსით

"ქროქერზე" შეიბმებიან

   ევროპული, საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალის ერთ წყვილში ირლანდიის ორი კუთხე, ჩემპიონი მანსთერი და დედაქალაქის ლენსთერი შეიბმება დუბლინის "ქროქერზე", მეორეში კი კარდიფი "მილენიუმზე" მიიღებს ინგლისის ლესთერს, ვინც ბასი ფრანგი 9 ნომრის საზრიანობით ძლია  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
13-04
23:50

მაგთი^
ფიქსით

მაჩანჩალამ ლიდერი მოსრა

   სამხრეთული რაგბის ზე 14-ის მეცხრე, სააღდგომო რაუნდში ლიდერი, აფრიკის შარქსი მოსრა მაჩანჩალა ჩიტაზმა; ზელანდიის ჰარიკენზმა სირენის შემდეგ დაალელოვა ავსტრალიის ფორსი; აფრიკის ბულზმა ფეხოსნობაში აჯობა ავსტრალიისვე ვორათაზს; ბრამბიზმა კი ავდარში გაასაღა სტორმერზი და მოგება თავის დაღუპულ წევრს უძღვნა  >>>

კვი
12-
04
2
2:25

ჩაკირული ფორმულით

   შაბათს ტულონის (საფრანგეთი) მიდამოში დასრულებულ ჭაბუკ მორაგბეთა ევროპის პირველობაზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე გავიდა, რუმინეთში კი დინამო - ფარულის დარბი მერვე წუთზე რომ ჩაიშალა, კონსტანცელი ბორჯღალოსნები გაილახნენ  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
9-
04
20:40

 

საღოლ ...
აღარ
თიშავენ?!

ნაშუაღამევს, კოლორადოში

   "ჩერჩილის თასი", რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ეკონომიკური კრიზისის გადამკიდე გაიმართება მხოლოდ ამერიკაში და ისიც ერთ, შორეულ, შუა-დასავლეთის შტატში - კოლორადოში, რის გამოც ბორჯღალოსანთა თამაშები ჩვენთვის ერთობ მოუხერხებელ დროს, ნაშუაღამევს დაიწყება  >>>

56 გუნდი!

   ამ კვირაში კაფე "დისქავერში" სარაგბო ფოტოთა გამოფენა- კონკურსი გაიხსნა; იქეთაში უმაღლესი ლიგა და დუბლიორები გააჩაღებენ ბურთაობას, ხოლო თვის ბოლომდე ხუთ სხვა დონეზეც დაიწყება შეჯიბრი. ასე რომ, კავშირის ოფისს ჯაფა დაადგება, რათა უმაგალითოდ ბევრი, 56 გუნდი გვიან შემოდგომამდე არაგბოს  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
8-
04
23:4
5

აფრიკელთა შინაური საქმე

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეექვსე, ავსტრალიის ეტაპზე მესამე გამარჯვება მიითვალა სამხრეთმა აფრიკამ და ჯამში 28 ქულით დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოკეს ჩემპიონობისთვის ბოლო ორ, ევროპულ ტურნირში ერთგან თასის ნახევარფინალში გასვლაც ეყოფა  >>>

მეშვიდე ადგილისთვისღა

   ოთხშაბათს, ტულონის (საფრანგეთი) მიდამოში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე, საქართველომ სტარტზე ხელმოცარულთა ნახევარფინალი ერთი ქულით წააგო რუსეთთან და ახლა, შაბათს, 8-გუნდა პირველ ჯგუფში დარჩენაზე ეთამაშება იტალიას  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

სამ
7-04
2
4:
50

ოფიციოზის ჯინაზე

   @   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში დადგა ჯერი 1981 წლისა, რომელშიც მავანთა საბოტაჟის მიუხედავად, "ლოკომოტივი" მაინც გადარჩა და ბრინჯაო აიღო; ქუთაისი პირველად შევიდა ზემო ფინალში; "შევარდენმა" ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ვეტერანთა მოძრაობაც ჩაისახა  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
6-
04
[20:4
5]

აბრაგანები ვერ აიღეს

   სამხრეთული ზე 14-ის მერვე რაუნდში ლიდერმა, აფრიკის შარქსმა საზრიანობითა და აბრაგანებით ძლია ზელანდიის ჰარიკენზი, ავსტრალიის ვორათაზმა კი ძლივს რომ აჯობა აფრიკისვე სტორმერზს, მეორე ადგილი გადაულოცა ზელანდიის ჩიფსს, ვინც მაჩანჩალა ლაიონზს თრილერი მოუგო  >>>

შემდეგი

ერთა თასი
წინა

კვი
5-
04
22:
25

ჩემპიონები გავმხდარვართ!

   ევროპული რაგბის გამგებელმა, ფირა აერ-მა "ერთა თასი" პოსტ-ფაქტუმ მოგვანიჭა, რის გამოც შეიძლება საგაისო, მეორე წრის განთესვა და თამაშთა რიგიც შეცვალოს  >>>

პარ
3-
04
21:05

ტულონის მიდამოში

   რომ მოახლოვდა არა-მართლმადიდებლური აღდგომა, რაგბის ჭაბუკთა ნაკრებმა ტრადიციულად მიაშურა საფრანგეთს, რათა იქვე, ტულონის მიდამოში, ევროპის პირველობაზე იასპარეზოს. საქართველო ძველებურად "ა" ჯგუფში გამოდის და ელიტაში დასარჩენად ერთი, მეორე მატჩის მოგებაც ყოფნის  >>>

შემდეგი
 

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
2-
04
21:5
5

მოლი ჩვენი არსობისა

   საცდელ წესთა გამო ვითარება გაირკვა: კვირის დასაწყისში, ლონდონში გამართულ ბობოლათა კონფერენციაზე მომზადდა რეკომენდაციები, რომლებსაც შუა მაისში ნაღდად გაითვალისწინებს ირბ-ის აღმასკომი და მოლის წაქცევას ისევ აკრძალავს, რითაც ტრადიციონალისტები შვებით ხომ ამოისუნთქებენ და საქართველოს, იტალიას, არგენტინას, ინგლისს წართმეული თულფიც დაუბრუნდებათ  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

 

13-კაცა ლოკომოტივი!

   ბიბლიურადაა, რაღა, ჩვენი საქმე: ამდენი ხანი ვუცქერდით და თურმე ვერ-კი ვხედავდით. ბედად, ქართული რაგბის ისტორიის სერიალური თხრობის პროგრამით ამ ერთხელაც რომ დავაკვირდით 1960-იანი წლების შუახანების შავ-თეთრ ფოტოს, 13-კაცა რაგბის პიონერებად გოგი ყუფარაძე და მისი "ლოკომოტივი" შევიცანით  >>>