ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
31-
05
[=]

 

ბულზი გადაირია

   სამხრეთული ზე 14-ის ფინალში აფრიკის ბულზმა შინ, მაღალ მთაში დაანგრია ზელანდიის ჩიფსი და ბოლო სამ წელში მეორედ, სარეკორდო მონაგრითა და სხვაობით იჩემპიონა  >>>

პირველობა ფინალის წაგებით

   შინაური პირველობის უმაღლეს ლიგაში ოთხიდან ერთი მატჩი გადაიდო; სანიშანსვეტო, მეათე "ირბ-ის შვიდკაცის" ფინიშზე კი, შოტლანდიაში, ინგლისი თასზე რომ ვერ მოხვდა, აფრიკა პულური სტადიის შემდეგვე ეკურთხა სერიის ჩემპიონად და ბოლოს ფინალი წააგო ფიჯთან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
29-
05
19:
15

 

გამყოფ წერტილში

   შაბათ-კვირას "გლობალზე" ოთხი საგულისხმო რაგბია: ჯერ აფრიკაში ჩასული ბრიტანეთის "ლომები" მოითელებიან ზეგნის ნაკრებთან; მერე იქვე, ზე 14-ის ფინალში, შეიბმებიან ბულზი და ზელანდიის ჩიფსი; მერე კიდევ, თვიქნემში ულომებო ინგლისი ებურთავება ბარბაროსებს, რომელთაც შვიდი "ოლ ბლექი" აუყვანიათ; კვირას კი ედინბურგში ჩვენი შვიდკაცის ჩაუქობასაც ვიხილავთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
27-
05
23:
15

 

ურდო აზიაში მეორეა

   2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის ტევადი ნაწილი ევროპაში ორი კვირაში დასრულდება, მანამდე კი ამერიკასა და აზიაში მოეწყო თითო ეტაპი და ჩატარდა ერთი კოლორიტული ტურნირიც, რომელზეც "ოქროს ურდოს" მემკვიდრემ, ყაზახეთმა მძლეთამძლე იაპონიის კვალად, მეორე ადგილი დაიჭირა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
2
7-05
17
:40

ჟამი მოძღვართა ცვლისა

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1986 წელს, რომელშიც მზარდი "შევარდენი" უმაღლეს ლიგაში ავიდა; მწურთნელები შეიცვალა ქუთაისსა და "ლოკომოტივში"; გვეწვია რუმინეთის "გრივიცა", "ტუნოს" მოზარდებმა კი ყველანი გააბურთავეს ვაკეში გამართულ საკავშირო შეჯიბრებაში  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
25-
05
24:5
5

 

მაინც ბულზის მოედანზე

   სამხრეთული ზე 14-ის ნახევარფინალები მასპინძლებმა მოიგეს: ზელანდიურ დარბში ჩიფსმა კოხტა კონტრშეტევით დაალელოვა ჰარიკენზი და ბოლოსკენ, ნისლში, მის მიძალებასაც გაუძლო, 13 ქულით ჩამორჩენილმა აფრიკის ბულზმა კი ბურთაობა რომ გაუჩქარა და გაუშალა 7-გზის ჩემპიონს, კივეთისვე კრუსეიდერზს, მალევე გადაუსწრო და ამ შაბათს ფინალსაც შინ გამართავს  >>>

ჰაინეკენიც ირლანდიისაა!

   ირლანდიური რაგბისთვის საარაკო სეზონი დასრულდა იმით, რომ ევროპის საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასი" პირველად შემართა დუბლინის "ლენსთერმა", ვინც ფინალში ინგლისის 8-გზის ჩემპიონს, "ლესთერს" სულ ბოლოსღა აჯობა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
24-
05
[=]

კურთხევა გადაიდო

   შინაურ პირველობაზე ლიდერი შეიცვალა; "ირბ-ის შვიდკაცაზე" ინგლისმა შინ იმარჯვა და ლიდერ აფრიკას სერიის ჩემპიონად კურთხევა ბოლო ეტაპისთვის გადაუდო, ჩვენმა ბიჭებმა კი კვლავაც ხუთივე მატჩი წააგეს და ბოლოსწინა ადგილი გაიყვეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
21-
05
22:
00

ლესთერი დუბლს გეგმავს

   სრულდება ზეპური რაგბის საკლუბო სეზონი. უკვე გამოვლინდნენ ინგლისისა და კელტეთის ფალავნები. ამ ვიქენდზე ფინალებია ევროპულ ტურნირებში და ნახევარფინალები სამხრეთის ზე 14-ში, საფრანგეთის ჩემპიონი კი ორი კვირის შემდეგღა გვეცოდინება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
20-
05
22:
30

ყველაფერზე მორიგდნენ

   სამხრეთული "სანზარ" ალიანსი არ დაშლილა! წინაში გამოინახა და ამ კვირაში გაჟღერდა კომპრომისი, რომლის თანახმადაც 2011 წლიდან გაიმართება უფრო გრძელი და მუღამიანი ზე 15, სანაკრებო "სამი ერი" კი ყოველთვის აფრიკაში დაიწყება და ზღვისრეთში, ზელანდია - ავსტრალიის საცილო "ბლედისლოუს თასის" წყვილი რკენით დაგვირგვინდება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
20-
05
1
0:10

საერთაშორისო კლასისა

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივატანეთ 1985 წელს, რომელშიც "მშენებელმა" მარათონულ საკავშირო პირველობაზე ბრინჯაო აიღო და ორი ქუთათური "საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატიც" გახდა, უმაღლესში დასარჩენად ამტყდარ თბილისურ შინა ომში კი "ლოკომოტივმა" "შევარდენს" აჯობა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
18-
05
21:
45

ბულზმა პირველმა დააფინიშა

   სამხრეთული ზე 14-ის დასკვნითი, მე-14 რაუნდი ტრადიციულად დრამატული გამოვიდა, მაგრამ ბოლოს ეგრე მოხდა, რომ ოთხივე ლიდერმა მოიგო, რის გამოც აფრიკის ბულზმა პირველმა დააფინიშა და თუ ნახევარფინალს შინ მოუგებს კივეთის კრუსეიდერზს, ფინალში შინვე შეხვდება ზელანდიისვე ჩიფსს ან ჰარიკენზს  >>>

კვი
17-
05
[=]

ამოტოლა გზაზე!

   გაქანებით ჯერარნახული ვოიაჟი გამოსდის "ქართულ შვიდკაცას". ჩვენი ჩაუქი ბიჭები ზედიზედ ოთხ ვიქენდზე ოთხ სხვადასხვა ტურნირზე იბურთავებენ, მაგრამ მაგის გამო რაგბის შინაური პირველობა როდი შეფერხდება  >>>

შემდეგი

წესთა გამო
წინა

ხუთ
14-05
[19:00]

ფიქფიქით

წესად მიიღეს ათი

   13 მაისს დუბლინში შეკრებილმა ირბ-ის აღმასკომმა ერთხმად დაამტკიცა ის ათი სიახლე, რომლებიც "წესების რეფორმის ჯგუფმა" შეიმუშავა, მერე მთელ მსოფლიოში ცხრა თვის განმავლობაში გამოიცადა და ბოლოს ირბ-ისვე "რაგბის კომიტეტმა" მოიწონა  >>>

ოთხ
13-
05
22:40

ოთხი მსურველი

   პარასკევს ამოიწურა რაგბის საერთაშორისო საბჭოში (ირბ) განაცხადის წარდგენის ვადა და გაირკვა, რომ 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასთა მასპინძლობა ოთხ ქვეყანას - ინგლისს, იტალიას, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკას სურს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
11-05
19:2
0

ფიქფიქით

ბულზი და სამი კივური?

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლოს წინა, მე-13 რაუნდის შემდეგ პლეი-ოფში მონაწილეობა მხოლოდ ახალ ლიდერს, აფრიკის ბულზს გაუნაღდებია, დანარჩენი სამი ვაკანსიისთვის კი ექვსი გუნდი იბრძვის და თუ ფინიშზე სენსაცია არ მოხდა, ბურებს ზელანდიის სამი კოლექტივი უნდა შეუამხანაგდეს  >>>

კვი
10-
05
19:15

ძალა ვეღარ ეყოთ

   კაცმა ბორჯღალოსნებმა გამარჯვებებით ისე გაგვანებივრეს, რომ ჯეელებისგანაც სულ ჩემპიონობას ვითხოვთ და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არც მეტოქენი თვლემენ  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

კვი
10-
05
08:50

ისევ ფიქსით

ნახტომის წინ

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1984 წელს, რომელშიც "სახლმშენმა" ქუთაისის მობურთალთა გუნდებიდან პირველმა მოიპოვა საკავშირო მედალი და თანაც ვერცხლისა; თბილისში კრიზისი გაღრმავდა და "ლოკომოტივი" მე-12 ადგილამდე დაეშვა, მაგრამ პრესაში კი გაჩაღდა ოვალური ბურთის სასიკეთო კამპანია  >>>

ოთხ
6-
05
2
2:
50

50 მეტრიდან შეაგდო

   ოთხშაბათს, მადრიდის უნივერსიტეტში, ევროპის ახალგაზრდული (21 წლამდე) პირველობის ნახევარფინალში, საქართველომ ჩხუბიან მატჩში 21 ქულითა და ორი ლელოთი აჯობა რუსეთს და შაბათს, 9 მაისს, ჩვენებურად საღამოს რვაზე, ფინალში მორიგ მარად მეტოქეს, რუმინეთს ეთამაშება  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

სამ
5-
05
21:4
5

ფიქფიქით

მანსთერი მოისრა

   ევროპული, საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ერთ, ირლანდიურ ნახევარფინალში დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა და ჩემპიონიც სამაგალითოდ მოისრა, მეორე, უელსურ - ინგლისურში კი პირველად დაინიშნა შუთაუთი და ფეხი მასპინძელს მოეცარა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
4-
05
23:40

ფიქფიქით

ოთხეული გამოიკვეთა

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლოს წინის წინა, მე-12 რაუნდის შემდეგ ზელანდიის ორი, გემოზე მობურთალი გუნდი რომ უსწრებს მდევარ აფრიკელ წყვილს, საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ პლეი-ოფში სწორედ ეგ ოთხეული გავა  >>>

შემდეგი

კვი
3-
05
20:
35

ფიქსის
დროება

წინა

გადავადებულ ფინიშზე

   ინტერნეთული "თბილისის ფორუმის" რაგბის განყოფილება გახსნიდან ერთი წლის თავს "ველიამინოვის" სახინკლეში, თელავური ღვინითა და არყით რომ აღნიშნავდა, მაგ დროს რუსეთი ჰანოვერში გერმანიას სრავდა "ერთა თასის" მატჩში, რომელიც მარიუპოლის რკენიდან თვე-ნახევრის შემდეგ რომ გაიმართა, ყველას მიავიწყდა  >>>

ბოლო მეოთხედში

   კვირას, მადრიდის უნივერსიტეტში, ევროპის ახალგაზრდული (21 წლამდე) პირველობის სტარტზე, საქართველომ ბოლო მეოთხედშიღა გატეხა მასპინძელი ესპანეთი და ოთხშაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ფინალში გასასვლელად შეხვდება მარად მეტოქეს, რუსეთს  >>>