ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
30-
11
23:40

თითო ბროლი სამ ქვეყანას

   ჩრდილოური ტესტების ბოლო, მეოთხე ვიქენდზე, ირლანდიამ ნისლში ჯიგრით აჯობა აფრიკას; ავსტრალიამ თავიდანვე გააბურთავა ტრავმებ-მომრავლებული უელსი; ზელანდიამ საფრანგეთს ეშხიანად გამოუყვანა წირვა; არგენტინამ შოტლანდია ბოლოსღა, არეკნით დააშამათა, ირბ-ის სამი უმთავრესი "ოსკარი" (მოთამაშე მწურთნელი გუნდი) კი პირველად გაინაწილა სამმა ქვეყანამ  >>>

კვი
29-11
20:25

პირველი დუბლი მეოცე მოგებით

   შინაური სეზონის ფინიშზე, მზესა და ცივ ნიავში, ცოტა მოსეირის თვალწინ, ჩემპიონმა "ლელომ" დრამატულად, ერთი ქულით ძლია "ლოკომოტივი, შარშან მოგებული თასი შეინარჩუნა და პირველად შეასრულა დუბლი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
27-
11
22:10

"გლობალური" მარათონი

   ჩრდილოური ტესტების ბოლო, მეოთხე ვიქენდზე, "გლობალის" მეშვეობით ოთხ-მატჩა ტელე-მარათონი გველის: ინგლისი უქმობს, მაგრამ კელტები და ფრანგები რომ ერკინებიან სამხრეთულ კვარტეტს, ირბ წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობასაც გაამხელს  >>>

ხუთ
26-11
[19:35]

თეატრისგან განსხვავებით

   კვირას თასის ფინალით სრულდება რაგბის საშინაო სეზონი: ქვეყნის ახალი ჩემპიონი "ლელო" ვაკეში, დღის ორზე, ეთამაშება ექს-ჯილა "ლოკომოტივს, ვინც წლეულს სამივე შეყრაზე უძლევია  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
25-11
[
21:40]

აბორიგენი ინგლისი უბადლოა

   მართალია, მესამე წელია ლიგა აღარ გვითამაშია რაგბის აქაურ თემს, მაგრამ ინტერნეთისა და მეტადრე "გლობალის" წყალობით 13-კაცა თამაშის პულსზე გვიდევს ხელი და ირბ-ული პროდუქტის გაბერწების გამო "მარტო-კაცთა ომი" ლამისაა ოვალური ბურთაობის ერთადერთ შინაარსიან და საამოდ საცქერ სახეობად შევრაცხოთ  >>>

შემდეგი

წინა

სამ
24-11
[
20:05]

სულ ერთია, შინ თუ გარეთ

   გამოვლინდა 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის მე-15 ფინალისტი და ბორჯღალოსანთა ბოლო მატჩის საოქმო დეტალებიც დადგინდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
23-
11
[23:00]

სქოთური სენსაცია

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე ვერ ივარგეს ზღვისრეთელმა კიკერებმა, მაგრამ ზელანდიამ თუ მაინც ძლია ინგლისი, ავსტრალია გულად შოტლანდიასთან დამარცხდა  >>>

პარ
20-11
[24:40]

უგეზოდ და უფანტაზიოდ

   მარცხიანად დაასრულეს სეზონი აცმა ბორჯღალოსნებმა: პარასკევ ღამით ჩრდილო იტალიაში ვერ შეინარჩუნეს ფორა, ვეღარც წინ გავიდნენ მეორედ და ერთი ქულით წააგეს "აძურის" დუბლთან, ვინც ცოდვა გამხელილი ჯობს და ვერაფერი გუნდია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
19-
11
23:
35

უდინეს შემოგარენში

   ჩრდილოური ტესტების მესამე ვიქენდზე "ექვსი ერის" ყველა მონაწილე შაბათს თამაშობს, "ერთა თასის" ჩემპიონი საქართველო კი პარასკევ ღამით უდინეს შემოგარენში ერკინება "აძურის" დუბლს, ვინც აქამდე ორივე შეყრაზე დაუმარცხებია  >>>

შემდეგი

წინა

სამ
17-
11
23:35

ბრიუსელში ლუდი შეისვა

   ბორჯღალოსნები იტალიაში გადახალისებული რაზმითა და მწურთნელის ქართველი თანაშემწით გაფრინდნენ; აძურის დუბლმა გააბურთავა უსისხლო რუმინეთი; ზელანდიამ ირბ-ის რეიტინგში მოწინავეობა დაიბრუნა; ევროპულმა ფირა-მ დაარსებიდან 75 წელი ბელგიაში იზეიმა; მსოფლიო თასის ფინალში ფაქტობრივად გავიდნენ ნამიბია და შტატები, ხოლო შესარჩევთა შემდეგ ეტაპზე უკრაინა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
16-
11
[24:
00]

ღონითა და აგრესიით

   ჩრდილოური ტესტების მეორე ვიქენდზე ექვს მატჩში სულ რაღაც 13 ლელო დაიდო; საფრანგეთმა მისსავე, ძალურ სტილში ძლია მსოფლიოს ჩემპიონი აფრიკა; ირლანდიამ ბოლო შეტევით გაუფრევა თამაში ავსტრალიას; უღიმღამო ინგლისმა ძლივს მოუგო გადახალისებულ არგენტინას; იტალიამ კი ზელანდიის მარქაფა შერკინებაში დაადედლა  >>>

შემდეგი

წინა

კვი
15-
11
17:15

ჩვეულ ყაიდაზე, კავკასიურად

   ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვან იუბილეზე "ბორჯღალოსნებმა" ერი გამარჯვებით გაახარეს: პაიჭაძეზე, ჩვეულ ყაიდაზე, კავკასიურად ძლიეს ბობოლა არგენტინის დუბლ"იაგუარებ" და დამდეგ კვირაში იტალიის მარქაფასაც ებურთავებიან, ოღონდაც სტუმრად  >>>

პარ
13-11
[23:25]

ცოდნით ჩამოგვრჩნენ

   ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი იუბილის პროგრამით მეორე ნაკრებმა პარასკევს პროჟექტორთა შუქზე ძლია "ერთა თასის" მეორე ჯგუფის გამარჯვებული უკრაინა, შაბათს კი, ხუთის 15 წუთზე, ბორჯღალოსნები არგენტინის დუბლს, "იაგუარებს" ებურთავებიან  >>>

შემდეგი

წინა

ხუთ
1
2-11
[24:55]

ზორზოხთა გასამკლავებლად

   ჩრდილოური ტესტების მეორე ვიქენდის პროგრამა სამ დღედაა გაწელილი. მუღამიან მატჩებში საფრანგეთი პარასკევ ღამით ტულუზში იღებს აფრიკას, ინგლისი შაბათს არგენტინას თვიქნემში მასპინძლობს, კვირას კი ირლანდია "ქროუქ პარკზე" ავსტრალიას უხვდება  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

 

მატიანის შესაძენად

   ქართული რაგბის 50 წლის თავისადმი მიძღვნილი საშეჯიბრო პროგრამა პარასკევს ეროვნულზე ახლდება. მეორე ნაკრები "ერთა თასის" მეორე ჯგუფის ჩემპიონს, უკრაინას საღამოს ექვსზე ებურთავება, შაბათს კი იქვე, ხუთის 15 წუთზე, "ბორჯღალოსნები" არგენტინის "პუმათა" მარქაფას, "იაგუარებს" შეერკინებიან  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
11-
11
22:45

ბულზი შინაც პირველია

   შინაურ რაგბს სხვადასხვა გვარად ეკიდებიან სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში: თუ "ბოკეებმა" ჯერ "ქარრის თასის" პლეი-ოფი ითამაშეს და მერეღა წაბრძანდნენ ევროპულ ტურნეზე, "ოლ ბლექები" ავსტრალიას "აზიურ ბლედისლოუზე" ტოკიოში რომ ებურთავებოდნენ, იმავე ვიქენდზე "ეარ ნიუ ზილენდის" თასის ნახევარფინალები იყო  >>>

შემდეგი

წინა

სამ
10-
11
22:20

გავიცნოთ "იაგუარები"

   რაგბის თემი დიდი რკენის მოლოდინით სულდგმულობს: რვა წლის შემდეგ, როგორც იქნა, ისევ ვეღირსეთ შორებელსა და ძლიერ სტუმარს - არგენტინის "პუმათა" დუბლს, რომელსაც "იაგუარები" ჰქვია. ამათ "ბორჯღალოსნები" შაბათს, ეროვნულზე, ხუთის 15 წუთიდან შეებმებიან ქართული რაგბის 50 წლის თავის პროგრამით, რის გამოც სტადიონზე შესვლა მუქთი იქნება  >>>

შემდეგი

წინა

ორ
9-
11
22:50

ბრიტები გააბურთავეს

   ჩრდილოური ტესტების სტარტზე "სამ ერში" ხელმოცარულმა ავსტრალიამ გააბურთავა ბერწი ინგლისი, ზელანდიამ კი წკიპზე აჯობა უელსს, ვინც აფრიკელმა მსაჯმაც გაწირა  >>>

პარ
6-11
[24:10]

ვილქო სასწაულ ფორმაშიაო

   ნოემბრის პირველ შაბათს ზეპური რაგბის ჩრდილოური ტესტები მეზობლურად შეწყვილებული რკენებით იხსნება: ჩვენებურად შვიდის ნახევარზე ინგლისი ავსტრალიას ებმის, ხოლო ათის მეოთხედზე, უელსი ზელანდიას  >>>

 

რვაჯერ დავალელოვეთ

   ფრიად წარმატებული გამოდგა რაგბის "ა" (მეორე) ნაკრების დებიუტი. ქართველ მწურთნელთა დუეტის მიერ შერჩეულმა და სახელდახელოდ ნავარჯიშებმა ბიჭებმა ვაკეში რვაჯერ დაალელოვეს "ერთა თასის" მეორე ჯგუფში მოასპარეზე პოლონეთი და იქეთა პარასკევს მიიღებენ ამავე დონეზე გამარჯვებულ უკრაინას, ოღონდაც არა ლოკომოტივზე, არამედ ეროვნულზე  >>>

ხუთ
5-11
[*]

დუბლის გამოსაცდელად

   ქართული რაგბის 50-წლიანი იუბილის პროგრამით სამიდან პირველი ტესტი პარასკევს, საღამოს ექვსზე, პროჟექტორის შუქზე დაიწყება ვაკეში. ბორჯღალოსანთა დუბლის მეტოქეა პოლონეთი, ვინც მსოფლიო თასიდან უკვე გავარდა და "ერთა თასის" პირველ დონეზე ამოსვლის შანსიც დაკარგა, მაგრამ ორი ქუთათური კი ჩამოუყვანია  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

სამ
3-11
22:30

წიგნი
მზადაა!

ჩემპიონობა სიურპრიზად

   @   ქართული რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობას ვასრულებთ 2009 წლის გაზაფხულით, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინაში, მეთერთმეტედაც ძლიეს რუსეთი და როგორც მერეღა გაირკვა, მესამედ მოიპოვეს "ერთა თასი"   >>>

შემდეგი

წინა

კვი
1-
11
[
23:40]

ზედიზედ მეშვიდედაც

   სამხრეთელთა ჩრდილოური ტურნეების სტარტზე, ტოკიოს თითქმის სავსე ოლიმპიურ სტადიონზე, ზელანდიამ წლეულს მეოთხედაც ძლია ავსტრალია, ვინც ბრიტანეთში ოთხივე მასპინძლის ჯობნას მაინც გეგმავს, რათა 25 წლის შემდეგ ისევ შეასრულოს სლემი  >>>