ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

წინა

ორ
28-
09
2
1:40

"ბოკე" მოუმატებსო

   სამხრეთული "სამი ერის" უკეთეს 15-ეულში ბობოლა საითმა, "პლანეტმა" ჩემპიონის, აფრიკის "ბოკეს" ერთბაშად 11 წევრი შეიყვანა, იაპთაგან სამგზის ძლეული ზელანდიის "ოლ ბლექსის" ჭარმაგი გურუს, გრემ ჰენრის აზრით კი, თამაშის გაბერწებაში წვლილ-ბრალი თანაბრად მიუძღვით ირბ-ის ჩრდილოურ ფრთასა და ტექნოლოგიურ პროგრესს  >>>

შემდეგი

წინა

კვი
2
7-09
23
:00

უდაო შნო და უნარი

   შინაურ პირველობაზე "ლელო" დიდ ფინალში გავიდა, "ვისოლი" სამეულს მიღმა დარჩა, "არმაზი" კი ელიტაში დაბრუნდა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
25-
09
[=]

განახლების გზით

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 2004 წელს, რომელშიც შეიცვალა ნაკრებისა და კავშირის უფროსობა; "ბორჯღალოსნებმა" "ერთა თასზე" თანდათან უმატეს, მოიხილეს სამხრეთი ამერიკა და შესარჩევი ციკლი რუსეთის ძლევით გახსნეს; "შვიდკაცამ" პირველად იჩაუქა ჰონკონგში და მსოფლიო თასის საგზური მეორედაც მოიპოვა; ჭაბუკები კი მოკვეცილ ელიტაშიც დარჩნენ და ჩვენში 13-კაცაც დაინერგა  >>>

ორ
21-
09
19:10

სინი პირველივე ცდით!

   უქმეებზე ეროვნულ პირველობაზე გამოვლინდა პლეი-ოფის მეორე წყვილიც, გარდამავალი სინი კი პირველივე ცდით მოიგო "ლელომ" და შემდეგ მიზნად ის დაისახა, რომ პრემიერობას არ დაჯერდეს და სამი კვირის თავზე ჩემპიონის სარგო "ბზის თასიც" შემართოს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
20-
09
2
2:40

კივ ბეკთა სამი ლელო

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლო, მეცხრე შაბათს, ტიტულ-აყრილმა ჩემპიონმა, ზელანდიის "ოლ ბლექსმა" შინ გემოზე გააბურთავა უნიჭოდ მოთამაშე ავსტრალიის "ვოლაბიზი" და მცირე ნუგეშად, აფრიკის "ბოკეს" კვალად, მეორე ადგილზე დააფინიშა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
17-
09
23
:55

სამეული პუმებს ეპატიჟება

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლო, მეცხრე შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და ავსტრალიის "ვოლაბიზი" კივეთის დედაქალაქში იმისთვისღა შეიბმებიან, რომ ბოლო ადგილზე არ დარჩნენ, 2012 წლიდან კი ბობოლა სამეული მარაქაში არგენტინის გარევას აპირებს და თუ ტელე-ბატონმაც დასტური მისცა, "ოთხ ერად" გარდაიქმნება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
16-
09
[=]

ავსტრალიაში, ჭრელი კვართებით

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 2003 წელს, რომელშიც პირველად ვიასპარეზეთ მსოფლიო თასზე და პუბლიკა თავდადებითა და ჭრელი კვართებით მოვხიბლეთ; ვაკეში პირველად მოეწყო ევრო-სერიის შვიდკაცა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა; რუმინეთს თბილისში ვერ დავატოვებინეთ ანთიმოზ ივერიელის თასი; ჭაბუკები ელიტაში წკიპზე დარჩნენ; თემმა კი ზეპურ მატჩებს კაფე "მსოფლიო სპორტსა" და ბარ "ანგარში" უცქირა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
14-
09
2
3:25

შანსი ოთხს რჩება

   ეროვნული პირველობის ფინიში ბევრს გვპირდება. ავსტრალიური პლეი-ოფის ბოლო ორი მონაწილე წრიული სტადიის დასკვნითი, მე-14 რაუნდის მატჩებში გამოვლინდება. მაშინვე გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, ვინც პირდაპირ დატოვებს უმაღლეს ლიგას; და საქმესაც ეგეთი პირი უჩანს, რომ "შესარჩევი ფინალის" რეპეტიცია დამატებით დატვირთვას შეიძენს, რაღაი "ლელო" სინზე "ლოკომოტივის" გამოწვევას აპირებს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
13-
09
2
4:
00

ლამის უსიტყვოდ

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს ლიდერმა, აფრიკის "ბოკემ" სტუმრად, ლამის უსიტყვოდ, პრაგმატულ სტილში გააბითურა ერთადერთი კონკურენტი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" და ოთხ-წლიანი ზეობა დაუსრულა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
10-
09
23
:
55

ერთობ მოსაწყენ ადგილას

   სამხრეთული "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, წინა ოთხი წლის ჩემპიონი, ზელანდიის "ოლ ბლექსი" პროვინციულ ჰემილთონში მასპინძლობს ლიდერს, აფრიკის "ბოკეს" და თუ მასზე ოთხი საცხრილო ქულით მეტს აიღებს, პირველობის შანსი კიდევ შერჩება, თუ არა და იაპები იქვე გადაიბარებენ ჩემპიონის თასს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
9-09
[=]

მობურთალებში პირველნი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2002 წელს, რომლის გაზაფხულზეც შინ ფრეს დავჯერდით ბურებ-ამატებულ რუსეთთან და რუმინეთსაც ერთბაშად სამი ჯილდო გავატანეთ, მაგრამ შემოდგომაზე რუსეთსვე მოვუგეთ გადამწყვეტი რკენა და ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე გავედით; ჭაბუკებმა ელიტაში მოიკიდეს ფეხი; ამოქმედდა "ოლიმპის" საითები; აჭარამ რეგიონთა თასზე გვასახელა და "ბზის თასის" ფინალიც ბათუმური დარბი გამოვიდა  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ორ
7-
09
21
:
15

განაცხადები განახლდა

   რაგბის შინაური ჩემპიონატი ერთ თვეში, ავსტრალიური პლეი-ოფით დასრულდება, თავად ოზებს კი ამ სპორტის პირველობა რომ არა აქვთ, ჩვენს მიერ გადმოღებული და ქართული პირობებისადმი მისადაგებული სისტემით, ეროვნული, 18-კაცა ფეხბურთის ჯილას ავლენენ სექტემბრის ბოლო შაბათს  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

კვი
6-
09
21
:
05

საუკეთესო საჩუქარი

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს ლიდერი და ფავორიტი, აფრიკის "ბოკე" დანავსულ ბრისბენში ბარაქიანად რომ დამარცხდა უკან-დასახევ-გზა-მოჭრილ ავსტრალიის "ვოლაბიზთან", ჩემპიონად კურთხევა მინიმუმ შემდეგ შაბათამდე გადაედო  >>>

შემდეგი

შოუ სპორტი
გლობალზე
წინა

ხუთ
3-
09
2
3:
15

ალბათობა მცირეა

   სამხრეთული "სამი ერის" მეშვიდე შაბათს, ჩვენებურად დღის ორზე, ლიდერი, აფრიკის "ბოკე" გასვლაზე ზედიზედ მეორედ რომ ხვდება მაჩანჩალას, ავსტრალიის "ვოლაბიზს", ვადამდე საჩემპიონოდ რვაზე ნაკლებით წაგებაც ყოფნის, მაგრამ სპორტის არსია და ახლაც მოგებაზე ითამაშებს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
2-
09
[=]

კლოდური მწვერვალი

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2001 წელს, რომელშიც პირველად შევმართეთ "ერთა თასი" და აქამდე ერთადერთხელ ვუმასპინძლეთ აფრიკის "ბოკეს"; შვიდკაცის მსოფლიო თასზე სინის ფინალში გავედით; ჭაბუკები ელიტაში დაბრუნდნენ; დაარსდა ჟურნალი და შინაური პირველობაც პირველად დასრულდა მუღამიანი, ავსტრალიური პლეი-ოფით  >>>