ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

პარ
31-
07
18:25

გარანტია და გლობალიზაცია!

    ერთბაშად დადგინდა ორი მსოფლიო თასის მასპინძელი: 2015 წლის ტურნირს გამართავს ინგლისი და ამით ირბ რაგბის გასავრცელებლად 300 მილიონ გირვანქას იშოვის, 2019 წლის გათამაშება კი მოეწყობა იაპონიაში, რათა ოვალურ ბურთა თამაშმა ახალ, ეკონომიკურად ყველაზე მზარდ რეგიონში მოიკიდოს ფეხი  >>>

 

გუნდური ბურთაობით

   წლევანდელი ლიდერის, ლელოსა და შარშანდელი ჩემპიონის, ლოკომოტივის რკენით დასრულდა რაგბის საშინაო სეზონის პირველი ნახევარი და გაიღო სატრანსფერო სარკმელი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, თასის ნახევარფინალთა წინღა დაიხურება  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
30-
07
23:05

ზედიზედ მეორედაც?

    სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, მსოფლიო თასის მფლობელი და ლიდერი, აფრიკის "ბოკე" კვლავ ბოლო ოთხი წლის ჩემპიონს, ზელანდიის "ოლ ბლექსს" მასპინძლობს, ოღონდაც არა მაღალ მთაში, ჰაიფელდტის ზეგანზე, არამედ ინდოეთის ოკეანის პირად, კოპწია დურბანში  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
29-07
[=]

გაბითურებული ძერჟავა

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 1996 წელს, რომელშიც ბორჯღალოსნებმა საარაკოდ ძლიეს ციმბირელი დევები და ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი; ხელი მოეცარათ ჭაბუკთა, შვიდკაცა და სტუდენტურ ნაკრებებს; ვაკიდან კვლავ ამაოდ სცადეს ოვალური ბურთის მიმდევართა გაძევება, მარათონული, ინტრიგით სავსე საშინაო სეზონი კი გახშირებული შატალოებით დასრულდა  >>>

შემდეგი

წინა

ორ
27-
07
24:10

ვინ მოიგებს, ვის დაეკისრება?

    სამშაბათს ქართული რაგბის თემს ორი რამ დააინტერესებს: ვინ მოიგებს შარშანდელი ეროვნული პირველობის ფინალის რე-მატჩს და ვის დაეკისრება შემდეგი ორი მსოფლიო თასის მასპინძლობა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
26-
07
19:25

"ბოკეს" სტიქია ბრძოლაა!

    სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, მაღალ-მთიანი ბლუმფონტეინის სუსხში, მასპინძელმა აფრიკამ თავიდან მაგრად დაიბრიყვა ზელანდია და 14 ქულით გაუსწრო, მაგრამ მერე სტუმრებიც გამამაცდნენ და ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცკი ბოლოში რომ მწარედ შეცდნენ, ლელო კიდევ გაუშვეს და უქულოდ დაშვრნენ  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
24-07
[=]

დაბრუნება ეროვნულზე

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 1995 წელს, რომელშიც თანდათან შეიცვალა კავშირისა და ეროვნული ნაკრების უფროსობა; დაწესდა სინი, გამოიცა წესები, ლიანგმა მსოფლიო თასს ცოცხლად უყურა, კლუბები კი ერთი ხანობა თუმც ვაკიდან გამოაძევეს, ოვალურ ბურთა თამაშმა 27 წლის შემდეგ მაინც შეაღწია უპირველეს ასპარეზზე და ერი გამარჯვებით გაახარა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
23-
07
22
:30

ორი საათით გვიან

    სამხრეთული "სამი ერის" მეორე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ჰაიფელდტის ზეგანზე, თითქმის ოპტიმალური რაზმებით შეიბმებიან სტუმარი, ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და მასპინძელი, მსოფლიო თასის მფლობელი და ბრიტანეთის "ლომების" მძლეველი, აფრიკის "ბოკე"   >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

სამ
21-
07
2
0:30

გამონაკლისი ვილკინსონისთვის

    ჯონი ვილკინსონი ნიუკასლიდან თუმც ტულონში გადავიდა, მარტინ ჯონსონმა მაინც ჩარიცხა ინგლისის 32-კაცა ზეპურ რაზმში; აფრიკის "შარქსს" ცოტა აკლია და "სტად ფრანსეზიდან" გადაიბირებს არგენტინელ ხუან-მარტინ ერნანდესს; ჯონა ლომუ მარსელში აპირებს ჭიის გახარებას; პარიზის მეორე გუნდმა, "მეტრო რასინგმა" მიიღო სებასტიან შაბალი და ფრანსი სტეინი; იტალიამ "მაგნერზის ლიგაში" ჩასაბმელი ორ ფრანჩაიზი შეარჩია, ინგლისში კი ყალთაბანდობისა და კოკაინით თრობისთვის მკაცრად დაისაჯა თითო მორაგბე  >>>

შემდეგი

 

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
19-
07
2
2:00

ქარში უბადლონი!

    სამხრეთული "სამი ერის" პირველ შაბათს, ბოლო ოთხი წლის უცვლელმა ჩემპიონმა ზელანდიამ შინ, შესვენების შემდეგ უკეთ გამოიყენა ზურგქარი და ორი ჯარიმით ძლია ავსტრალია, ვინც 23-წლიანი ოკლენდური ნავსის გატეხვის შანსი ხელიდან გაუშვა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
17-
07
[=]

კლუბური ქაოსი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1994 წელს, რომელშიც ჯერ შარშანდელი ჩემპიონი გამოვლინდა; არსებულთა შერწყმით შეიქმნა ახალი კლუბები, მაგრამ მერკური ზაფხულში დაიშალა და შედგა გუმარი, ვინც საფრანგეთი მოიხილა; ჭაბუკები მეორედ გავიდნენ ევროპაში; კაცთა ნაკრებმა ორად ორი ტესტი გამართა, უწინდელისგან განსხვავებით კი სეზონიც ადრე დასრულდა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
16-
07
2
2:
25

თუ უძლიერესს აჯობე

    სამხრეთის "სამი ერის" პირველ შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი და სამეზობლო "ბლედისლოუს თასის" ზედიზედ ექვსგზის მფლობელი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" მომავალი მსოფლიო თასის ფინალის არენაზე, ოკლენდის "იდენ პარკზე" მასპინძლობს ავსტრალიის "ვოლაბიზს", ვინც კივი გურუს, რობი დინსის ხელქვეით, მატჩიდან მატჩამდე ძლიერდება  >>>

შემდეგი

სამი ერის რუკა
წინა

სამ
14-
07
2
2:
25

ჰენრი, ლოტე და ბაკისი

    სამხრეთი "სამ ერს" სამივე ბანაკი თითო გამორჩეული სიახლით ხვდება: წინა ოთხი წლის ჩემპიონის, ზელანდიის მწურთნელთა ტრიოს - გრემ ჰენრის ამალას კავშირმა 2011 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე გაუგრძელა კონტრაქტი; ავსტრალიამ მიზეზის აუხსნელად დაითხოვა ფიჯელი ფრთა ლოტე ტუნქირი, რის გამოც ნალიგარი ვარსკვლავი ჩივილს აპირებს; მსოფლიო თასის მფლობელი აფრიკა კი "ლომებთან" ბოლო ტესტზე თეთრი, საპროტესტო სამკლაურებით რომ გამოვიდა, ირბ-ის წინაშე მოუწევს თავის მართლება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ორ
13-
07
[=]

მარცხიანი დებიუტი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით ომიან 1993 წელს, რომელშიც წარუმატებელი გამოდგა დებიუტები მსოფლიო თასის შესარჩევსა და "ერთა თასის" ბოლო ჯგუფში; ჭაბუკებმა ამავე დონეზე პირველად იასპარეზეს ევროპაში, იმერში უქმად დარჩენილმა "ერქვანმა" კი პოსტ-საბჭოური რაგბი-ლიგისკენ ჰქნა პირი  >>>

შემდეგი

წინა

კვი
12-
07
2
2:
55

რომ არ გვეჩხუბა

   კვირას, გერმანიაში, "ევრო შვიდკაცის" ფინალში საქართველომ მეხუთე ადგილი დაიჭირა და სინი აიღო; ორშაბათს გამოტოვებული მატჩების მორიგი წყვილი გაიმართება რაგბის შინაურ პირველობაზე; შაბათს კი 2011 წლის მსოფლიო თასის ორი მონაწილე გამოვლინდა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ხუთ
9-
07
[=]

დაიშალა და მიგვიღეს

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში შევაბიჯეთ 1992 წელში, როცა ირბ-მა მიგვიღო და ფირა-მ გვიმუხთლა, შინ კი, ძმათ-მკვლელი ომების გამო, ეროვნული პირველობა სკანდალით დასრულდა, ხოლო შემოდგომაზე თემი ამერ-იმერადაც გაიხლიჩა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
7-
07
23
:
10

უმაღლესი სინჯისა

   დასრულდა სარაგბო წლის მეორე დიდი ღონისძიება - ბრიტანეთის "ლომების" აფრიკული ტურნე და ვიდრე მესამე, სამხრეთის "სამი ერი" დაიწყებოდეს, უპრიანია მომხდარი მოკლედ შევაჯამოთ და შინაური ძალებით, "ოლიმპში" შედგენილ სტატისტიკასაც ჩავხედოთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
6-
07
2
3:25

"ექვსი ერის" შაბათებზე

   2011 წელს, ახალ ზელანდიაში დანიშნული მსოფლიო თასისთვის დამტკიცდა ევროპულ შესარჩევთა საგაისო განრიგი და გადაწყდა, რომ რუსეთს თრაბზონში მივიღებთ; აფრიკაში საგზურს ერთურთს შეეცილებიან ნამიბია და ტუნისი; ამერიკაში კანადამ სტუმრად წააგო შტატებთან, მაგრამ ამ შაბათს მასვე მასპინძლობს, შპს "მსოფლიო თასმა" კი ირბ-ის აღმასკომს ურჩია, რომ 2015 წლის გათამაშება ინგლისში გამართოს, 2019 წლისა კი იაპონიაში!  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
5-
07
2
3:30

ლომებს ტესტი, ბოკეს სერია

   ბრიტანეთის "ლომებმა" სამხრეთ აფრიკული საფარი ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს, მაგრამ მსოფლიო თასის მფლობელმა "ბოკემ" სერიის პირველი ორი ტესტი რომ მოიგო, გამარჯვებული დარჩა იმის მიუხედავად, რომ ჯამური ანგარიში სტუმართა სასარგებლოდაა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
3-
07
[=]

ორთავ ასპარეზზე

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მოვიდა ჯერი 1991 წლისა, რომელშიც დამოუკიდებლობის აღდგენა რომ გამოცხადდა, ოთხ უკეთეს კლუბს საბჭოთა ასპარეზის მიტოვება მოუხდა; მათ ნაცვლად უცხოეთში სულ სხვა გუნდები გაემგზავრნენ, შინ კი თუმც სეზონთა ახლებურ ათვლაზე გადავედით და ჩემპიონატში აქამდეც სარეკორდოდ ბევრი, 21 გუნდი ჩაება, ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ოვალურ-ბურთა თამაშიც დააკნინა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
2-
07
24
:30

ბითუმად გამოცვალეს

   ოლოლო მგეგმავებს! რაც "ლომთა" აფრიკულ ტურნეზე ზენიტად იყო ჩაფიქრებული, ნადირად იქცა - მსოფლიოს ჩემპიონმა, მასპინძელმა "ბოკემ" პირველ ორ ტესტში დრამატულად რომ ძლია სრულიად ბრიტანეთის ნაკრები, სერიაში გამარჯვება დაიბევა, რის გამოც მესამე რკენა ზრდილობისთვისღა იმართება. ჰოდა, თუმც ორივე მხარე ამ შაბათსაც მოსაგებად ირაგბებს, ბანაკებს რაზმები ისე გადაუხალისებიათ, რომ დუბლის იერი დაჰკრავთ  >>>