ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

წინა

ხუთ
2
9-10
24:10

მზარდ, აზიურ ბაზარზე

   "სამი ერელი" მეზობლები, ზელანდია და ავსტრალია ტრადიციულ, ჩრდილოურ ტურნეებს ტოკიოში, "აზიური ბლედისლოუთი" ხსნიან; ამქრის ჩემპიონ აფრიკაში შინაური, "ქარრის თასის" ფინალი მესამე ადგილოსანი გუნდის მოედანზეა, 2011 წლიდან კი, თუ სადაური იქნება ზე-რაგბის მე-15 გუნდი, მაგას ორ კვირაში არბიტრაჟი გადაწყვეტს  >>>

ორ 26/10 იხურება ჯეოსითიზი. ჩაინიშნეთ ამ საითის ახალი ბინა

შემდეგი

მატიანე
წინა

შაბ
24-10
[=
]

თიმი და ამალა

   @   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში მივადექით 2008 წელს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ავსტრალიელმა თიმ ლეინმა ჩაიბარა და ექვსიდან ექვსი მატჩის მოგებით ევროპის "ერთა თასზე" აჩემპიონა; "შვიდკაცამ" ევროპაში მესამე ადგილი დაიჭირა და მესამედ გავიდა მსოფლიო თასზე; "არკულზე" ისევ გავუსწარით მასპინძელ რუმინეთს და მეორე პოზიციაზე დავაფინიშეთ; ჭაბუკები კი პირველ "მსოფლიო ალაფაზე" მესამე ადგილს დაჯერდნენ, თასზე ვერ გავიდნენ და საგაისოდ ვეღარც მაგ ალაფაზე მოხვდნენ  >>>

შემდეგი

წინა

ორ
19-10
12
:
35

მაზღვევი არეკნი

   ევროპული საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეორე პულური რაუნდის თორმეტიდან ექვს მატჩში წაგებულმა გუნდმა უტეხობისთვის დაწესებული პრემია მიიღო  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

პარ
16-10
[=
]

კინაღამ ავაყირავეთ

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში გავიხსენებთ 2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე 20 გუნდში მე-13 ადგილი რომ დავიჭირეთ და ბობოლა ირლანდიაც კინაღამ ვძლიეთ. საზოგადოებამ ამ შეჯიბრის 25 მატჩი ტელე-ეკრანზე ცოცხლად იხილა; რუმინეთს სტუმრად ჩამოვართვით "ანთიმოზ ივერიელის თასი" და იქვე, "ირბ-ის ერთა თასზე" მესამე ადგილზეც გავედით, ხოლო შინ "ყოჩებმა" შეასრულეს დუბლი  >>>

შემდეგი

წინა

ორ
12-10
21
:15

23-კაცა რაზმებით

   ევროპული საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" სტარტზე მფლობელი, ირლანდიის "ლენსთერი" ულელოო ჩიბლუხში შინ დამარცხდა "ლონდონ აირიშთან; ირლანდიისვე "მანსთერს" ინგლისისვე "ნორსჰემპთონმა" მოუგო; იტალიის "ტრევიზომ" საფრანგეთის ჩემპიონი "პერპინიანი" გააგორა; ტრავმებით გაცხრილული ინგლისის "ლესთერი" შინ ფრეს მაინც გამორჩა უელსის "ოსფრიზთან"; საფრანგეთის "ტულუზმა" კი ინგლისის "სეილის" დუბლი გააბურთავა  >>>

შემდეგი

სამეულები [1990-2009]
წინა

კვი
11-10
18
:
10

"ლელომ" გოლებით იჩემპიონა

   ვაკეში, შინაური "ბზის თასის" დიდ ფინალში, "ლელომ" ულელოო რკენაში მაინც დამაჯერებლად, გოლებით ძლია "ბათუმი" და ხუთი წლის შემდეგ ისევ, მეორედ იჩემპიონა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ხუთ
8-10
[=
]

ოლოლო ლათინებს

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2006 წელს, რომელშიც პორტუგალიის ჯობნით მეორედაც გავედით მსოფლიო თასზე; მოვიხილეთ იაპონია და ვუმასპინძლეთ ბარბაროსებს; ჭაბუკები ელიტაში ვერ დაბრუნდნენ; დაგვეშალა ლიგის ნაკრები და შვიდკაცამაც მხოლოდ ევროპაში იჩაუქა, მაგრამ შეიქმნა ქალთა გუნდი; გამოიცა ლექსიკონიანი, ფერად-ყდიანი წესები; შინ კი "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორედ, წაუგებლად გალია თასიცა და პირველობაც  >>>

შემდეგი

წინა

ორ
5-
10
19:05

საბურთაო სეირები

   რაც პატივცემულმა ირბ-მა წესებზე ქველი ექსპერიმენტები ატარა და ზეპური რაგბი ფეხით ფრენბურთისა და მიწაზე ჭიდაობის ნაზავად აქცია, ხელდახელ ბურთაობისა და ლელოთა ხილვის მსურველს სხვა რა დარჩენია და რაგბი-ლიგას უნდა უცქიროს, ხოლო ვისაც საჰაერო პინგ-პონგი მაინც იზიდავს, იგი ამგვარ ჩიბლუხს უფრო დახვეწილი ფორმით და თანაც ჯახიანად, ოზი-რულზში ნახავს  >>>

შემდეგი

წინა

კვი
4-10
22
:05

მესამედაც ჩამოვლენ

   ჩემპიონი ახალი გვეყოლება: შაბათს, ავჭალაში, ელიტაში წლეულს დაბრუნებულმა ბათუმმა რომ ძლია შარშანდელი ჯილა და XXI საუკუნეში 6-ჯერ ნაპირველები ლოკომოტივი, მეტოქე ბრინჯაოს დააჯერა, თავად კი გავიდა დამდეგ შაბათს, ხუთის ნახევარზე, ვაკეში დანიშნულ დიდ ფინალში, სადაც პრემიერს, წრიული სტადიის გამარჯვებულ ლელოს შეხვდება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

შაბ
3
-10
[=
]

"ანთიმოზი" შინ დარჩა

   @  ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში ვუწიეთ 2005 წელს, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" პირველად შემართეს "ანთიმოზ ივერიელის თასი" და "ერთა თასზეც" დაწინაურდნენ; ახალგაზრდებმა უბობოლებო ევროპაზე იჩემპიონეს; მოვიგეთ ბათუმის შვიდკაცაც; "ლოკომოტივმა" წაუგებლად იასპარეზა თასზე, პირველობასა და სინზე; ფანობამ კი იხილა "13 ქართველის" ფერხული და ბურთაობა  >>>