ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
29-
06
24
:
15

მეზობლურად, ოღონდაც უღიმღამოდ

   "სამი ერი" სამ კვირაში, 18 ივლისს, ზელანდია - ავსტრალიის შებმით რომ იწყება, მეზობლებმა ნაღდად ერთმანეთს დაუმალეს თამაში და ტრადიციული, ივნისის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ერთობ უღიმღამოდ ძლიეს ლათინი სტუმრები - უტეხი იტალია და გათანგული საფრანგეთი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
28-
06
2
3:35

ვირტუოზულად გადადო

   აფრიკაში ტურნეზე მყოფ ბრიტანეთის "ლომებს" იღბალმა უმტყუნა: ტრავმათა გამო შერკინებაში მიწოლა რომ აიკრძალა და სტუმრებს უკანა ხაზიც აერიათ, უიმედოდ ჩამორჩენილმა "ბოკემ" თამაში გარდატეხა და მატჩის ბოლო დარტყმით, საკუთარი ნახევრიდან გაიტანა გამარჯვების გოლი  >>>

 

საზაფხულო პოლოები

   ჭაბუკები სკოლის არდადეგებზე დაისვენებენ, კაცთა გუნდები კი ივლისის პირველ ნახევარშიც გააგრძელებენ რაგბის ეროვნულ პირველობას, რომელიც მეტწილად "სინათლეზე", და კიდევ რამდენიმე სტადიონზეც, შეუფერხებლივ მიმდინარეობს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
26-
06
[=]

ორთავ ასპარეზზე

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1990 წელს, რომელშიც შემოვიღეთ ეროვნული პირველობა და უცხოეთთან კონტაქტებიც გავაცხოველეთ, მაგრამ ოთხი უკეთესი გუნდი საბჭოურ ასპარეზზე რომ დაგვირჩა, თემში ფრიადი უთანხმოება ჩამოვარდა; არც ირბ-მა მიგვიღო წევრად, მთლად გაეროვნულებულმა ფეხბურთმა კი ლამის იყო, უსტადიონოდ დატოვა ოვალური ბურთის მიმდევრები  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

უთ
25-
06
24
:
05

მზარდებმა დაამუხრუჭეს

   შაბათს "გლობალის" ცოცხალ მენიუში ხუთი ტესტია. დილა ადრიან ფიჯზე წყნარი ოკეანის თასის ორი მატჩია; მერე ზელანდია იტალიას იღებს და ავსტრალია საფრანგეთს, პროგრამას კი ამშვენებს აფრიკის "ბოკესა" და ბრიტანეთის "ლომების" მეორე შებმა, რომელიც ზეგანზე, პრეტორიაშია დანიშნული  >>>

სამ
23-
06
15:5
5

182 წერტით გვიზარალია

   გამოვლინდა ევროპის შვიდკაცის ათივე ფინალისტი, რაგბის შინაურ პირველობაზე კი ერთი მატჩი არ დასრულდა, რაღაი სტუმრებმა კიდის მსაჯი უდიერი სიტყვებით შეამკეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა


22-
06
2
3:25

ტაქტიკურად უმწეონი

   კოლორადოში, "ჩერჩილის თასის" ფინიშზე, "ბორჯღალოსნებმა" უგეგმობით, უდისციპლინობით, გაუწაფაობითა და წესთა უმეცრებით ბევრით წააგეს ამერიკელ "არწივებთან", ბოლო, მეექვსე ადგილი უთუოდ და უთუმცაოდ დაიჭირეს და ირბ-ის რეიტინგში იაპონიისა და რუსეთის ქვემოთაც დაეშვნენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ვი
21-
06
24
:0
0

უდროო შეცვლათა გადამკიდე

   ბრიტანეთის "ლომები" ოკეანის პირად, დურბანში გამართული პირველი ტესტის ბოლო მეოთხედშიღა რომ წამოეწივნენ აფრიკის "ბოკეს", სრულიად რაგბეთი ააღელვეს; ზელანდიამ საზარელ ავდარში ძლივს ძლია საფრანგეთი, მაგრამ "გალაჰერის თასის" დათმობა მაინც მოუხდა, ხოლო ავსტრალიამ საცდელი შემადგენლობითაც გამოუყვანა წირვა შეუპოვარ იტალიას  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

არ
19-
06
2
3:
50

ბოკეა თუ შარქსი?

   აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომები" შაბათს, ჩვენებურად ხუთზე, პირველ ტესტში ებმიან მსოფლიო თასის მფლობელ "ბოკეს"; მანამდე, შუა დღეზე, ზელანდია საფრანგეთთან რევანშის აღებას ეცდება; კვირას კი, "გლობალის" რაგბის მენიუში ერთბაშად შვიდი ლაივი რომაა, ბოლოა შტატები - საქართველო "ჩერჩილის თასზე", ოღონდაც მხოლოდ სანუგეშო ფიალისთვის  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ხუთ
18-06
[=]

ნათლობა რიონის პირად

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი გარდამტეხი 1989 წლისა, რომელშიც შეიქმნა ეროვნული ნაკრები და ირბ-ში გაიგზავნა აღიარების თხოვნა; გამოიცა წიგნი; გასწორდა თამაშის სახელის მართლწერა; ფედერაციას კავშირი ეწოდა; დაფუძნდა რაგბის ასოციაცია და "აიად" მონათლულმა ქუთაისის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო საკავშირო პირველობა, ხოლო თბილისმა მაგავე ასპარეზზე სამი გუნდით იბურთავა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

თხ
17-
06
21
:
55

უმცროსთა ჯილა ლიტვაა!

   იქეთა უქმეებზე მოსკოვში შეიკრიბება ევროპაში რაგბის განმრიგე ფირა აერი და დაამტკიცებს "ერთა თასის" მომავალი სეზონის განრიგს, ოღონდაც მუღამი მაგ 7-დონიანი შეჯიბრის ორ უფროს ჯგუფსა შერჩება, რაკი იმავდროულად 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევიც იქნება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
1
5-06
24:00

როცა სათქმელიც არაფერია

   კოლორადოში, "ჩერჩილის თასზე", მეორე მატჩიც უშანსოდ წააგეს უღიმღამოდ მორაგბე "ბორჯღალოსნებმა" და კვირას, ისევ ნაშუაღამევს, უღმერთოდ გვიან, სამის ნახევარზე, სანუგეშო ფიალის ფინალში შეერკინებიან შტატების "არწივებს", რომლებიც ტურნირის მასპინძლები ბრძანდებიან და ამდენად, თემიდაც მხარს დაუჭერთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

 

ღონით ხუთი გააბითურა

   სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე საფრანგეთმა თავიდანვე გაუსწრო ზელანდიას და მედგარი დაცვით მოგებამდე მიიყვანა ბრძოლა; ავსტრალიის თინეიჯერმა ფულბეკმა ჯეიმზ ოქონორმა იტალიას სამი ლელო დაუდო; არგენტინამ კი პროვინციულ სალტაში ინგლისს გაუფრევა სერია, რომელიც მანჩესტერში დაიწყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
14-
06
19:10

ავდარში შიში ჭამეს

   სამხრეთ აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომებმა" შაბათს შიში ჭამეს ქურციკული რაგბის ადგილის დედა კეიპტაუნში: კონცხს, რაიც ზე 14-ში სტორმერზია, ნაწვიმარზე, გვერდულ ქარში, თამაშის ბოლოს, 48 მეტრიდან გატანილი ჯარიმითღა მოუგეს ბოლო სერიოზული სპარინგი პირველი ტესტის წინ, რომელიც 20 ივნისს, დურბანშია დანიშნული  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
12-
06
24:35

მთელ შაბათსა და კვირაღამ

   "გლობალის" ცოცხალი რაგბის მენიუში სამხრეთი ნახევარსფეროდან შაბათს გველის ოთხი ბარაქიანი თამაში, ბორჯღალოსნები კი კოლორადოში, ჩერჩილის თასზე, კვირა ღამესღა ერკინებიან ირლანდიის დუბლს, რომელმაც ბოლოსღა აჯობა კანადას  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ხუთ
11-06
[=]

ჩემპიონთა ქალაქში

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1988 წელს, რომელშიც ქუთაისმა მეორედ მოიპოვა საბჭოეთის ჩემპიონობა და ნაკრების ორ მატჩსაც უმასპინძლა; თბილისში ხელისუფლებამ ჩაშალა საერთაშორისო ტურნირი და ელმავლად აღმდგარ ლოკომოტივს ბაზა წაართვა; მორიგ შარში გაეხვია შევარდენი; სტუდენტთა მსოფლიო თასზე შვიდმა ქართველმა იასპარეზა; ვაკეში კი, თბილისობაზე, პირველად მოეწყო შვიდკაცა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
9-06
[=]

კამბეროვიჩის მდელოზე

   უქმეებზე ქართულმა შვიდკაცამ და შვიდქალამ ერთდროულად იჩაუქეს ევროპაში: ვაჟებმა მესამე ადგილი დაიჭირეს ოდესაში და ჰანოვერის ფინალის საგზური დაიბევეს, გოგოები კი ზენიცაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ, ანუ შარშანდელთან შედარებით, ზემოთ ოთხით აინაცვლეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
8-
06
[24:55]

ჩქარი ბურთი დაუძვირეს

   აფრიკაში მოტურნევე ბრიტანეთის "ლომებმა" ბოლო წუთზე კინაღამ წააგეს ზე 14-ის მაჩანჩალა "ჩიტაზთან"; ავსტრალიამ სეზონი "ბარბაროსთა" გაბურთავებით გახსნა; ინგლისმა სამჯერ დაალელოვა არგენტინა და რეიტინგში ისევე გადაუსწრო, როგორც კანადამ საქართველოს; ხოლო უიღბლო კლერმონმა მეათედაც წააგო საფრანგეთის პირველობის ფინალი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
7-
06
[=]

 

ცოდვილობა შორეთში

   გული გვატკინეს "ერთა თასის" მფლობელმა ბორჯღალოსნებმა - კავკასიიდან ძაან შორეულ კოლორადოში, იოსებ სტალინის დოსტის, ვინსთონ ჩერჩილის თასის სტარტზე, ბრძოლით, მაგრამ მაინც უიმედოდ წააგეს კანადასთან და რუდუნებით ნაგროვი რეიტინგი გაანიავეს  >>>

პა
5-
06
24:5
5

სანეკერჩხლო ღამისთევა

   დაძაბული ვიქენდი ელის "გლობალზე" რაგბის ლაივში მაყურებელ საზოგადოებას - შაბათს, დღისით, ავსტრალიიდან რომ დაიწყება ტელე-მარათონი, ნასამხრევს აფრიკიდან, საღამოს ინგლისიდან და ღამით საფრანგეთიდან გაგრძელდება, შოუს კი, ღამის სამის ნახევარზე, დააგვირგვინებს რეპორტაჟი კოლორადოდან, სადაც ბორჯღალოსნები "ჩერჩილის თასზე" კანადას ხვდებიან  >>>

შემდეგი

მატიანე
რასპაია^
სალის!
წინა

ხუთ
4-
06
[=]

ჭირ-ნარევი ლხინი

   @  ართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი 1987 წლისა, რომელშიც ლიხს იქეთ, ქუთაისმა ჩვენი გუნდებიდან პირველმა მოიგო საკავშირო პირველობა და თასის აღებით დუბლიც შეასრულა, აქეთ კი რესპუბლიკის პარტიულმა ბოსებმა იმპერიულ შანტაჟს გადააყოლეს ლოკომოტივი და დედაქალაქიდან კინაღამ მთლად ამოძირკვეს ოვალური ბურთი  >>>

ორ
1-
06
23:
45

გადაიკიდა და აიღო

   ბრიტანეთის "ლომებმა" აფრიკული ტურნეს სტარტზე დასკვნით ხუთ წუთშიღა გატეხეს "სამეფო ზეგანი", "ბარბაროსებმა" კი თვიქნემში გააბურთავეს ულომებო ინგლისი და დიდი რაგბიდან გამარჯვებით გააცილეს მასპინძლები, მარტინ ქორი და ჯოშ ლივსი  >>>