ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
30-
08
22
:
25

კრიტიკოსები დაადუმეს

   სამხრეთული "სამი ერის" მეექვსე შაბათს ლიდერმა, აფრიკის "ბოკემ" სტუმრად პრემიით გააბითურა მაჩანჩალა, ავსტრალიის "ვოლაბიზი" და ფაქტობრივად დაიბევა ჩემპიონობა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
27-
08
20
:30

ოვალზე, რეტრო-წესებით

   სამხრეთული "სამი ერის" მეექვსე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, უკვე სამგზის ძლეული ავსტრალიის "ვოლაბიზი" ქვეყნის დასავლეთ კიდეზე იღებს ლიდერს, აფრიკის "ბოკეს", ვისაც შინ სამჯერვე კი მოუგია, მაგრამ გარეთ გაუმარჯვებლად ვერ იპირველებს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

სამ
25-
08
19:
55

ბლად-გეითი: ნუ ისიაფანდებ!

   ზეპური, ინგლისი "გინესის პირველობა" ამ არა და იქეთა უქმეებზე იწყება, არდადეგებზე კი ჯენთლმენთა თამაშს ძაან შეელახა იმიჯი: აპრილში მომხდარი უმსგავსობა ახლაღა გაირჩა, რის შედეგადაც ყალთაბანდობაში ამხილეს ნაკრების ძველი 8 ნომერი, ლონდონის "ჰარლიქვინზის" აწ უკვე ყოფილი მწურთნელი დინ რიჩარდსი და მსოფლიო მასშტაბით, სამი წლით განკვეთეს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
2
3-08
24:
45

შანსი და ბლედისლოუც!

   სამხრეთული "სამი ერის" შუა, მეხუთე შაბათს, წინა ოთხი წლის ჩემპიონმა, ზელანდიის "ოლ ბლექსმა" სიდნეიში თამაშის ბოლოს უმწარესი მარცხი აგემა ავსტრალიის "ვოლაბიზს", პირველობის შანსი შეინარჩუნა და სამეზობლო "ბლედისლოუს თასიც" ზედიზედ მეშვიდე წლით დაიბევა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

შაბ
22-
08
[=]

შეუბღალავი სახელი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 2000 წელს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ახლებურ "ერთა თასში" ჩაებნენ და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდათ; "შვიდკაცამ" მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა; შინ დაწესდა "ბზის თასი" და ფინალი ფრედ რომ დასრულდა, ორივე გუნდს თავი ჩემპიონი ეგონა; ხოლო "VII არხმა" ზეპური მატჩების ქართული კომენტარით ჩვენება დანერგა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
20-
08
23:
05

მესამე წაგების რიდით

   სამხრეთული "სამი ერის" შუა, მეხუთე შაბათს, არდადეგების შემდეგ, ორივე მეტოქეს - ავსტრალიის "ვოლაბიზსა" და ზელანდიის "ოლ ბლექსს" მოჭრილი აქვს უკან დასახევი გზა: თუ ოზები წააგებენ, ჩემპიონობასა და სამეზობლო "ბლედისლოუს თასზე" ახლავე უნდა აიღონ ხელი, ხოლო თუ კივებმა იწვნიეს მესამე მარცხი, მერე იმის იმედადღა უნდა იყვნენ, რომ ავსტრალია შინ ორჯერვე ძლევს ლიდერსაც, აფრიკის "ბოკეს"  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა


17-
08
[=]

მულღაზანზრული ფათერაკები

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 1999 წელს, რომელშიც მსოფლიო თასიდან ტონგამ გამოგვაგდო, ხოლო ფიჯზე ნაკრების მწურთნელი დავაგირავეთ; "შვიდკაცა" მსოფლიო სერიაში ჩაება; ჭაბუკები ელიტაში ვერ დარჩნენ; გაცხოველდა ბორჯღალოსანთა ემიგრაცია; შინ კი გაუქმდა პლეი-ოფი, ჩემპიონი ბათუმი გახდა და ოვალური ბურთი ვაკიდან გარეუბნებში გაიხიზნა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
1
3-08
24:
40

თითქმის გაოლიმპიურდა

   ამ უქმეებზე ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალია; ხუთშაბათს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასკომმა რაგბი და გოლფი 2016 წლის თამაშებში ჩართვის კანდიდატებად დაამტკიცა; "სამი ერის" შუაწელიდან ზელანდიას უბრუნდება დენ კარტერი, ავსტრალიას როკი ელსომი, ლიდერ აფრიკას კი სხალკ ბერგერი; ოზებმა ზე 15-ის ახალი გუნდის ბინად მელბურნი შეიგულეს; "გლობალზე" კი აფრიკისა და ზელანდიის პირველობათა თითო ლაივია  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
12-
08
[=]

გმირობიდან გაწბილებამდე

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1998 წელს, რომელშიც შინ მეორედ და ისევ სასწაულად ვძლიეთ რუსეთი, მაგრამ მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე ირლანდიაში დაგვამუხრუჭა რუმინეთმა; ჭაბუკები პირველ ჯგუფში აღზევდნენ; ბორჯღალოსანთა საფრანგეთში გადასვლის გამო დაიშალა გუმარი; ნაკრების ვოიაჟთა გადამკიდე კი შინაური პირველობის მეორე სტადია უბობოლებოდ ჩატარდა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
9-
08
23:
10

შინ უძლეველნი

   სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს, რასობრივად ერთობ ჭრელსა და მხურვალე ქომაგობით ცნობილ კეიპტაუნში, ლიდერმა "ბოკემ" ტრადიციულ ყაიდაზე - ბოჭვაზე და დერეფანში პარპაშით, აბრაგანებითა და გოლებით აჯობა სტუმარ "ვოლაბიზს", ვინც დისციპლინამაც დააღალატა - და მესამე საშინაო მოგება მიითვალა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
6-
08
23:2
5

კანონიკურად ირაგბებენ

   სამხრეთული "სამი ერის" მეოთხე შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, მსოფლიო თასის მფლობელი და ლიდერი, აფრიკის "ბოკე" წლეულს ბოლოჯერ თამაშობს შინ და თუ ზელანდიის "ოლ ბლექსთან" ორი ომით გათანგულმა დასვენებულ მეტოქეს, ავსტრალიის "ვოლაბიზს" ვეღარ მოუგო, ბარაქიანი ფსონის ქონის მიუხედავად, პირველობა გაუჭირდება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
5-08
[=]

"ყოჩების" დროება

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 1997 წელს, რომელშიც პირველად გამოვცადეთ ლათინთა სიმუხთლე; ნაკრების კონსულტანტად მოვიწვიეთ ფრანგი კლოდ სორელი; წარმატებით დავიწყეთ მსოფლიო თასის შესარჩევები; ზელანდიაში სტაჟირებაზე მივავლინეთ ორი მორკინალი; გვიან დაწყებულ შინაურ პირველობას კი გაგანია სეზონში თუმც პლეი-ოფი დაემატა, უძველესმა კლუბმა, "ყოჩებმა" მაინც იმარჯვა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
3-
08
[23:40]

ბარნსი ვორათაზშია!

   ვიდრე სამხრეთის "სამ ერზე" აფრიკა და ზელანდია ორ-მატჩა სერიაში არკვევდნენ ურთიერთობას, ავსტრალიის ერთბაშად შვიდმა დაჯგუფებამ შეიტანა განაცხადი ზე 15-ის ახალი გუნდის ყოლაზე; სიდნეის "ვორათაზმა" ორი ლიგელის ნაცვლად ორი ქვინზლენდელი "ვოლაბი" აიყვანა; ნაკრების კივ გურუს, რობი დინსს კი მამა რომ გარდაეცვალა, შეგირდებს კეიპტაუნში ოთხშაბათსღა ჩააკითხავს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
2-
08
22:40

ჯერ-არნახულად დააჩიავეს

   სამხრეთული "სამი ერის" მესამე შაბათს, ზღვის პირა დურბანის ავდარში, ლიდერმა "ბოკემ" ღონითა და შემართებით ერთობ დაჯაბნა სტუმარი "ოლ ბლექსი", მორნე სტეინის ჩუბინობით ზედიზედ მეორედ დატოვა უქულოდ და ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა  >>>